თბი­ლი­სუ­რი ქა­ო­სი ანუ მოჩ­ქა­რეს მო­უგ­ვი­ან­დე­სო

თბი­ლი­სუ­რი ქა­ო­სი ანუ მოჩ­ქა­რეს მო­უგ­ვი­ან­დე­სო

სამ­სა­ხურ­ში მი­სას­ვლე­ლად ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი დაგ­რჩა, მან­ქა­ნა­ში ჯდე­ბი და მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რობ, ოღონდ არ და­აგ­ვი­ა­ნო. სიჩ­ქა­რე­ში ხან­და­ხან მოძ­რა­ო­ბის წე­სებ­საც ვარ­ღვევთ, ხან თავ­ხედ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მძღო­ლებს ვე­ჯიბ­რე­ბით, ზოგ­ჯერ ზან­ტად მი­მა­ვალ ავ­ტო­ბუ­სებს ვუს­წრებთ. ის, რომ მოჩ­ქა­რეს უგ­ვი­ან­დე­ბა, ხში­რად სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ამ სიჩ­ქა­რე­ში მან­ქა­ნე­ბის გრძელ ჯაჭ­ვში აღ­მოვ­ჩნდე­ბით ხოლმე. შე­დე­გად სა­ცო­ბებს ჩვე­ნი დრო, ნერ­ვე­ბი და ჯან­მრთე­ლო­ბა ეწი­რე­ბა.

სა­ცო­ბე­ბის წარ­მოქ­მნის მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა რთუ­ლი არ არის. ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბის ზრდას­თან ერ­თად მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც მა­ტუ­ლობს.

თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­ზი­რებ­ზე მდე­ბა­რე გზაჯ­ვა­რე­დი­ნებ­ზე, ხში­რად ქა­ო­სუ­რი მოძ­რა­ო­ბაა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე ასეთ ქა­ოს­ში აღ­მოვ­ჩნდი და და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუ­თი უმოძ­რა­ოდ ვი­ყა­ვი. ეს ის შემ­თხვე­ვა­ა, რო­ცა ყო­ვე­ლი წა­მი სა­ა­თე­ბად გეჩ­ვე­ნე­ბა და დროც ნე­ლა გა­დის. ლო­დინს გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თის ფე­ხით გავ­ლა ვამ­ჯო­ბი­ნე. გრძელ კო­ლო­ნას ფე­ხით ჩა­ვუ­ა­რე და მეტ­რო­სად­გურ­თან მდე­ბა­რე გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე სწო­რედ ის ქა­ო­სი დამ­ხვდა, რო­მელ­ზეც ზე­ვით ვი­სა­უბ­რე. რამ­დე­ნი­მე პატ­რულს შუქ­ნიშ­ნის მო­ვა­ლე­ო­ბა შე­ე­თავ­სე­ბი­ნა და მან­ქა­ნებს მო­ძრა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას აძ­ლევ­და.

და­ვინ­ტე­რეს­დი, რა­ტომ იყო პატ­რუ­ლის დახ­მა­რე­ბა სა­ჭი­რო მა­შინ, რო­ცა შუქ­ნიშ­ნე­ბი თა­ვი­ანთ მო­ვა­ლე­ო­ბას მშვე­ნივ­რად ას­რუ­ლე­ბენ, რა­ზეც პატ­რულ­მა მო­მი­გო - "პი­კის სა­ა­თებ­ში, რო­ცა ქუ­ჩე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია და ისე­დაც ჭირს მოძ­რა­ო­ბა, რამ­დე­ნი­მე მძღო­ლი ისეთ გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ას ქმნის, აქ დგო­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, რომ სა­ცო­ბი კი­დევ უფ­რო არ ჩა­ი­ხერ­გოს და სა­ა­თო­ბით არ გა­ჩერ­დეს მოძ­რა­ო­ბა".

მსგავ­სი სუ­რა­თია თა­მარ მე­ფის გამ­ზირ­ზეც, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც ხში­რად ნა­ხავთ მო­ბი­ლი­ზე­ბულ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს.

სა­ცო­ბე­ბის მი­ზე­ზია ასე­ვე მან­ქა­ნე­ბის გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბის სიმ­ცი­რე. დღის გარ­კვე­ულ სა­ა­თებ­ში ბევ­რი მან­ქა­ნა გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ად­გი­ლის ძი­ე­ბა­ში ქა­ლა­ქის ქუ­ჩებს წრე­ებს არ­ტყამს.

მძღოლ­თა დი­დი ნა­წი­ლი სა­ცო­ბე­ბის შექ­მნა­ში სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­სა და კერ­ძო ტაქ­სებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბს. წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე სა­ცობ­ში მდგო­მი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მძღო­ლი ზა­ზა სა­ნაია ამ­ბობს, რომ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი ცუ­დად მოძ­რა­ო­ბენ:

"პრობ­ლე­მას "მარშრუტკები" და ტაქ­სე­ბი ქმნი­ან. ისეთ ად­გი­ლებ­ში და ისე ცუ­დად გა­გი­ჩე­რე­ბენ წინ მან­ქა­ნას, რომ ვერ გა­ივ­ლი, სა­ნამ მგზავ­რი ფულს გა­და­იხ­დის და ჩა­მო­ვა, რამ­დე­ნი­მე წუ­თი ერთ ად­გი­ლას გი­წევს გა­ჩე­რე­ბა. ეს პა­ტა­რა ტაქ­სე­ბი გზებ­ზე ერ­თმა­ნე­თის გას­წრე­ბა­ში სე­რი­ო­ზულ შე­ფერ­ხე­ბებს ქმნი­ან".

საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბას ასე­ვე აფერ­ხებს გზის ნა­პი­რებ­ზე ცუ­დად გა­ჩე­რე­ბუ­ლი მგზავ­რის მო­ლო­დინ­ში მყო­ფი ტაქ­სე­ბი თუ უბ­რა­ლოდ მან­ქა­ნე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საგ­ზაო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა შე­სამ­ჩნე­ვად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი­ა, გა­კე­თე­ბუ­ლია ავ­ტო­სად­გო­მე­ბიც და და­მა­ტე­ბი­თი გზე­ბი, მოძ­რა­ო­ბა დი­ლი­სა და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მა­ინც გა­დატ­ვირ­თუ­ლი­ა.

საგ­ზაო უსაფ­რთხო­ე­ბის ექ­სპერ­ტი შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე: - მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მი­სა, ხში­რია სა­ცო­ბე­ბი. სა­ცო­ბის რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი არ­სე­ბობს - მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა, სა­შუ­ა­ლო მოძ­რა­ო­ბის მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბა ან მკვდა­რი სა­ცო­ბი, სა­დაც მან­ქა­ნე­ბი რამ­დე­ნი­მე წუ­თი ან, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, სა­ა­თო­ბით ერთ ად­გი­ლას დგა­ნან. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ცო­ბი­სათ­ვის "ტრა­დი­ცი­უ­ლი" მრა­ვა­ლი ად­გი­ლი­ა: გმირ­თა მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა, თა­მარ მე­ფის გამ­ზი­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით თა­მარ მე­ფის ხი­დის გა­და­სას­ვლე­ლი, სა­ა­კა­ძის მო­ედ­ნი­დან ვა­ხუშ­ტის ხი­დამ­დე. ლა­გუ­ნა ვე­რეს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო იუს­ტი­ცი­ის სახ­ლამ­დე და სხვა.

თბი­ლის­ში მრა­ვა­ლი ურ­ბა­ნის­ტუ­ლი პრო­ექ­ტია გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. გზე­ბი გა­ა­ფარ­თო­ეს, და­მა­ტე­ბი­თი შე­მოვ­ლი­თი გზე­ბი შექ­მნეს, მაგ­რამ პრობ­ლე­მა კვლავ მწვა­ვედ დგას.

კარ­გი გზა თა­ვის­თა­ვად არ არის გა­რან­ტი­ა, რომ სა­ცო­ბე­ბი არ იყოს. მინ­და ყუ­რადღ­ე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო იმა­ზე, რომ საკ­მა­რი­სია ოდ­ნავ წა­მოწ­ვი­მოს, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ღა­მოს პე­რი­ოდ­ში, და გზები მა­შინ­ვე პა­რა­ლიზ­ებულია, რადგან მძღოლ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ არ იცის წვი­მა­ში მოძ­რა­ო­ბა.

აქ არის სხვა პრობ­ლე­მაც. არ­სე­ბობს მოძ­რა­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, რო­მე­ლიც იმ დი­დი სფე­როს შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი­ა, რო­მელ­საც საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფ­რთხო­ე­ბა ჰქვი­ა. ეს მო­ი­ცავს ცნე­ბებს, რო­გო­რი­ცაა - ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო პარ­კი, მძღო­ლე­ბის და ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­თა მომ­ზა­დე­ბის დო­ნე. არის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზა, რო­მე­ლიც ამ ურ­თი­ერ­თო­ბებს არე­გუ­ლი­რებს და არ­სე­ბობს კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მიც. აქ არის ასე­ვე ერ­თი პა­ტა­რა შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი - სა­ცო­ბი.

ჩვენ­თან არ არ­სე­ბობს მა­კო­ორ­დი­ნირე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს ერთ სისტემაში მო­აქ­ცევს. გზე­ბი ეკუთ­ვნის ერთ უწყ­ე­ბას, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­კითხი - მე­ო­რეს, შუქ­ნიშ­ნე­ბი - მე­სა­მეს, გზე­ბის მო­ნიშ­ვნა სულ სხვა­გა­ნა­ა, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბაც ცალ­კე­ა. ამ უწყ­ე­ბე­ბის გაბ­ნე­ვა ამ სა­ცო­ბე­ბის ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი­ა.

მა­კა ქო­ბა­ლია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია