სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზაზა პაპუაშვილი ჩიორა თაქთაქიშვილს: "ტოლი ნახე, კოჭი გააგორე"
ზაზა პაპუაშვილი ჩიორა თაქთაქიშვილს: "ტოლი ნახე, კოჭი გააგორე"

თუ ასე გაგ­რძელ­და, მალე შე­საძ­ლოა უმი დე­პუ­ტა­ტე­ბი სა­ნატ­რე­ლი გაგ­ვიხ­დეს. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო კი შე­საძ­ლოა სა­უ­ნად გა­და­ა­კე­თონ. საქ­მე იმა­ში გახ­ლავთ, რომ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ გუ­შინ 53 გრა­დუსს მი­აღ­წია. ახლა გუ­ლებს ნუ შე­ი­წუ­ხებთ. ეს ტემ­პე­რა­ტუ­რა იმ ად­გი­ლებ­შია, სა­დაც ჰა­ე­რის კონ­დენ­ცი­რე­ბა არ ხდე­ბა. დე­პუ­ტა­ტებს ამის ბედ­ნი­ე­რე­ბა აქვთ და კი არი­ან გრი­ლად. მაგ­რამ დე­რე­ფან­ში გავ­ლა-გა­მოვ­ლა ხომ უნ­დათ. ჰოდა, ამ გავ­ლა-გა­მოვ­ლი­სას შე­საძ­ლოა და­ი­სი­ცხონ.

არა­და, ცხე­ლი თა­ვე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ერს ნამ­დვი­ლად არ წა­ად­გე­ბა. სხვა თუ არა­ფე­რი, ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა ისე­დაც მა­ღა­ლია. კი­დევ კარ­გი, ცო­ტა­თი კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის სიო უბე­რავს.

კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის სიომ, გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე ვერ შე­აღ­წია, სა­დაც ერთი პა­ტა­რა ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, რო­მელ­მაც ერი გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის გახ­ლავთ, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა ტექ­ნი­კურ სა­კი­თხზე მოხ­და. არა­და, კო­მი­ტე­ტი საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­და.

გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტი "უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს იხი­ლავ­და. სა­კო­მი­ტე­ტო სხდო­მა ხმა­უ­რით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევრ ზაზა პა­პუ­აშ­ვილ­სა და უმ­ცი­რე­სო­ბის წევრ ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილს შო­რის მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი მიკრო­ფო­ნი გახ­და. შუღ­ლის მარ­ცვა­ლი დე­პუ­ტატ­მა სერ­გო რა­ტი­ან­მა ჩა­მო­აგ­დო.

სერ­გო რა­ტი­ა­ნი ზაზა პა­პუ­აშ­ვილს:

- ზაზა არ ის­მის, ეთერ­ში არ ის­მის.

ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი ზაზა პა­პუ­აშ­ვილს:

- მიკრო­ფო­ნი ჩარ­თეთ.

ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლი ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილს:

- კო­რექ­ტუ­ლი იყა­ვით და მე თქვენ­თან დი­ა­ლოგ­ში არ შე­მოვ­დი­ვარ. მიკრო­ფონს ჩავ­რთავ თუ სხვა რამე იქ­ნე­ბა ამის შე­სა­ხებ შე­ნიშ­ვნას სხვა მომ­ცემს.

სერ­გო რა­ტი­ა­ნი ზაზა პა­პუ­აშ­ვილს:

- ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს არის მო­წო­დე­ბა, რად­გა­ნაც თქვე­ნი ხმა არ იწე­რე­ბა.

ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლი:

- გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ მე კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­უბ­ნე­ბი (თაქთა­ქიშ­ვილს) ნუ მომ­მარ­თავს.

ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი:

- ხე­ლე­ბის გაშ­ვე­რა ეს არ არის პარ­ლა­მენ­ტში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი წესი ურ­თი­ერ­თო­ბის.

ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლი:

- მთელ მსოფ­ლი­ოს რო­გორ ას­წავ­ლით ზრდი­ლო­ბას. რა პა­სუ­ხი გინ­და მი­ი­ღო ახლა? დაგ­ვეხ­სე­ნი რა.

ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი:

- შე­ნო­ბით ნუ მო­მარ­თავთ, ძა­ლი­ან გთხოვთ.

ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლი:

- ტოლი ნახე, კოჭი გა­ა­გო­რე.

ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი:

- ყო­ჩაღ, ყო­ჩაღ. ბა­ტონ თავ­მჯდო­მა­რეს ვთხოვ, რეგ­ლა­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს ბა­ტო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლი:

- ნუ მე­რე­ვა, მიკრო­ფო­ნის ჩარ­თვა პრობ­ლე­მა არ არის. თქვე­ნი ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი არა­ვის არა­ფე­რი სჭირს. ნუ მო­ა­ბეზ­რეთ ხალ­ხს თავი.

შო­რე­ნა მარ­სა­გიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ახა­ლი თა­ო­ბა"

ასე­ვე იხი­ლეთ: "ჩიტი-ჩი­ო­რამ ხომ არ უნდა შეგ­ვჭა­მოს?!" - ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლი ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილს ერ­ჩის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ზაზა პაპუაშვილი ჩიორა თაქთაქიშვილს: "ტოლი ნახე, კოჭი გააგორე"

ზაზა პაპუაშვილი ჩიორა თაქთაქიშვილს: "ტოლი ნახე, კოჭი გააგორე"

თუ ასე გაგრძელდა, მალე შესაძლოა უმი დეპუტატები სანატრელი გაგვიხდეს. საკანონმდებლო ორგანო კი შესაძლოა საუნად გადააკეთონ. საქმე იმაში გახლავთ, რომ პარლამენტის შენობაში ტემპერატურამ გუშინ 53 გრადუსს მიაღწია. ახლა გულებს ნუ შეიწუხებთ. ეს ტემპერატურა იმ ადგილებშია, სადაც ჰაერის კონდენცირება არ ხდება. დეპუტატებს ამის ბედნიერება აქვთ და კი არიან გრილად. მაგრამ დერეფანში გავლა-გამოვლა ხომ უნდათ. ჰოდა, ამ გავლა-გამოვლისას შესაძლოა დაისიცხონ.

არადა, ცხელი თავებით გადაწყვეტილებების მიღება ერს ნამდვილად არ წაადგება. სხვა თუ არაფერი, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა ისედაც მაღალია. კიდევ კარგი, ცოტათი კოჰაბიტაციის სიო უბერავს.

კოჰაბიტაციის სიომ, განათლების კომიტეტის სხდომაზე ვერ შეაღწია, სადაც ერთი პატარა ინციდენტი მოხდა, რომელმაც ერი გაამხიარულა. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ დაპირისპირება ტექნიკურ საკითხზე მოხდა. არადა, კომიტეტი საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავდა.

განათლების კომიტეტი "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს იხილავდა. საკომიტეტო სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. სიტყვიერი დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაზა პაპუაშვილსა და უმცირესობის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილს შორის მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მიკროფონი გახდა. შუღლის მარცვალი დეპუტატმა სერგო რატიანმა ჩამოაგდო.

სერგო რატიანი ზაზა პაპუაშვილს:

- ზაზა არ ისმის, ეთერში არ ისმის.

ჩიორა თაქთაქიშვილი ზაზა პაპუაშვილს:

- მიკროფონი ჩართეთ.

ზაზა პაპუაშვილი ჩიორა თაქთაქიშვილს:

- კორექტული იყავით და მე თქვენთან დიალოგში არ შემოვდივარ. მიკროფონს ჩავრთავ თუ სხვა რამე იქნება ამის შესახებ შენიშვნას სხვა მომცემს.

სერგო რატიანი ზაზა პაპუაშვილს:

- ამ შემთხვევაში ეს არის მოწოდება, რადგანაც თქვენი ხმა არ იწერება.

ზაზა პაპუაშვილი:

- გასაგებია, მაგრამ მე კატეგორიულად ვეუბნები (თაქთაქიშვილს) ნუ მომმართავს.

ჩიორა თაქთაქიშვილი:

- ხელების გაშვერა ეს არ არის პარლამენტში დამკვიდრებული წესი ურთიერთობის.

ზაზა პაპუაშვილი:

- მთელ მსოფლიოს როგორ ასწავლით ზრდილობას. რა პასუხი გინდა მიიღო ახლა? დაგვეხსენი რა.

ჩიორა თაქთაქიშვილი:

- შენობით ნუ მომართავთ, ძალიან გთხოვთ.

ზაზა პაპუაშვილი:

- ტოლი ნახე, კოჭი გააგორე.

ჩიორა თაქთაქიშვილი:

- ყოჩაღ, ყოჩაღ. ბატონ თავმჯდომარეს ვთხოვ, რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციები გამოიყენოს ბატონის წინააღმდეგ.

ზაზა პაპუაშვილი:

- ნუ მერევა, მიკროფონის ჩართვა პრობლემა არ არის. თქვენი ჭკუის სასწავლებელი არავის არაფერი სჭირს. ნუ მოაბეზრეთ ხალხს თავი.

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი "ახალი თაობა"

ასევე იხილეთ: "ჩიტი-ჩიორამ ხომ არ უნდა შეგვჭამოს?!" - ზაზა პაპუაშვილი ჩიორა თაქთაქიშვილს ერჩის

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა