ჯულია რობერტსმა თავი ოჯახს მიუძღვნა

ჯულია რობერტსმა თავი ოჯახს მიუძღვნა

ჯულია რობერტსი გლამურულ წვეულებებს იშვიათად სტუმრობს, რის გამოც ფოტორეპორტიორებს მისი ახალი ფოტოების მოპოვება უჭირთ, მაგრამ ხანდახან ჟურნალისტები ვარსკვლავის გადაღებას მაინც ახერხებენ, როდესაც იგი საოჯახო საქმეებითაა დაკავებული.

რობერტსი პაპარაცებმა მაშინ შენიშნეს, როდესაც უფროსი შვილები ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი სკოლიდან გამოჰყავდა. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, 45 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი შესანიშნავად გამოიყურება.

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი 2002 წელს კინოოპერატორ დენიელ მოდერს გაჰყვა ცოლად. 2004 წლის ნოემბერში წყვილს ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა. 2007 წლის ივნისში კი ჯულიას ვაჟი გაუჩნდა, რომელსაც ჰენრი დანიელ მოდერი დაარქვეს. რობერტსი კინოკომპანია Om Red Films-ს ფლობს, გარდა ამისა, იგი ქველმოქმედებითაა დაკავებული. 2005 წელს მსახიობის ქონება ჟურნალმა Forbes-მა 250 მლნ დოლარად შეაფასა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო