სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მილანში ნაყინის აკრძალვამ საპროტესტო აქციები გამოიწვია
მილანში ნაყინის აკრძალვამ საპროტესტო აქციები გამოიწვია

მი­ლან­ში ღა­მის 12 სა­ა­თის შემ­დეგ ნა­ყი­ნის გა­ყიდ­ვა აიკ­რძა­ლა. აკ­რძალ­ვამ პა­ლა­ცო მა­რი­ნოს წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. სი­ტუ­ა­ცია ისე გამ­წვავ­და, რომ ქა­ლა­ქის მერი ჯუ­ლი­ა­ნო პი­ზა­პია აკ­რძალ­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი უარ­ყო­ფით გა­მო­ვი­და.

"ეს უკან და­ხე­ვაა, რად­გან სამ­შა­ბათს ღა­მით ქცე­ვის წე­სე­ბის შე­სა­ხებ გან­კარ­გუ­ლე­ბა ძა­ლა­ში შე­ვი­და, საქ­მე ის არის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას მშვი­დად ძილი სურს, გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი და ბა­რე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი კი გვი­ან ღა­მემ­დე კლი­ენ­ტებს მუ­სი­კით არ­თო­ბენ. ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა, ნა­ვი­ლის რა­ი­ონ­ში, არკო დელა პა­ჩე­სა და გა­რი­ბალ­დის გამ­ზირ­ზე ღამე სა­ნა­ყი­ნე­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა აკ­რძა­ლოს. სა­უ­ბა­რი ეხე­ბა შა­უ­ღა­მი­სას პრო­დუქ­ცი­ით ან სას­მე­ლით გარე ვაჭ­რო­ბას. სხვა სი­ტყვე­ბით, ნა­ყი­ნი, ქა­ბა­ბი ან ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი მხო­ლოდ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უნდა მო­იხ­მა­რონ. დამ­რღვე­ვებს ჯა­რი­მა ემუქ­რე­ბათ",- წერს გა­მო­ცე­მა La Repubblica.

პირ­ვე­ლად, ახა­ლი წე­სის წი­ნა­აღ­მდეგ მწარ­მო­ებ­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ, რომ­ლე­ბიც უა­მინ­დო­ბის გამო ისე­დაც ცუ­დად ვაჭ­რო­ბენ. მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ რე­გი­ო­ნა­ლურ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავ­დნენ.

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აღ­შფო­თე­ბულ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის გა­მარ­თვის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დეს. მერი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა: "მი­ლა­ნე­ლებს შე­უძ­ლი­ათ ნა­ყი­ნით 24:00 სთ-ს შემ­დე­გაც ისი­ა­მოვ­ნონ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გან­კარ­გუ­ლე­ბის ყვე­ლა გა­უ­გე­ბა­რი პუნ­ქტი იქ­ნე­ბა გან­მარ­ტე­ბუ­ლი".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია La Repubblica-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მილანში ნაყინის აკრძალვამ საპროტესტო აქციები გამოიწვია

მილანში ნაყინის აკრძალვამ საპროტესტო აქციები გამოიწვია

მილანში ღამის 12 საათის შემდეგ ნაყინის გაყიდვა აიკრძალა. აკრძალვამ პალაცო მარინოს წინ საპროტესტო აქცია გამოიწვია. სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ ქალაქის მერი ჯულიანო პიზაპია აკრძალვის ოფიციალური უარყოფით გამოვიდა.

"ეს უკან დახევაა, რადგან სამშაბათს ღამით ქცევის წესების შესახებ განკარგულება ძალაში შევიდა, საქმე ის არის, რომ მოსახლეობას მშვიდად ძილი სურს, გამყიდველები და ბარების მეპატრონეები კი გვიან ღამემდე კლიენტებს მუსიკით ართობენ. ქალაქის მთავრობამ გადაწყვიტა, ნავილის რაიონში, არკო დელა პაჩესა და გარიბალდის გამზირზე ღამე სანაყინეების საქმიანობა აკრძალოს. საუბარი ეხება შაუღამისას პროდუქციით ან სასმელით გარე ვაჭრობას. სხვა სიტყვებით, ნაყინი, ქაბაბი ან ალკოჰოლური სასმელი მხოლოდ დაწესებულებაში უნდა მოიხმარონ. დამრღვევებს ჯარიმა ემუქრებათ",- წერს გამოცემა La Repubblica.

პირველად, ახალი წესის წინააღმდეგ მწარმოებლები გამოვიდნენ, რომლებიც უამინდობის გამო ისედაც ცუდად ვაჭრობენ. მათ განაცხადეს, რომ რეგიონალურ სასამართლოს მიმართავდნენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღშფოთებულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ განაცხადეს. მერი იძულებული გახდა განეცხადებინა: "მილანელებს შეუძლიათ ნაყინით 24:00 სთ-ს შემდეგაც ისიამოვნონ. მოგვიანებით კი განკარგულების ყველა გაუგებარი პუნქტი იქნება განმარტებული".

მომზადებულია La Repubblica-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს