"ბარამბომ" ნაყინების ხაზი გააფართოვა. როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, უკვე გაყიდვაშია საბავშვო ბრენდის "ბარამბინოს" ნაყინები. ამ ბრენდის ქვეშ ორი სახეობის კარამელის და ვანილის სახეობები გაერთიანდა. მისი გასაყიდი ფასი 40 თეთრია.
ნაყინები დაემატა კომპანიის კიდევ ერთ ქვებრენდს "სეზონს". "სეზონის" სავაჭრო ნიშნით ალუბლის და ფორთოხლის სამარხვო ნაყინი იყიდება და ქსელში 50-თეთრი ღირს.
"ბარამბო" ამ დროისთვის 40-მდე სახეობის ნაყინს აწარმოებს. აღნიშნული პროდუქტი ბაზარზე უკვე კომპანიის 4 ბრენდით იყიდება. პრემიუმ ხაზს "ალბა" აერთიანებს. "ბარამბინო", "სეზონი" და "ბარამბო" საშულო შემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9