სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ია ანთაძე - "მერამდენედ წააგო "ოცნებამ" "ნაციონალებთან" ტაქტიკურ განზომილებაში?"
ია ანთაძე - "მერამდენედ წააგო "ოცნებამ" "ნაციონალებთან" ტაქტიკურ განზომილებაში?"

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" თსუ-ს რექ­ტო­რის სა­კი­თხი ვერ გათ­ვა­ლა და ტყუ­ლი­ად შე­ირ­ცხვი­ნა თავი", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი ია ან­თა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე თსუ-ს რექ­ტო­რის გა­დად­გო­მა­სა და "უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტში ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კითხს.

"მე­რამ­დე­ნედ წა­ა­გო ოც­ნე­ბამ ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან ტაქ­ტი­კურ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში? ამ­ჯე­რად, თსუ რექ­ტო­რის სა­კი­თხი ვერ გათ­ვა­ლეს და ტყუ­ი­ლად შე­ირ­ცხვი­ნეს თავი. კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და, რომ როცა არ იცი, რო­გორ მო­იქ­ცე, უნდა მო­იქ­ცე სწო­რად", - წერს ან­თა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ჟურ­ნა­ლის­ტის გან­ცხა­დე­ბას გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

"სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში რექ­ტო­რე­ბი­სათ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი რომ შე­მო­დი­ო­და, ეს ბ-ნ კვი­ტაშ­ვი­ლის­თვის ორი თვის წინ იყო ცნო­ბი­ლი. მა­მუ­კა ბე­რი­აშ­ვილს და სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვედ­რაც ჰქონ­დათ ამის თა­ო­ბა­ზე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ეს არ ყო­ფი­ლა და­მა­ლუ­ლი და ყვე­ლამ იცო­და რომ ასე მოხ­დე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ ხდე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა ასე ფრაგ­მენ­ტუ­ლად და ნაჩ­ქა­რე­ვად (რაც არ­სე­ბი­თად სწო­რი შე­ნიშ­ვნაა), სამ­წუ­ხა­როდ არ ვცხოვ­რობთ ჯერ ჩვენ და­ლა­გე­ბულ და აწყო­ბილ ქვე­ყა­ნა­ში. ახლა ვი­წყებთ რე­ა­ლუ­რად ამ პრო­ცესს და მე მგო­ნი აქ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა­თა ში­ნა­არ­სია და არა მათი მი­წო­დე­ბის პიარ-ფორ­მა. ყვე­ლა­ზე სა­წყე­ნი ისაა, რომ ბევ­რი მათ­გა­ნი, ვი­საც წე­სით ეს უნდა ეს­მო­დეთ და ვინც უნდა გვეხ­მა­რე­ბო­დეს ამ ცვლი­ლე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში, რე­ა­ლუ­რად აყო­ლი­ლია ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის და ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის დე­მა­გო­გი­ას და მათ აბ­სურ­დულ ბრალ­დე­ბებს იმე­ო­რებს", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი ია ან­თა­ძეს უპა­სუ­ხოდ არ და­უ­ტო­ვე­ბია.

"ბა­ტო­ნო და­ვით, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ სი­ტყვით ამ­ბობთ, რე­ფორ­მის კონ­ცეფ­ცი­ის­თვის ნი­ა­დაგს ვამ­ზა­დებ­თო და საქ­მით რა­ღაც სხვა კონ­ცეფ­ცი­ას ნერ­გავთ. ოღონდ, რა კონ­ცეფ­ცი­აა, ვერ გა­ვი­გეთ. გვი­თხა­რით, რომ არ­სე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცია არ ვარ­გა და რა­ღაც სხვა უკე­თე­სია. იქ­ნებ, ჩვენც მოგ­ვწონს და მხარს გი­ჭერთ? იქ­ნებ, მა­მუ­კა ბე­რი­აშ­ვილ­მა უკეთ იცის, რა სჭირ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სფე­რო­ში სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბებს?", - სვამს კი­თხვას ჟურ­ნა­ლის­ტი.

და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის აზ­რით, წარ­დგე­ნილ ცვლი­ლე­ბებ­ში ეთა­დერ­თი პუნ­ქტი, რომ­ლის კრი­ტი­კაც ლე­გი­ტი­მუ­რია, პრე­მი­ე­რის მიერ რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის და­ნიშ­ვნაა.

"ერ­თა­დერ­თი პუნ­ქტი წარ­დგე­ნილ ცვლი­ლე­ბებ­ში, რომ­ლის კრი­ტი­კაც ჩე­მის აზ­რით ლე­გი­ტი­მუ­რია, არის პრე­მი­ე­რის მიერ რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის (და არა რექ­ტო­რის) და­ნიშ­ვნა, თუმ­ცა ეს პუნ­ქტიც ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის­თვი­საა და თან ისიც ით­ქვა, რომ ეს დრო­ე­ბი­თი ზო­მაა. ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი. ამ ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ასე­თი ის­ტე­რი­ის ატეხ­ვა და "გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ავ­ტო­ნო­მია" ტი­პის ჯგუ­ფე­ბის შექ­მნა კი არის აშ­კა­რად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქცე­ვა და მხო­ლოდ ორი­ვე მხა­რის ექ­სტრე­მის­ტე­ბის ინ­ტე­რე­სებ­შია - "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" იყ­ვი­რებს: აი, ხომ ხე­დავთ, მარ­ტო ჩვენ კი არ ვტე­ხავთ პა­ნი­კა­სო და მე­ო­რეს მხრივ, ვინც რე­ვან­შის­ტუ­ლად გან­წყო­ბი­ლია, ისიც იყ­ვი­რებს: ხომ ხე­დავთ, საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გე­ბა ეს ენ­ჯე­ო­ე­ბი და ლი­ბე­რა­ლე­ბი ყვე­ლა­ნი ფა­რუ­ლი მი­შის­ტე­ბი არი­ა­ნო. შე­დე­გად კი საქ­მე ფუჭ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა დვა­ლის კონ­ცეფ­ცი­ას, იქ­ნებ ვინ­მემ მი­თხრას ამ კონ­ცეფ­ცი­ა­ში რაა ნათ­ქვა­მი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რა­ზე, და­ფი­ნან­სე­ბის წეს­ზე, ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მებ­ზე, კონ­კურ­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, იუ­რი­დი­ულ სტა­ტუს­ზე, სა­კუთ­რე­ბის ფორ­მებ­ზე, სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ჟიმ­ზე, რექ­ტო­რის არ­ჩე­ვის წეს­ზე, აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს ფუნ­ქცი­ებ­ზე, სე­ნატ­ზე, სტუ­დენ­ტურ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ზე და ა. შ. თუ ეს სა­კი­თხე­ბი არაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მარ­ტო ტე­ნუ­არ­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ?", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე: თსუ-ს რექ­ტორ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა

უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი და პრო­ფე­სო­რე­ბი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს მი­მარ­თვას უგ­ზავ­ნი­ან

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი - რო­დე­საც გა­ვი­გე, სან­დრომ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა, მე­გო­ნა, რომ დი­სერ­ტა­ცი­ის და­წე­რას აპი­რებ­და

თა­მარ სა­ნი­კი­ძე - "რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­თა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ და­ნიშ­ვნა დრო­ე­ბი­თი ინ­ტერ­ვენ­ცი­აა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ია ანთაძე - "მერამდენედ წააგო "ოცნებამ" "ნაციონალებთან" ტაქტიკურ განზომილებაში?"

ია ანთაძე - "მერამდენედ წააგო "ოცნებამ" "ნაციონალებთან" ტაქტიკურ განზომილებაში?"

"ქართულმა ოცნებამ" თსუ-ს რექტორის საკითხი ვერ გათვალა და ტყულიად შეირცხვინა თავი", - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ია ანთაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თსუ-ს რექტორის გადადგომასა და "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებების საკითხს.

"მერამდენედ წააგო ოცნებამ ნაციონალებთან ტაქტიკურ განზომილებაში? ამჯერად, თსუ რექტორის საკითხი ვერ გათვალეს და ტყუილად შეირცხვინეს თავი. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ როცა არ იცი, როგორ მოიქცე, უნდა მოიქცე სწორად", - წერს ანთაძე სოციალურ ქსელში.

ჟურნალისტის განცხადებას განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი პასუხობს:

"სახელმწიფო უნივერსიტეტებში რექტორებისათვის სავალდებულო დოქტორის ხარისხი რომ შემოდიოდა, ეს ბ-ნ კვიტაშვილისთვის ორი თვის წინ იყო ცნობილი. მამუკა ბერიაშვილს და სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვედრაც ჰქონდათ ამის თაობაზე უნივერსიტეტში. ეს არ ყოფილა დამალული და ყველამ იცოდა რომ ასე მოხდებოდა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ხდება ცვლილებების გატარება ასე ფრაგმენტულად და ნაჩქარევად (რაც არსებითად სწორი შენიშვნაა), სამწუხაროდ არ ვცხოვრობთ ჯერ ჩვენ დალაგებულ და აწყობილ ქვეყანაში. ახლა ვიწყებთ რეალურად ამ პროცესს და მე მგონი აქ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებათა შინაარსია და არა მათი მიწოდების პიარ-ფორმა. ყველაზე საწყენი ისაა, რომ ბევრი მათგანი, ვისაც წესით ეს უნდა ესმოდეთ და ვინც უნდა გვეხმარებოდეს ამ ცვლილებების გატარებაში, რეალურად აყოლილია ნუგზარ წიკლაურის და ჩიორა თაქთაქიშვილის დემაგოგიას და მათ აბსურდულ ბრალდებებს იმეორებს", - წერს ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილის კომენტარი ია ანთაძეს უპასუხოდ არ დაუტოვებია.

"ბატონო დავით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ სიტყვით ამბობთ, რეფორმის კონცეფციისთვის ნიადაგს ვამზადებთო და საქმით რაღაც სხვა კონცეფციას ნერგავთ. ოღონდ, რა კონცეფციაა, ვერ გავიგეთ. გვითხარით, რომ არსებული კონცეფცია არ ვარგა და რაღაც სხვა უკეთესია. იქნებ, ჩვენც მოგვწონს და მხარს გიჭერთ? იქნებ, მამუკა ბერიაშვილმა უკეთ იცის, რა სჭირდება განათლების და მეცნიერების სფეროში სასიკეთო ცვლილებებს?", - სვამს კითხვას ჟურნალისტი.

დავით ზურაბიშვილის აზრით, წარდგენილ ცვლილებებში ეთადერთი პუნქტი, რომლის კრიტიკაც ლეგიტიმურია, პრემიერის მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნაა.

"ერთადერთი პუნქტი წარდგენილ ცვლილებებში, რომლის კრიტიკაც ჩემის აზრით ლეგიტიმურია, არის პრემიერის მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის (და არა რექტორის) დანიშვნა, თუმცა ეს პუნქტიც ძალიან კონკრეტული შემთხვევებისთვისაა და თან ისიც ითქვა, რომ ეს დროებითი ზომაა. ყველაფერი დანარჩენი არის აბსოლუტურად სწორი. ამ ცვლილებების საფუძველზე ასეთი ისტერიის ატეხვა და "გადავარჩინოთ ავტონომია" ტიპის ჯგუფების შექმნა კი არის აშკარად არაადეკვატური ქცევა და მხოლოდ ორივე მხარის ექსტრემისტების ინტერესებშია - "ნაცმოძრაობა" იყვირებს: აი, ხომ ხედავთ, მარტო ჩვენ კი არ ვტეხავთ პანიკასო და მეორეს მხრივ, ვინც რევანშისტულად განწყობილია, ისიც იყვირებს: ხომ ხედავთ, საქმე საქმეზე რომ მიდგება ეს ენჯეოები და ლიბერალები ყველანი ფარული მიშისტები არიანო. შედეგად კი საქმე ფუჭდება.

რაც შეეხება დვალის კონცეფციას, იქნებ ვინმემ მითხრას ამ კონცეფციაში რაა ნათქვამი უმაღლესი სასწავლებლების სტრუქტურაზე, დაფინანსების წესზე, ხარისხის კონტროლისა და აკრედიტაციის მექანიზმებზე, კონკურსების ჩატარებაზე, იურიდიულ სტატუსზე, საკუთრების ფორმებზე, საგადასახადო რეჟიმზე, რექტორის არჩევის წესზე, აკადემიური საბჭოს ფუნქციებზე, სენატზე, სტუდენტურ თვითმმართველობაზე და ა. შ. თუ ეს საკითხები არაა მნიშვნელოვანი და მარტო ტენუარზე უნდა ვიფიქროთ?", - წერს ზურაბიშვილი.

იხილეთ ასევე: თსუ-ს რექტორმა თანამდებობა დატოვა

უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და პროფესორები გიორგი მარგველაშვილს მიმართვას უგზავნიან

გიორგი მარგველაშვილი - როდესაც გავიგე, სანდრომ თანამდებობა დატოვა, მეგონა, რომ დისერტაციის დაწერას აპირებდა

თამარ სანიკიძე - "რექტორის მოვალეობის შემსრულებელთა პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშვნა დროებითი ინტერვენციაა"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს