სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ავლევში რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკავეს
ავლევში რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკავეს

ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის მო­სა­ზღვრედ მდე­ბა­რე სო­ფელ ავ­ლევ­ში, რუს­მა ე.წ. მე­სა­ზღვრე­ებ­მა ორი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. მამა-შვი­ლი ზვი­ად და ვახ­ტანგ ჟღენ­ტე­ბი, სოფ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვს მწყემ­სავ­დნენ, რა დრო­საც რუს­მა ფორ­მი­ა­ნებ­მა და­ა­კა­ვეს და ცხინ­ვა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით შვი­ლი, 15 წლის ვახ­ტანგ ჟღენ­ტი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მტკი­ცე­ბით, ჟღენ­ტე­ბი და­კა­ვე­ბი­სას ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. სო­ფელ­ში იმა­საც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ავ­ლე­ვის პე­რი­მეტრზე ე.წ. სა­სა­ზღვრო-სა­დე­მარ­კა­ციო ნა­გე­ბო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს და საკ­მა­ოდ რთუ­ლია მხა­რე­ე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მი­ჯვნა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ოსუ­რი მხა­რე, ჟღენ­ტებს ე.წ. სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლებს. ავ­ნე­ვე­ლი მამა-შვი­ლის გარ­და, ცხინ­ვა­ლის სა­პა­ტიმ­რო­ში ამა­ვე ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ორი ქარ­თვე­ლი, კერ­ძოდ, სო­ფელ დი­ცის მკვიდ­რი როს­ტომ სო­სი­აშ­ვი­ლი და სო­ბი­სის მცხოვ­რე­ბი თე­მურ გი­გა­უ­რი რჩე­ბი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ავლევში რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკავეს

ავლევში რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკავეს

ქარელის რაიონში, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ავლევში, რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკავეს. მამა-შვილი ზვიად და ვახტანგ ჟღენტები, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვს მწყემსავდნენ, რა დროსაც რუსმა ფორმიანებმა დააკავეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით შვილი, 15 წლის ვახტანგ ჟღენტი გაათავისუფლეს.

ადგილობრივების მტკიცებით, ჟღენტები დაკავებისას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. სოფელში იმასაც აღნიშნავენ, რომ ავლევის პერიმეტრზე ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო ნაგებობები არ არსებობს და საკმაოდ რთულია მხარეების კონტროლირებადი ტერიტორიების გამიჯვნა.

სავარაუდოდ, ოსური მხარე, ჟღენტებს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაადანაშაულებს. ავნეველი მამა-შვილის გარდა, ცხინვალის საპატიმროში ამავე ბრალდებით დაკავებული ორი ქართველი, კერძოდ, სოფელ დიცის მკვიდრი როსტომ სოსიაშვილი და სობისის მცხოვრები თემურ გიგაური რჩებიან.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?