რინგო სტარი საბავშვო წიგნს წერს

რინგო სტარი საბავშვო წიგნს წერს

72 წლის ბრიტანელი მუსიკოსი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დრამერი რინგო სტარი საბავშვო წიგნს წერს. წიგნი "რვაფეხას ბაღი" ჯგუფ "ბითლზების" სიმღერის Octopus’s Garden-ის თემაზე დაიწერება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Daily Telegraph-ი იტყობინება. 

წიგნი 2013 წლის ოქტომბერში გამოვა. "რვაფეხას ბაღისთვის" ილუსტრაციებს The Beatles-ის თაყვანისმცემელი, მხატვარი ბენ კორტი შექმნის.

წიგნს მოყვება კომპაქტ-დისკი, რომელზეც ზრაპრის აუდიოვერსია იქნება ჩაწერილი. მას თავად რინგო სტარი წაიკითხავს.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება