კერი მალიგანმა ჰილარი კლინტონის როლის შესრულებაზე უარი თქვა

კერი მალიგანმა ჰილარი კლინტონის როლის შესრულებაზე უარი თქვა

ჰოლივუდის მსახიობმა კერი მალიგანმა, რომელსაც ფილმში, სახელწოდებით "როდემი" ჰილარი კლინტონი უნდა განესახიერებინა, პროექტზე უარი თქვა.

ჰოლივუდში აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, პრეზიდენტიობის ექს-კანდიდატისა და ყოფილი სახელმწიფო მდივნის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს იღებენ. ფილმის რეჟისორი ჯეიმს პონსოლდტია.

გავრცელებული ინფორმაციით, კერი მალიგანი რეჟისორს შეხვდა და განუცხადა, რომ ამჟამად როლისთვის მზად არ არის. ამის გამო ჰილარი კლინტონის როლზე მსახიობის ძებნა განახლდება. პრესაში როლის პრეტენდენტებად ემა სტოუნს და სკარლეტ იოჰანსონს ასახელებენ, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.

"როდემის" სცენარი კიმ ილ იუნგს ეკუთვნის.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება