სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თეა წულუკიანი - უმცირესობებს ახალი კანონი დაიცავს
თეა წულუკიანი - უმცირესობებს ახალი კანონი დაიცავს

რე­ლი­გი­უ­რი, ეთ­ნი­კუ­რი, სექ­სუ­ა­ლუ­რი და სხვა სა­ხის უმ­ცი­რე­სო­ბებს ახა­ლი კა­ნო­ნი და­ი­ცავს, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ეროვ­ნუ­ლი, რე­ლი­გი­უ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში" მიმ­დი­ნა­რე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მი­სი­ვე თქმით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ყვე­ლა ფორ­მის აღ­მო­ფხვრას ით­ვა­ლის­წი­ნებს, უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლია.

"ჩვენ შევ­ხვდით რე­ლი­გი­ურ, ეთ­ნი­კურ, სექ­სუ­ა­ლურ და სხვა სა­ხის უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა წარ­მო­ად­გი­ნა ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­შიც იმ­ყო­ფე­ბა უფ­ლებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით. რა თქმა უნდა, მათ უფ­ლე­ბებს დაც­ვა სჭირ­დე­ბა, ამ მიზ­ნით ჩვენ ვას­რუ­ლებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­ცე­მულ პი­რო­ბას და უკვე და­ვას­რუ­ლეთ მუ­შა­ო­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ყვე­ლა ფორ­მის აღ­მო­ფხვრას, რათა უზ­რუნ­ველ­ვყოთ კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლას თა­ნას­წო­რო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა თუ რა მო­საზ­რე­ბე­ბი აქვთ მათ, რო­მელ რე­ლი­გი­ურ თუ ეთ­ნი­კურ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ნის­ტრებ­თან და სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლა და ქვე­ყა­ნა­ში ამ­გავ­რი კა­ნო­ნის არ­სე­ბო­ბას ყვე­ლა მი­ე­სალ­მე­ბა.

"ახლა მთა­ვა­რია კა­ნონპ­რო­ექ­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ვა­წარ­მო­ოთ, ასე­ვე ბა­ტონ­მა თო­მას ჰა­მერ­ბერ­გმა გვირ­ჩია, რომ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ვი­ა­როთ შვედ ექ­სპერტთან, ამის შემ­დეგ კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვით პარ­ლა­მენ­ტში შევა", - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თეა წულუკიანი - უმცირესობებს ახალი კანონი დაიცავს

თეა წულუკიანი - უმცირესობებს ახალი კანონი დაიცავს

რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური და სხვა სახის უმცირესობებს ახალი კანონი დაიცავს, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებების შესახებ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე.

მისივე თქმით, კანონპროექტი, რომელიც საქართველოში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას ითვალისწინებს, უკვე მომზადებულია.

"ჩვენ შევხვდით რელიგიურ, ეთნიკურ, სექსუალურ და სხვა სახის უმცირესობის წარმომადგენლებს. თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება უფლებრივი თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, მათ უფლებებს დაცვა სჭირდება, ამ მიზნით ჩვენ ვასრულებთ საზოგადოებისთვის არჩევნებამდე მიცემულ პირობას და უკვე დავასრულეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც ემსახურება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას, რათა უზრუნველვყოთ კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, მიუხედავად იმისა თუ რა მოსაზრებები აქვთ მათ, რომელ რელიგიურ თუ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, კანონპროექტი რამდენიმე დღის წინ მინისტრებთან და სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა და ქვეყანაში ამგავრი კანონის არსებობას ყველა მიესალმება.

"ახლა მთავარია კანონპროექტის გაუმჯობესების მიზნით არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები ვაწარმოოთ, ასევე ბატონმა თომას ჰამერბერგმა გვირჩია, რომ კონსულტაციები გავიაროთ შვედ ექსპერტთან, ამის შემდეგ კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში შევა", - აღნიშნა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ