სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქუთაისის მერი: "ჩემი მეუღლე წარმოშობით ფრანგია, ხოლო შვილები ამერიკული ინგლისურით მესაუბრებიან"
ქუთაისის მერი: "ჩემი მეუღლე წარმოშობით ფრანგია, ხოლო შვილები ამერიკული ინგლისურით მესაუბრებიან"

ქუ­თა­ისს ახა­ლი მერი ჰყავს - დი­მიტ­რი კო­პა­ლი­ა­ნი ქუ­თა­ი­სის რი­გით მე­ა­თე მე­რია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მისი პი­როვ­ნე­ბის მი­მართ დიდი ინ­ტე­რე­სია და მრა­ვა­ლი ჭორ-მარ­თა­ლიც გავ­რცელ­და. ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი კო­პა­ლი­ა­ნი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლაქ­ში მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­სა­კა­ვებ­ლად დაბ­რუნ­და. ქუ­თა­ი­სის მერ­თან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს "პოსტსკრიპ­ტუ­მი" გთა­ვა­ზობთ.

- ბა­ტო­ნო დი­მიტ­რი, თქვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი ქა­ლა­ქის მე­რად და­ი­ნიშ­ნეთ. რო­გორ აპი­რებთ ამ კრი­ზი­სი­დან ქა­ლა­ქის გა­მოყ­ვა­ნას?

- მე შე­ვეც­დე­ბი ყვე­ლა­ფერს, ვის­თა­ნაც კი ხელი მი­მიწ­ვდე­ბა, რომ ქა­ლაქს და­ვეხ­მა­როთ. ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს არის მე­ო­რე ქა­ლა­ქი, ყვე­ლა­ფე­რი თბი­ლის­ში ხომ არ უნდა წა­ვი­დეს, და­ბა­ლან­სე­ბა უნდა მოხ­დეს. ჯერ დო­ნო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით და შემ­დეგ, მო­სახ­ლე­ო­ბა უნდა ჩავ­რთოთ ად­გი­ლობ­რივ სა­მუ­შა­ო­ებ­ში. ტენ­დერებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვებს უნდა მი­ე­ნი­ჭოთ უპი­რა­ტე­სო­ბა. მინ­და, რომ მო­ვიყ­ვა­ნო უცხო­ე­ლე­ბი და ვა­ნა­ხო, თუ რა არის ქუ­თა­ი­სი. ქუ­თა­ის­მა უნდა იტ­ვირ­თოს მე­ო­რე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი, კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის მი­სია. უნდა მოხ­დეს გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მელ­შიც შე­ფა­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი, მათი გა­დაჭ­რის გზე­ბი და მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

- რამ­დე­ნად პრინ­ცი­პუ­ლი ხართ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში და შეძ­ლებთ თუ არა პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლი­სა­გან თა­ვის დაც­ვას?

- უპ­რინ­ცი­პოდ ასეთ წარ­მა­ტე­ბებს ვერ მი­ვაღ­წევ­დი ცხოვ­რე­ბა­ში, ჩემს პრინ­ცი­პუ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს ის ნა­ბი­ჯი, მე რომ ქუ­თა­ის­ში ვარ. ეს პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. მე ერთ წე­ლი­წად­ში მა­ინც გა­დავ­დგამ­დი ამ ნა­ბიჯს, იმი­ტომ რომ შვი­ლე­ბი მეზ­რდე­ბი­ან და ენა არ იცი­ან. ქარ­თვე­ლი ვარ და შვი­ლე­ბი, რომ ამე­რი­კუ­ლი ინ­გლი­სუ­რით მე­სა­უბ­რე­ბი­ან, ცოტა მძი­მეა. ჩვენ ხში­რად ჩა­მოვ­დი­ვართ, მაგ­რამ სხვა არის, როცა აქ ცხოვ­რობ, გა­რე­მოს აქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა.

- თქვე­ნი მე­უღ­ლე რო­გორ შეხ­ვდა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- ძა­ლი­ან კარ­გად, ჩემი მე­უღ­ლე წარ­მო­შო­ბით ფრან­გია, გაზ­რდი­ლი არის ამე­რი­კა­ში და შემ­თხვე­ვით შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს. ისიც დოქ­ტო­რია ინ­ფორ­მა­ცი­ულ სის­ტე­მებ­ში, თავ­დაც­ვის სა­კი­თხებ­ზე და კი­ბერ­შე­ტე­ვებ­ზე მუ­შა­ობს. იქ სხვა ცხოვ­რე­ბაა, თით­ქმის მო­წყვე­ტი­ლი ხარ ყვე­ლა­ფერს და ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"P.S." (პოსტსკრიპ­ტუ­მი - ქუ­თა­ი­სი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქუთაისის მერი: "ჩემი მეუღლე წარმოშობით ფრანგია, ხოლო შვილები ამერიკული ინგლისურით მესაუბრებიან"

ქუთაისის მერი: "ჩემი მეუღლე წარმოშობით ფრანგია, ხოლო შვილები ამერიკული ინგლისურით მესაუბრებიან"

ქუთაისს ახალი მერი ჰყავს - დიმიტრი კოპალიანი ქუთაისის რიგით მეათე მერია. საზოგადოების მხრიდან მისი პიროვნების მიმართ დიდი ინტერესია და მრავალი ჭორ-მართალიც გავრცელდა. ამერიკაში მცხოვრები კოპალიანი მშობლიური ქალაქში მერის თანამდებობის დასაკავებლად დაბრუნდა. ქუთაისის მერთან ექსკლუზიურ ინტერვიუს "პოსტსკრიპტუმი" გთავაზობთ.

- ბატონო დიმიტრი, თქვენ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქალაქის მერად დაინიშნეთ. როგორ აპირებთ ამ კრიზისიდან ქალაქის გამოყვანას?

- მე შევეცდები ყველაფერს, ვისთანაც კი ხელი მიმიწვდება, რომ ქალაქს დავეხმაროთ. ბოლოს და ბოლოს, ეს არის მეორე ქალაქი, ყველაფერი თბილისში ხომ არ უნდა წავიდეს, დაბალანსება უნდა მოხდეს. ჯერ დონორების დახმარებით და შემდეგ, მოსახლეობა უნდა ჩავრთოთ ადგილობრივ სამუშაოებში. ტენდერებში ადგილობრივებს უნდა მიენიჭოთ უპირატესობა. მინდა, რომ მოვიყვანო უცხოელები და ვანახო, თუ რა არის ქუთაისი. ქუთაისმა უნდა იტვირთოს მეორე ადმინისტრაციული, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრის მისია. უნდა მოხდეს განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც შეფასებული იქნება პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და მექანიზმები.

- რამდენად პრინციპული ხართ გადაწყვეტილებების მიღებაში და შეძლებთ თუ არა პოლიტიკური ზეწოლისაგან თავის დაცვას?

- უპრინციპოდ ასეთ წარმატებებს ვერ მივაღწევდი ცხოვრებაში, ჩემს პრინციპულობაზე მიუთითებს ის ნაბიჯი, მე რომ ქუთაისში ვარ. ეს პრინციპული გადაწყვეტილება იყო. მე ერთ წელიწადში მაინც გადავდგამდი ამ ნაბიჯს, იმიტომ რომ შვილები მეზრდებიან და ენა არ იციან. ქართველი ვარ და შვილები, რომ ამერიკული ინგლისურით მესაუბრებიან, ცოტა მძიმეა. ჩვენ ხშირად ჩამოვდივართ, მაგრამ სხვა არის, როცა აქ ცხოვრობ, გარემოს აქვს დიდი მნიშვნელობა.

- თქვენი მეუღლე როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას?

- ძალიან კარგად, ჩემი მეუღლე წარმოშობით ფრანგია, გაზრდილი არის ამერიკაში და შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. ისიც დოქტორია ინფორმაციულ სისტემებში, თავდაცვის საკითხებზე და კიბერშეტევებზე მუშაობს. იქ სხვა ცხოვრებაა, თითქმის მოწყვეტილი ხარ ყველაფერს და ჩვენ ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა