გავრცელებული ინფორმაციით ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ "ფეისბუქზე" წერილი გაავრცელა, რომელშიც ნატოს სახელით საქართველოს დანაკარგის გამო მოუსამძიმრა.
"ღრმა მწუხარებას ვუცხადებ ქართველ ხალხს იმ დანაკარგისთვის, რომელიც დღეს განიცადეს. საშინელებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ეს ხდება ამასწინანდელი მსხვერპლიდან ცოტა ხანში. სრულ სოლიდარობას გიცხადებთ ნატო-სგან", - დაწერა აპატურაიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში ქართულ ბაზაზე თალიბების მორიგ თავდასხმას მსხვერპლი მოყვა. არსებული ინფორმაციით დაიღუპა 5 ქართველი ჯარისკაცი, ხოლო 2 დაკარგულად ითვლება.
თავდაცვის სამინისტროში სპეციალური ბრიფინგია დაგეგმილი. სავარაუდოდ ბრიფინგი სწორედ ავღანეთში მომხვდარ შემთხვევას შეეხება.