სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ტერორისტული აქტის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
ტერორისტული აქტის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ჩა­დე­ნის მცდე­ლო­ბა მომ­ზა­დე­ბის სტა­დი­ა­ზე იქნა აღ­კვე­თი­ლი,- ამის შე­სა­ხებ დღვან­დელ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის, შს სა­მი­ნის­ტროს სხვა ოპე­რა­ტი­უ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მჭიდ­რო და ეფექ­ტუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, დღეს გამ­თე­ნი­ი­სას, ქ.თბი­ლის­ში და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნენ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­კა­ილ კა­დი­ე­ვი და რიზ­ვან ომა­რო­ვი.

"მათი დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რი­სი­დან, ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი იქნა დიდი ოდე­ნო­ბით ძლი­ერ­მოქ­მე­დი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა (სა­ვა­რა­უ­დოდ, პლას­ტი­დი) და ელექტრო­დე­ტო­ნა­ტო­რე­ბი, აგ­რეთ­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცია.

გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე უტყუ­ა­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნი­ლი კა­დი­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს თავს 2011 წლი­დან აფა­რებ­და, თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლად ტო­ვებ­და ქვეყ­ნის ფარ­გლებს.

ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბა­ში მხი­ლე­ბულ პირ­თა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი კავ­ში­რე­ბის - ხელ­შემ­წყო­ბე­ბი­სა და მფარ­ვე­ლე­ბის - გა­მოვ­ლე­ნი­სა და გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფის მიზ­ნით რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, აგ­რეთ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ვი­ნა­ი­დან მი­კა­ილ კა­დი­ე­ვის მიერ სხვა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე პირი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ერთ-ერთი ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ ჯერ კი­დევ 2012 წელს იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი.

"ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პე­რი­ო­დულ ინ­ფორ­მი­რე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის თა­ო­ბა­ზე და გვსურს და­გარ­წმუ­ნოთ, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხის­გან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ტე­რაქ­ტის ჩა­დე­ნის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში ორი პირი და­ა­კა­ვეს

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ტერორისტული აქტის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ტერორისტული აქტის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი,- ამის შესახებ დღვანდელ საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღეს გამთენიისას, ქ.თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი.

"მათი დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.

გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს.

ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების - ხელშემწყობებისა და მფარველების - გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ვინაიდან მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული.

"ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე და გვსურს დაგარწმუნოთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის მიზნით", - განაცხადა გიორგობიანმა.

იხილეთ ვიდეო: ტერაქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავეს

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ