სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ყოველთვის ვოცნებობდი მწერლებს შორის დაპირისპირებაზე"
"ყოველთვის ვოცნებობდი მწერლებს შორის დაპირისპირებაზე"

მწე­რალ­თა სახ­ლში მიმ­დი­ნა­რე შიდა და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად მას­შტა­ბურ სა­ხეს იღებს და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. შიდა და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი სხვა­დას­ხვაა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი...

მწე­რალ­თა კავ­შირ­ში დღეს ისევ და­პი­რის­პი­რე­ბაა. სა­გან­გე­ბო ყრი­ლო­ბა­ზე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კავ­ში­რი და­არ­სდა. რო­გორც მწე­რა­ლი და პუბ­ლი­ცის­ტი თა­მაზ წივ­წი­ვა­ძე აცხა­დებს, ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით იგი ყო­ფილ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­აბ­რუ­ნეს, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, ვინ ხელ­მძღვა­ნე­ლობს მწე­რალ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბას. წეს­დე­ბის თა­ნახ­მად, მაყ­ვა­ლა გო­ნაშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კი­დევ ერთი წლით რჩე­ბა...

მაყ­ვა­ლა გო­ნაშ­ვი­ლი თა­მაზ წივ­წი­ვა­ძის ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნას ლე­გი­ტი­მუ­რად არ მი­იჩ­ნევს და რო­გორც ამ­ბობს, ეს იგი­ვეა, მან რომ ინ­გლი­სის დე­დოფ­ლო­ბა და­იბ­რა­ლოს. "სა­ზო­გა­დო­ე­ბას მწე­რალ­თა ცირკს კი­დევ ერთხელ ნუ და­ვა­ნახ­ვებთ", - აცხა­დებს მაყ­ვა­ლა გო­ნაშ­ვი­ლი.

"ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა არ არის მათი, ვინც დღეს კავ­ში­რის სა­თა­ვე­შია, არც იმა­თი, ვინც მათ გვერ­დით არ არის. ჩვენ ახა­ლი გო­ნაშ­ვი­ლე­ბი და ოთა­რაშ­ვი­ლე­ბი კი არა, აზრი და გო­ნე­ბა გვჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ წივ­წი­ვა­ძემ მწე­რალ­თა შეკ­რე­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია "მწე­რალ­თა აკა­დე­მი­ის" შექ­მნა.

ამ და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე მაყ­ვა­ლა გო­ნაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ...

- დიახ, მწე­რალ­თა კავ­შირ­ში და­პი­რის­პი­რე­ბაა. ერთი ჯგუ­ფი ქმნის მწე­რალ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, რაც ძა­ლი­ან სწორ პრო­ცე­სად მი­მაჩ­ნია, რად­გან ამ დროს იქ­მნე­ბა ჯან­სა­ღი აზრი. ყო­ველ­თვის ვოც­ნე­ბობ­დი მწერ­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე. ერ­თნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი მრწამ­სის ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ერთ ჯგუფ­ში გა­ერ­თი­ან­დნენ და ამა­ში ტრა­გი­კუ­ლი არა­ფე­რია, პი­რი­ქით, თა­ვის დრო­ზე, როცა 90-იან წლებ­ში არ­სე­ბობ­და დიდი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე ისე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­გო­რიც "მწე­რალ­თა კავ­ში­რი" იყო, შევ­ქმე­ნით პირ­ვე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ასე რომ, ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია და რა­ღაც ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა.

- აზერ­ბა­ი­ჯან­მა არა­სა­სურ­ველ პერ­სო­ნად გა­მო­გა­ცხა­დათ, რა­ტომ?

- რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯან­თან, ასე­ვე სომ­ხეთ­თან დიდი მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებ­და და დღე­საც ასეა. შარ­შან ახალ­გაზ­რდა მწერ­ლე­ბის­თვის "კავ­კა­სი­ის ფეს­ტი­ვა­ლი" ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­ტარ­და, სა­დაც რო­გორც სო­მე­ხი, ისე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მწერ­ლე­ბი იყ­ვნენ მოწ­ვე­ულ­ნი. შემ­დეგ სტუმ­რად მი­მიწ­ვი­ეს სომ­ხეთ­ში ახალ­გაზ­რდულ ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მე­ლიც ყა­რა­ბახ­ში ტარ­დე­ბო­და... ვი­ცო­დი, ეს სა­კი­თხი რამ­დე­ნად მტკივ­ნე­უ­ლი იყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის­თვის და იქა­ურ მწე­რალ­თა კავ­შირს წე­რი­ლი გა­ვუგ­ზავ­ნე. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი ყა­რა­ბაღ­ში და­ნა­ხუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გამო, მაგ­რამ იქი­დან წა­მო­სულს ტკი­ვი­ლი დამ­რჩა - ის, რაც ერ­თის­თვის ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბაა, ვა­ი­თუ, მე­ო­რის­თვის მი­ტო­ვე­ბუ­ლი საფ­ლა­ვე­ბია. უც­ნა­ურ, ეთ­ნო­კონ­ფლიქ­ტე­ბის ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ და გულ­სატ­კე­ნია, რომ მწერ­ლე­ბი შუ­ამ­დგომ­ლი­სა და გა­დამ­რჩე­ნის როლს ვერ ვას­რუ­ლებთ. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს ერ­თა­დერ­თი ის შევ­ძე­ლი, ჩემს რუს მე­გო­ბარ­თან ლექ­სი გა­მეგ­ზავ­ნა, სა­დაც ვწერ­დი, ჩვენ შო­რის თით­ქოს ყვე­ლა გზა და­იწ­ვა, მაგ­რამ იმედს ვი­ტო­ვებ, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა-მეთ­ქი. ეს ტკი­ვი­ლი­ა­ნი წე­რი­ლი ყველ­გან გა­მოქ­ვეყ­ნდა... ამას მოჰ­ყვა უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია ქარ­თვე­ლებ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობ­და ავთო ჩხა­ი­ძე, რო­მელ­საც ვი­თომ ჩემ­ზე მე­ტად შეს­ტკი­ვა გული ამ ორი ქვეყ­ნის ბედ­ზე და სარ­კას­ტულ გა­მო­ნათ­ქვა­მებს არ იშუ­რებ­და. არა უშავს. ქარ­თვე­ლებს ხომ ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ყვე­ლაფ­რის გაზ­ვი­ა­დე­ბა. არა­და, ჩემ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა კო­ლე­გამ, ბა­ტონ­მა ანარ­მა მი­თხრა, ნე­ტავ ყვე­ლა მტე­რი შენ­ნა­ი­რი ერ­თგუ­ლი ჰყავ­დეს ჩემს ქვე­ყა­ნა­სო...

- ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მათ შო­რის მწერ­ლე­ბი, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში რე­ვაზ მიშ­ვე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ნიკა რუ­რუ­ას დრო მო­ა­ნატ­რა გუ­რამ ოდი­შა­რი­ამ... თქვე­ნი გან­წყო­ბა რო­გო­რია კულ­ტუ­რის ახა­ლი მი­ნის­ტრის მი­მართ?

- ბა­ტონ გუ­რამ ოდი­შა­რი­ას რამ­დე­ნი­მე პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით ვე­სა­უბ­რე, ერთ-ერთი იყო სომ­ხე­თის მწე­რალ­თა კავ­შირ­თან ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და. ასე­ვე სა­უ­ბა­რი გვქონ­და რეზო ჩხე­ი­ძის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ალ­ბომ­ზე და დახ­მა­რე­ბას შემ­პირ­და. მი­მაჩ­ნია, რომ ის ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, დახ­ვე­წი­ლი ადა­მი­ა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი კო­ლე­გე­ბის გუ­ლის­წყრო­მას, უბ­რა­ლოდ, ჯერ კი­დევ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა და ბა­ტონ გუ­რამს არ მი­ე­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მის­ნა­ი­რი გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თია. გული მტკი­ვა, რომ მის მი­მართ ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი ის­მის და იმე­დი მაქვს, ის მალე შეხ­ვდე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის მოღ­ვა­წე­ებს, რათა იმ პრობ­ლე­მებ­ზე ისა­უბ­რონ, რაც ბოლო დროს ამ სფე­რო­ში დაგ­როვ­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ყოველთვის ვოცნებობდი მწერლებს შორის დაპირისპირებაზე"

"ყოველთვის ვოცნებობდი მწერლებს შორის დაპირისპირებაზე"

მწერალთა სახლში მიმდინარე შიდა დაპირისპირებები პერიოდულად მასშტაბურ სახეს იღებს და ფართო საზოგადოებისთვისაც ხდება ცნობილი. შიდა დაპირისპირების მიზეზი სხვადასხვაა, ხშირ შემთხვევაში, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები...

მწერალთა კავშირში დღეს ისევ დაპირისპირებაა. საგანგებო ყრილობაზე ალტერნატიული კავშირი დაარსდა. როგორც მწერალი და პუბლიცისტი თამაზ წივწივაძე აცხადებს, ხმათა უმრავლესობით იგი ყოფილ თანამდებობაზე დააბრუნეს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ვინ ხელმძღვანელობს მწერალთა გაერთიანებას. წესდების თანახმად, მაყვალა გონაშვილი თანამდებობაზე კიდევ ერთი წლით რჩება...

მაყვალა გონაშვილი თამაზ წივწივაძის ახალ თანამდებობაზე ყოფნას ლეგიტიმურად არ მიიჩნევს და როგორც ამბობს, ეს იგივეა, მან რომ ინგლისის დედოფლობა დაიბრალოს. "საზოგადოებას მწერალთა ცირკს კიდევ ერთხელ ნუ დავანახვებთ", - აცხადებს მაყვალა გონაშვილი.

"ქართული მწერლობა არ არის მათი, ვინც დღეს კავშირის სათავეშია, არც იმათი, ვინც მათ გვერდით არ არის. ჩვენ ახალი გონაშვილები და ოთარაშვილები კი არა, აზრი და გონება გვჭირდება", - განაცხადა თამაზ წივწივაძემ მწერალთა შეკრებაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია "მწერალთა აკადემიის" შექმნა.

ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე მაყვალა გონაშვილს ვესაუბრეთ...

- დიახ, მწერალთა კავშირში დაპირისპირებაა. ერთი ჯგუფი ქმნის მწერალთა გაერთიანებას, რაც ძალიან სწორ პროცესად მიმაჩნია, რადგან ამ დროს იქმნება ჯანსაღი აზრი. ყოველთვის ვოცნებობდი მწერლებს შორის დაპირისპირებაზე. ერთნაირი გემოვნებისა და პოლიტიკური მრწამსის ადამიანები შეიძლება ერთ ჯგუფში გაერთიანდნენ და ამაში ტრაგიკული არაფერია, პირიქით, თავის დროზე, როცა 90-იან წლებში არსებობდა დიდი ტრადიციების მქონე ისეთი ორგანიზაცია, როგორიც "მწერალთა კავშირი" იყო, შევქმენით პირველი არასამთავრობო გაერთიანება. ასე რომ, ეს ორგანიზაცია ცოცხალი ორგანიზმია და რაღაც ცვლილებები იქნება.

- აზერბაიჯანმა არასასურველ პერსონად გამოგაცხადათ, რატომ?

- როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან დიდი მეგობრობა მაკავშირებდა და დღესაც ასეა. შარშან ახალგაზრდა მწერლებისთვის "კავკასიის ფესტივალი" ჩემი ინიციატივით ჩატარდა, სადაც როგორც სომეხი, ისე აზერბაიჯანელი მწერლები იყვნენ მოწვეულნი. შემდეგ სტუმრად მიმიწვიეს სომხეთში ახალგაზრდულ ფესტივალზე, რომელიც ყარაბახში ტარდებოდა... ვიცოდი, ეს საკითხი რამდენად მტკივნეული იყო აზერბაიჯანელებისთვის და იქაურ მწერალთა კავშირს წერილი გავუგზავნე. ბედნიერი ვიყავი ყარაბაღში დანახული სიყვარულის გამო, მაგრამ იქიდან წამოსულს ტკივილი დამრჩა - ის, რაც ერთისთვის ახალი სახელმწიფოს აშენებაა, ვაითუ, მეორისთვის მიტოვებული საფლავებია. უცნაურ, ეთნოკონფლიქტების ეპოქაში ვცხოვრობთ და გულსატკენია, რომ მწერლები შუამდგომლისა და გადამრჩენის როლს ვერ ვასრულებთ. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ერთადერთი ის შევძელი, ჩემს რუს მეგობართან ლექსი გამეგზავნა, სადაც ვწერდი, ჩვენ შორის თითქოს ყველა გზა დაიწვა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, ყველაფერი შეიცვლება-მეთქი. ეს ტკივილიანი წერილი ყველგან გამოქვეყნდა... ამას მოჰყვა უარყოფითი რეაქცია ქართველებში. განსაკუთრებით აქტიურობდა ავთო ჩხაიძე, რომელსაც ვითომ ჩემზე მეტად შესტკივა გული ამ ორი ქვეყნის ბედზე და სარკასტულ გამონათქვამებს არ იშურებდა. არა უშავს. ქართველებს ხომ ძალიან გვიყვარს ყველაფრის გაზვიადება. არადა, ჩემმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, ბატონმა ანარმა მითხრა, ნეტავ ყველა მტერი შენნაირი ერთგული ჰყავდეს ჩემს ქვეყანასო...

- ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მათ შორის მწერლები, კულტურის მინისტრის მიმართ მადლიერებით არ გამოირჩევიან. ჩვენთან საუბარში რევაზ მიშველაძემ აღნიშნა, რომ ნიკა რურუას დრო მოანატრა გურამ ოდიშარიამ... თქვენი განწყობა როგორია კულტურის ახალი მინისტრის მიმართ?

- ბატონ გურამ ოდიშარიას რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით ვესაუბრე, ერთ-ერთი იყო სომხეთის მწერალთა კავშირთან ერთობლივი პროექტის გაკეთება, რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. ასევე საუბარი გვქონდა რეზო ჩხეიძის ძალიან საინტერესო ალბომზე და დახმარებას შემპირდა. მიმაჩნია, რომ ის ძალიან განათლებული, დახვეწილი ადამიანია. რაც შეეხება ჩემი კოლეგების გულისწყრომას, უბრალოდ, ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაა და ბატონ გურამს არ მიეცა საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება. ქართულ პოლიტიკაში მისნაირი გაწონასწორებული და თბილი ადამიანი იშვიათია. გული მტკივა, რომ მის მიმართ ასეთი შეფასებები ისმის და იმედი მაქვს, ის მალე შეხვდება ხელოვნების მოღვაწეებს, რათა იმ პრობლემებზე ისაუბრონ, რაც ბოლო დროს ამ სფეროში დაგროვდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს