მიშელ უილიამსს ახალი შეყვარებული ჰყავს

მიშელ უილიამსს ახალი შეყვარებული ჰყავს

მსახიობ მიშელ უილიამსს ახალი შეყვარებული ჰყავს. მსახიობი მხატვარ ჯასტინ იელინს ხვდება.

ფოტორეპორტიორებმა იგი 37 წლის ხელოვანთან ერთად არაერთხელ შენიშნეს. მხატვარმა მაისში მსახიობი წვეულება Met Gala-დან "მეტროპოლიტენის" მუზეუმში წაიყვანა, ამ დღეებში კი იგი მსახიობთან და მის ქალიშვილ მატილდასთან ერთად გოგონას მეგობრის საბავშვო წვეულებას დაესწრო.

მიშელ უილიამსი ახლახან მსახიობ ჯეისონ სიგელს დაშორდა. მსახიობს ქალიშვილი მსახიობ ჰიტ ლეჯერისგან ჰყავს. ლეჯერი მან სურათ "კუზიანი მთის" გადაღებებზე გაიცნო. მათ რომანი გააბეს და მიშელმა ჰიტს 2005 წელს ქალიშვილი მატილდაც გაუჩინა. 2007 წელს წყვილი დაშორდა, რის გამოც ლეჯერი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა. 2008 წელს მსახიობი მედიკამენტების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა.

მომზადებულია People-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება