სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლიკა ევგენიძე ამერიკაში ერთი წლით წავიდა
ლიკა ევგენიძე ამერიკაში ერთი წლით წავიდა

უკვე ორი თვეა "რუს­თა­ვი 2"-ის "შუა დღის" ეთერ­ში აღარ ჩანს ლიკა ევ­გე­ნი­ძე. რო­გორც გა­ვი­გე, ლი­კამ გა­და­ცე­მა და­ტო­ვა და ამე­რი­კა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად "შუა დღის" პრო­დი­უ­სერ მა­ი­კო ლო­მი­ძეს ვე­სა­უბ­რე.

- მა­ი­კო, რა­ტომ აღა­რაა ლიკა "შუა დღის" წამ­ყვა­ნი?

- ლი­კას მწვა­ნე ბა­რა­თის მი­სა­ღე­ბად აშშ-ში ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი აქვს გა­სავ­ლე­ლი. ერთი წელი უწყვე­ტად უნდა იცხოვ­როს იქ. და­ახ­ლო­ე­ბით ათ თვე­ში შეძ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას.

- თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გა­აგ­რძე­ლებს "შუა დღეს­თან", ის კვლავ თქვე­ნი გუნ­დის წევ­რი იქ­ნე­ბა?

- თუ მო­ინ­დო­მებს, ალ­ბათ იქ­ნე­ბა. დროს­თან ერ­თად ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­ოც­რად სწრა­ფად იც­ვლე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. ათი თვის შემ­დეგ რა იქ­ნე­ბა, არა­ვინ იცის. თუ თვი­თო­ნაც ენ­დო­მე­ბა, ჩვე­ნი მხრი­დან არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ შეხ­ვდე­ბა.

- ლი­კას ვინ შეც­ვლის?

- უშუ­ა­ლოდ ლი­კას შემ­ცვლე­ლე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნი­დან ორი ახა­ლი წამ­ყვა­ნი გვე­ყო­ლე­ბა. ეთერს 7 იან­ვრი­დან გან­ვა­ახ­ლებთ. გა­და­ცე­მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი დროც მეტი გვექ­ნე­ბა. ბევ­რნი გავ­ხდე­ბით არა მარ­ტო წამ­ყვა­ნე­ბის ხარ­ჯზე, არა­მედ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც დაგ­ვე­მა­ტე­ბი­ან. ეთერ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად კვლავ ოთხი წამ­ყვა­ნი იჯ­დე­ბა. თა­ნა­წამ­ყვა­ნე­ბი კი დათო ტუ­რაშ­ვი­ლი და მე­რი­კო იქ­ნე­ბი­ან, გვექ­ნე­ბა სი­უ­ჟე­ტე­ბიც.

- ვინ გახ­დე­ბი­ან "შუა დღის" წამ­ყვა­ნე­ბი?

- გვან­ცა და­რა­სე­ლია და ნინო ხოშ­ტა­რია.

- გვან­ცა დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი აღარ იქ­ნე­ბა?

- დი­ლი­თაც წა­იყ­ვანს გა­და­ცე­მას. მალე "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" დამ­თავ­რდე­ბა და გვან­ცა ასე ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი აღარ იქ­ნე­ბა. მოკ­ლედ, დიდი გეგ­მე­ბი გვაქვს "შუა დღეს­თან" და­კავ­ში­რე­ბით და იმე­დი გვაქვს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლიკა ევგენიძე ამერიკაში ერთი წლით წავიდა

ლიკა ევგენიძე ამერიკაში ერთი წლით წავიდა

უკვე ორი თვეა "რუსთავი 2"-ის "შუა დღის" ეთერში აღარ ჩანს ლიკა ევგენიძე. როგორც გავიგე, ლიკამ გადაცემა დატოვა და ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. დეტალების გასარკვევად "შუა დღის" პროდიუსერ მაიკო ლომიძეს ვესაუბრე.

- მაიკო, რატომ აღარაა ლიკა "შუა დღის" წამყვანი?

- ლიკას მწვანე ბარათის მისაღებად აშშ-ში ბიუროკრატიული პროცედურები აქვს გასავლელი. ერთი წელი უწყვეტად უნდა იცხოვროს იქ. დაახლოებით ათ თვეში შეძლებს საქართველოში ჩამოსვლას.

- თანამშრომლობას გააგრძელებს "შუა დღესთან", ის კვლავ თქვენი გუნდის წევრი იქნება?

- თუ მოინდომებს, ალბათ იქნება. დროსთან ერთად ჩვენს ქვეყანაში საოცრად სწრაფად იცვლება მოვლენები. ათი თვის შემდეგ რა იქნება, არავინ იცის. თუ თვითონაც ენდომება, ჩვენი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვდება.

- ლიკას ვინ შეცვლის?

- უშუალოდ ლიკას შემცვლელები არ იქნებიან, მაგრამ მომავალი სეზონიდან ორი ახალი წამყვანი გვეყოლება. ეთერს 7 იანვრიდან განვაახლებთ. გადაცემისთვის განკუთვნილი დროც მეტი გვექნება. ბევრნი გავხდებით არა მარტო წამყვანების ხარჯზე, არამედ ჟურნალისტებიც დაგვემატებიან. ეთერში ყოველდღიურად კვლავ ოთხი წამყვანი იჯდება. თანაწამყვანები კი დათო ტურაშვილი და მერიკო იქნებიან, გვექნება სიუჟეტებიც.

- ვინ გახდებიან "შუა დღის" წამყვანები?

- გვანცა დარასელია და ნინო ხოშტარია.

- გვანცა დილის გადაცემის წამყვანი აღარ იქნება?

- დილითაც წაიყვანს გადაცემას. მალე "საქართველოს ვარსკვლავი" დამთავრდება და გვანცა ასე ძალიან დაკავებული აღარ იქნება. მოკლედ, დიდი გეგმები გვაქვს "შუა დღესთან" დაკავშირებით და იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება