ძალოვნები ქუთაისელებს ქუჩაში ჩხრეკენ - "შენ ბიჭო რა­ღაც ქურ­დულ ტალ­ღა­ზე ხარო"

ძალოვნები ქუთაისელებს ქუჩაში ჩხრეკენ - "შენ ბიჭო რა­ღაც ქურ­დულ ტალ­ღა­ზე ხარო"

სა­ღა­მოს სა­ა­თებში, ქუ­თა­ის­ში ქვე­ი­თად და ავ­ტო­მობილით მო­სი­ა­რუ­ლეები გა­და­ად­გი­ლებას ერი­დებიან. ამის მი­ზე­ზი კი სამოქალა­ქო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებისა და უშიშ­როების თა­ნამ­შრომ­ლების მხრი­დან მო­ქა­ლა­ქე­თა ჩხრე­კის ფაქტებია.

"სამ­სახური­დან დაბრუ­ნებული ჩე­მი მე­გობარი მი­სი საცხოვ­რებელი სახლის წინ იდ­გა. ამ დროს ჩა­მო­ი­ა­რა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირ­მა, რო­მელ­მაც უთხრა, "შენ ბიჭო რა­ღაც ქურ­დულ ტალ­ღა­ზე ხარო". ჩე­მი მე­გობარი ნას­ვამ მდგო­მა­რეობაში იმყოფებოდა და უპა­სუხა, "რა ქურ­დულ ტალ­ღა­ზე ვარ, დის­ტრიბუტო­რი კა­ცი ვარ, მუ­შაობით და­ვი­ღა­ლე, ქურ­დები რო­დის იყო მუ­შაობდნენ, თა­ვი და­მა­ნებეო". ამის შემდგ ეს ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და. ცო­ტა ხნის შემ­დეგ ისევ ჩა­მო­ი­ა­რა და ჩემს მე­გობარს დე­და შე­ა­გი­ნა - "ვინც ქურ­დულ ტალ­ღა­ზე არის, იმის დე­დაო". ამა­ზე ჩემ­მა მე­გობარ­მა ვერ მო­ით­მი­ნა და ხელი დაარტყა" - ეს ინფორმაცია newpress.ge -ს ქუთაისის ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა