სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩემი დედისერთა კი არა, შვიდი შვილი მომიკვდა ერთდროულად..."
"ჩემი დედისერთა კი არა, შვიდი შვილი მომიკვდა ერთდროულად..."

- მე­სა­მე სარ­თულ­ზე უნდა აბ­რძან­დეთ, იქ ცხოვ­რობ­და მი­ხე­ილ ნა­რინ­დოშ­ვი­ლი... - გაბ­ზა­რუ­ლი ხმით მი­თხრა სამ­ხედრო­ფორ­მი­ან­მა ბიჭ­მა... ღია კარ­ში შეს­ვლამ­დე ყელ­ში ბურ­თად გაჩ­რი­ლი ტკი­ვი­ლი სი­ტყვე­ბად უნდა ვაქ­ციო და შვილმკვდარ დე­დას ვე­სა­უბ­რო - რო­გო­რი იყო მისი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი, რა­ტომ აირ­ჩია ეს გზა...

აქ 26 წლის მი­ხე­ილ ნა­რინ­დოშ­ვი­ლი ცხოვ­რობ­და. ვინ იცის, რას ფიქ­რობ­და რამ­დე­ნი­მე თვის წინ, რო­დე­საც ამ კი­ბე­ებ­ზე ეშ­ვე­ბო­და და რუს­თა­ვი­დან მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტილ­ში მი­დი­ო­და....

- ცო­ცხალ-მკვდა­რი ვარ. ჩემი დე­დი­სერ­თა, გა­ჭირ­ვე­ბით გა­მოზ­რდი­ლი შვი­ლი აღარ მყავს, - მოთ­ქვამს დედა.

ქალ­ბა­ტონ ფიქ­რი­ას ხელ­ში მი­ხე­ილ ნა­რინ­დოშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­ცე­მუ­ლი სი­გე­ლი უჭი­რავს.

სამი შვი­ლი დარ­ჩა: უფ­რო­სი 8 წლის, შუ­ა­თა­ნა - 2-ის და ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა - 9 თვის.

- მიშო ყო­ველ­დღე რე­კავ­და, დედი, კარ­გად ვარ. ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს ვა­კე­თებ. არა­ფე­რი მი­ჭირს, თავს მი­ხე­დეო. სამ­ხედ­რო ფორ­მა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბო­და თა­ვის საქ­მეს. მარ­ტომ გავ­ზარ­დე და ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობ­დი, რომ კარ­გი შვი­ლი მყავ­და.

ეგო­ნა, კარ­გად იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ვე­რა­ფერს და­აკ­ლებ­და, მაგ­რამ ჩემი ტან­ჯვით გაზ­რდი­ლი ბიჭი ხე­ლი­დან გა­მო­მე­ცა­ლა. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, დედა, ძა­ლი­ან მომ­წონს სამ­ხედ­რო საქ­მე და ჯარ­ში ვა­პი­რებ დარ­ჩე­ნა­სო. მე­გო­ნა, თუ კარ­გად იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი და თავს გა­უფრ­თხილ­დე­ბო­და, ხი­ფათს აი­რი­დებ­და. ამ­ბობ­და, გერ­მა­ნი­ა­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა გა­ვი­ა­რე და ნუ­რაფ­რის შე­გე­შინ­დე­ბა­თო. და­ვუ­ჯე­რე და ვენ­დე ჩემი შვი­ლის სი­ტყვებს... ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო...

წას­ვლის წინ, თით­ქოს გულ­მა უგ­რძნოო, დიდ­ხანს ვყავ­დი გულ­ში ჩაკ­რუ­ლი, მერე მი­თხრა, შვი­ლებს გა­ბა­რებ და თუნ­დაც ამი­ტომ უნდა მი­ხე­დო თავ­სო... მის სი­ცო­ცხლეს­თან ერ­თად დას­რულ­და ჩემი სიძ­ლი­ე­რეც.

- იმ ბი­ჭებ­ზე რა იცით, ვინც მას­თან ერ­თად და­ი­ღუ­პა?

- მათი გვა­რე­ბი მი­შოს­გან არ გა­მი­გია, მაგ­რამ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მას შემ­დეგ, რაც ჩემ­მა შვილ­მა ფორ­მა ჩა­იც­ვა, ყვე­ლა ფორ­მი­ანს ჩემს შვი­ლად ვთვლი­დი. ამი­ტომ, მარ­ტო ჩემი დე­დი­სერ­თა კი არა, შვი­დი შვი­ლი მო­მიკ­ვდა...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ჩემი დედისერთა კი არა, შვიდი შვილი მომიკვდა ერთდროულად..."

"ჩემი დედისერთა კი არა, შვიდი შვილი მომიკვდა ერთდროულად..."

- მესამე სართულზე უნდა აბრძანდეთ, იქ ცხოვრობდა მიხეილ ნარინდოშვილი... - გაბზარული ხმით მითხრა სამხედროფორმიანმა ბიჭმა... ღია კარში შესვლამდე ყელში ბურთად გაჩრილი ტკივილი სიტყვებად უნდა ვაქციო და შვილმკვდარ დედას ვესაუბრო - როგორი იყო მისი ერთადერთი შვილი, რატომ აირჩია ეს გზა...

აქ 26 წლის მიხეილ ნარინდოშვილი ცხოვრობდა. ვინ იცის, რას ფიქრობდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ამ კიბეებზე ეშვებოდა და რუსთავიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მიდიოდა....

- ცოცხალ-მკვდარი ვარ. ჩემი დედისერთა, გაჭირვებით გამოზრდილი შვილი აღარ მყავს, - მოთქვამს დედა.

ქალბატონ ფიქრიას ხელში მიხეილ ნარინდოშვილის სახელზე თავდაცვის სამინისტროს გაცემული სიგელი უჭირავს.

სამი შვილი დარჩა: უფროსი 8 წლის, შუათანა - 2-ის და ყველაზე პატარა - 9 თვის.

- მიშო ყოველდღე რეკავდა, დედი, კარგად ვარ. ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. არაფერი მიჭირს, თავს მიხედეო. სამხედრო ფორმა ძალიან უყვარდა და უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს. მარტომ გავზარდე და ყოველთვის ვამაყობდი, რომ კარგი შვილი მყავდა.

ეგონა, კარგად იყო მომზადებული და მოწინააღმდეგე ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ ჩემი ტანჯვით გაზრდილი ბიჭი ხელიდან გამომეცალა. სულ მეუბნებოდა, დედა, ძალიან მომწონს სამხედრო საქმე და ჯარში ვაპირებ დარჩენასო. მეგონა, თუ კარგად იყო მომზადებული და თავს გაუფრთხილდებოდა, ხიფათს აირიდებდა. ამბობდა, გერმანიაში ძალიან მაღალი დონის სამხედრო მომზადება გავიარე და ნურაფრის შეგეშინდებათო. დავუჯერე და ვენდე ჩემი შვილის სიტყვებს... ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩამოსულიყო...

წასვლის წინ, თითქოს გულმა უგრძნოო, დიდხანს ვყავდი გულში ჩაკრული, მერე მითხრა, შვილებს გაბარებ და თუნდაც ამიტომ უნდა მიხედო თავსო... მის სიცოცხლესთან ერთად დასრულდა ჩემი სიძლიერეც.

- იმ ბიჭებზე რა იცით, ვინც მასთან ერთად დაიღუპა?

- მათი გვარები მიშოსგან არ გამიგია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მას შემდეგ, რაც ჩემმა შვილმა ფორმა ჩაიცვა, ყველა ფორმიანს ჩემს შვილად ვთვლიდი. ამიტომ, მარტო ჩემი დედისერთა კი არა, შვიდი შვილი მომიკვდა...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე