პიპა მიდლტონი ჟურნალის რედაქტორი ხდება

პიპა მიდლტონი ჟურნალის რედაქტორი ხდება

სანამ კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი დედობისთვის ემზადება, მისი და, პიპა კარიერას იწყებს.

ცოტა ხნის წინ პიპა ჟურნალ Vanity Fair-ის ამერიკული ვერსიის მწერალი რედაქტორი გახდა. მიდლტონის შემოქმედებას მკითხველი ჟურნალის ივლისის ნომერში იხილავს. პირველი სტატია პიპამ უიმბლდონის ტურნირს მიუძღვნა.

"მოხარულები ვართ, რომ პიპა ჩვენი ჟურნალისთვის დაწერს. ის ყოველთვის ადევნებს თვალს ჩოგბურთს და თავადაც დაკავებულია სპორტით", - განაცხადა ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა გრეიდონ კარტერმა.

შეგახსენებთ, რომ პიპა ასევე წერს ჟურნალ Waitrose Kitchen magazine-თვის, სადაც მკითხველს კულინარულ რეცეპტებს და დღესასწაულების ორგანიზების ხერხებს უზიარებს.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს