ჯენიფერ ენისტონმა აგარაკზე "ლუქს კლასის" საქათმე აიშენა

ჯენიფერ ენისტონმა აგარაკზე "ლუქს კლასის" საქათმე აიშენა

ჰოლივუდის მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა ფეშენებელურ აგარაკზე, რომლის გარემონტება 21 მლნ დოლარი დაუჯდა, საქათმე აიშენა. ენისტონს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ შინაური ფრინველები ძალიან უყვარს. როგორც ჩანს, კინოვარსკვლავი ახალ სახლში, ჯასტინ ტერუს გარდა, შინაურ ფრინველებთან ერთად ცხოვრებას აპირებს.

"ისინი ძალიან სოციალური ფრინველები არიან. უყვართ, როდესაც მათ მოსანახულებლად ხელში ყავის ჭიქით მიხვალ. სიამოვნებიით მივიღებ მონაწილეობას მათ დაპურებაში", - ღიმილით აღნიშნა მსახიობმა The Globe-თან საუბრისას.

გარდა საქათმისა, ჯენიფერ ენისტონის უზარმაზარ აგარაკზე განთავსებულია სტუმრებისთვის განკუთვნილი სახლი, საცურაო აუზი და მთავარი შენობა რამდენიმე საძინებლით, სააბაზანოთი და ვრცელი ვერანდით.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება