მიხეილ სააკაშვილი - "საქართველოს განათლების სისტემამ პროგრესს მიაღწია"

მიხეილ სააკაშვილი - "საქართველოს განათლების სისტემამ პროგრესს მიაღწია"

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს განათლების სისტემამ პროგრესს მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მოხდა რამდენიმე სერიოზული წინსვლა მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით. "პირველ რიგში იმ ხარისხის თვალსაზრისით, რომელსაც ჩვენი პროფესორები მასწავლებლები, ჩვენი ლექტორები, უნივერსიტეტის თანამშრომლები აძლევენ საქართველოს ახალ თაობას", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო წლებში იყო ახალი უნივერსიტეტების გახსნის ბუმი. "მათ შორის, აქ წარმოდგენილი უნივერსიტეტების და ეს აღარ იყო ის უნივერსიტეტები, რომლებიც 90-იან წლებში რეალურად სარდაფებში იხსნებოდა. მაშინაც ამან გარკვეული როლი ითამაშა, რომ გადაერჩინა განათლებული ნაწილი. მაგრამ 2004-2005-2006-ის შემდეგ ეს იყო ნამდვილი თანამედროვე ქმედითი უნივერსიტეტები, რომლებმაც სულ უფრო და უფრო მიაახლოვეს ჩვენი განათლების დონე საერთაშორისო სტანდარტებს. ეს მართლაც წინ გაკეთებული ნახტომია, იმედია, ეს ყველაფერი გაგრძელდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა