სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რამაზო რომა მარკუს მეტრეველზე - "ადამიანი ბუნებრივი უნდა იყო და არა გაკეთებული, დაყენებული"
რამაზო რომა მარკუს მეტრეველზე - "ადამიანი ბუნებრივი უნდა იყო და არა გაკეთებული, დაყენებული"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში დი­ზა­ი­ნერ რა­მა­ზო რო­მას ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში მუ­შა­ობს, სა­ზა­ფხუ­ლო კო­ლექ­ცი­ას სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმნი­და. ჰა­ე­რო­ვა­ნი, სა­ზღვაო კო­ლექ­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით "პე­პე­ლა", "ელიტ მო­დელ ლუ­ქის" მო­დე­ლებ­თან ერ­თად კრის­ტი ყიფ­ში­ძემ და თურ­ქეთ­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბილ­მა მო­დელ­მა ნინა კო­ტერ­ნი­კო­ვამ წარ­მო­ად­გი­ნეს. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ ჩვე­ნე­ბის­თვის ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში "მის სამ­ყა­რო" ოქ­სა­ნა კლა­ჩკო­ვა.

დი­ზა­ი­ნე­რი უკვე სტამ­ბოლ­შია და ამ კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბას ხუთ ქვე­ყა­ნა­ში გეგ­მავს. ამი­ტომ რა­მა­ზოს "სკა­ი­პით" და­ვუ­კავ­შირ­დი და ჩვე­ნე­ბის დე­ტა­ლებ­ზე, თურ­ქულ ცხოვ­რე­ბა­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ვე­სა­უბ­რე.

- წე­ლი­წად­ზე მე­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვყო­ფილ­ვარ და ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა ჩემი მე­გობ­რე­ბი, ჩემი ქვე­ყა­ნა და რად­გან მქონ­და ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის იდეა, მინ­დო­და, ეს კო­ლექ­ცია ჯერ ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ქსო­ვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნე­ბა­ზე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მე მე­კუთ­ვნის, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ კო­ლექ­ცი­ის­თვის შე­იქ­მნა სტამ­ბოლ­ში. მსოფ­ლი­ო­ში მისი ანა­ლო­გი არ არ­სე­ბობს. ამ ჩვე­ნე­ბის­თვის სამი თვე ვმუ­შა­ობ­დი.

- თბი­ლის­ში არ გა­ი­ყი­და შენი არც ერთი კაბა, რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ კო­ლექ­ცია სტამ­ბოლ­შიც უნდა წარ­ვად­გი­ნო, ასე­ვე ბა­ქო­შიც, ეს­პა­ნეთ­შიც. თბი­ლის­ში ჩვე­ნე­ბა­ზე შო­თი­კო ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას აჩ­ვე­ნა ვი­დე­ო­არ­ტი, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რი კრის­ტი ყიფ­ში­ძე გახ­ლდათ. ჯიჯი რე­ჯი­ნიმ სა­ი­მი­ჯო ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღო. მთლი­ა­ნო­ბა­ში ლა­მა­ზი სა­ღა­მო გა­მო­ვი­და. წვი­მა­მაც კი დაგ­ვინ­დო და მალე გა­და­ი­ღო. გული მტკი­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­დე­ლებს, დი­ზა­ი­ნე­რებს არ ეძ­ლე­ვათ თა­ვის უკეთ წარ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ერთ-ერთ მო­დელს თურ­ქეთ­ში ცნო­ბილ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შევ­თა­ვა­ზე. დი­ზა­ი­ნე­რი ირაკ­ლი რუ­სა­ძე შევ­თა­ვა­ზე ერთ ცნო­ბილ ფირ­მას. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც შედ­გე­ბა. ძა­ლი­ან მინ­და, ჩემს მე­გობ­რებს და­ვეხ­მა­რო.

- თურ­ქულ ცხოვ­რე­ბა­ზეც გვი­ამ­ბე ცოტა.

- დიდი ხა­ნია აქ ვარ, ყვე­ლა­ნა­ი­რი კომ­ფორ­ტი მაქვს შექ­მნი­ლი, მაგ­რამ სა­დაც უნდა ვიყო, ყვე­ლა­ზე კარ­გად თავს მა­ინც თბი­ლის­ში ვგრძნობ. ჩემი მე­გობ­რე­ბი და ქარ­თუ­ლი საჭ­მე­ლი მე­ნატ­რე­ბა. მეც ვამ­ზა­დებ ქარ­თულ კერ­ძებს, მაგ­რამ ახლა გავ­სუქ­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში სამი კილო მო­ვი­მა­ტე, ხინ­კლი­სა და ქა­ბა­ბის წყა­ლო­ბით, ამი­ტომ დი­ე­ტა­ზე ვარ.

- რო­გორ იბ­რუ­ნებ სა­სურ­ველ წო­ნას?

- ვშიმ­ში­ლობ, არა­ფერს ვჭამ, სა­ნამ არ წა­ვიქ­ცე­ვი (იცი­ნის). ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა იცი­ან, როცა დი­ე­ტა­ზე ვარ, ჩემ­თან არ უნდა მო­ვიდ­ნენ, რომ მათ­მა გა­მას­პინ­ძლე­ბამ და შემ­დეგ დი­ე­ტის დარ­ღვე­ვამ არ მო­მი­წი­ოს. ახლა ჩემი მა­ცი­ვა­რი ცა­რი­ე­ლია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რამაზო რომა მარკუს მეტრეველზე - "ადამიანი ბუნებრივი უნდა იყო და არა გაკეთებული, დაყენებული"

რამაზო რომა მარკუს მეტრეველზე - "ადამიანი ბუნებრივი უნდა იყო და არა გაკეთებული, დაყენებული"

რამდენიმე დღის წინ თბილისში დიზაინერ რამაზო რომას ჩვენება გაიმართა. ქართველი დიზაინერი, რომელიც თურქეთში მუშაობს, საზაფხულო კოლექციას სამი თვის განმავლობაში ქმნიდა. ჰაეროვანი, საზღვაო კოლექცია, სახელწოდებით "პეპელა", "ელიტ მოდელ ლუქის" მოდელებთან ერთად კრისტი ყიფშიძემ და თურქეთში მოღვაწე ცნობილმა მოდელმა ნინა კოტერნიკოვამ წარმოადგინეს. სპეციალურად ამ ჩვენებისთვის ჩამოვიდა საქართველოში "მის სამყარო" ოქსანა კლაჩკოვა.

დიზაინერი უკვე სტამბოლშია და ამ კოლექციის ჩვენებას ხუთ ქვეყანაში გეგმავს. ამიტომ რამაზოს "სკაიპით" დავუკავშირდი და ჩვენების დეტალებზე, თურქულ ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრე.

- წელიწადზე მეტია საქართველოში არ ვყოფილვარ და ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრები, ჩემი ქვეყანა და რადგან მქონდა ახალი კოლექციის იდეა, მინდოდა, ეს კოლექცია ჯერ ქართველი მაყურებლისთვის მეჩვენებინა. ქსოვილები, რომლებიც ჩვენებაზე იყო წარმოდგენილი, მე მეკუთვნის, სპეციალურად ამ კოლექციისთვის შეიქმნა სტამბოლში. მსოფლიოში მისი ანალოგი არ არსებობს. ამ ჩვენებისთვის სამი თვე ვმუშაობდი.

- თბილისში არ გაიყიდა შენი არც ერთი კაბა, რატომ?

- იმიტომ, რომ კოლექცია სტამბოლშიც უნდა წარვადგინო, ასევე ბაქოშიც, ესპანეთშიც. თბილისში ჩვენებაზე შოთიკო ბოჭორიშვილმა დამსწრე საზოგადოებას აჩვენა ვიდეოარტი, რომლის მთავარი გმირი კრისტი ყიფშიძე გახლდათ. ჯიჯი რეჯინიმ საიმიჯო ფოტოები გადაიღო. მთლიანობაში ლამაზი საღამო გამოვიდა. წვიმამაც კი დაგვინდო და მალე გადაიღო. გული მტკივა, რომ საქართველოში მოდელებს, დიზაინერებს არ ეძლევათ თავის უკეთ წარმოჩენის საშუალება. ერთ-ერთ მოდელს თურქეთში ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობა შევთავაზე. დიზაინერი ირაკლი რუსაძე შევთავაზე ერთ ცნობილ ფირმას. სავარაუდოდ, ეს თანამშრომლობაც შედგება. ძალიან მინდა, ჩემს მეგობრებს დავეხმარო.

- თურქულ ცხოვრებაზეც გვიამბე ცოტა.

- დიდი ხანია აქ ვარ, ყველანაირი კომფორტი მაქვს შექმნილი, მაგრამ სადაც უნდა ვიყო, ყველაზე კარგად თავს მაინც თბილისში ვგრძნობ. ჩემი მეგობრები და ქართული საჭმელი მენატრება. მეც ვამზადებ ქართულ კერძებს, მაგრამ ახლა გავსუქდი, საქართველოში სამი კილო მოვიმატე, ხინკლისა და ქაბაბის წყალობით, ამიტომ დიეტაზე ვარ.

- როგორ იბრუნებ სასურველ წონას?

- ვშიმშილობ, არაფერს ვჭამ, სანამ არ წავიქცევი (იცინის). ჩემმა მეგობრებმა იციან, როცა დიეტაზე ვარ, ჩემთან არ უნდა მოვიდნენ, რომ მათმა გამასპინძლებამ და შემდეგ დიეტის დარღვევამ არ მომიწიოს. ახლა ჩემი მაცივარი ცარიელია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება