ტოპმოდელმა ანჯელინა ჯოლის მიბაძა და მკერდი მოიკვეთა

ტოპმოდელმა ანჯელინა ჯოლის მიბაძა და მკერდი მოიკვეთა

ანჯელინა ჯოლის სიმამაცემ, რომელმაც ორმაგი მასტექტომია ჩაიტარა, რათა მკერდის სიმსივნის ალბათობა აეცილებინა თავიდან, მსოფლიო მასშტაბით ათასობით ქალს შთააგონა. ბრიტანელმა ტოპმოდელმა კლერ ფაველმა მისი მაგალითი გაიმეორა და მსგავსი ოპერაცია გაიკეთა.

1990-იანი წლების მანეკენმა არა მხოლოდ მოიკვეთა ორივე ჯირკვალი, არამედ ფოტოებიც გადაიღო და დანარჩენ ქალებს დაუმტკიცა, რომ არასდროს არ უნდა დანებდნენ - სასიკვდილო დაავადების პირისპირ მყოფნიც კი.

კლერი ამჟამად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ორი შვილის დედაა. სამოდელო კარიერის და­მთავრების შემდეგ დიზაინერი გახდა. თუმცა თავისი ცხოვრების მთავარ მიზნად მიიჩნევს ვალდებულებას, უამბოს დანარჩენ ქალებს სარძევე ჯირკვლის კიბოზე ემოციური გამარჯვების შესახებ.

მისი მკურნალობის კუ­­რსი ჯოლის კურსის იდენტურია. მოდელი აღიარებს, რომ ბევრი ტკივილი გადაიტანა, ძალიან განიცდიდა და ბოლოს გადაწყვიტა, ებრძოლა თავისი შვილების გამო და დაემარცხებინა სიმსივნე. ანჯელინასგან განსხვავებით, რომელიც ამბობს, რომ გარეგნულად ოპერაცია მასზე არანაირად არ ასახულა და კერტებიც შეუნარჩუნეს, კლერმა კერტები ვერ შეინარჩუნა. თუმცა ამას არ შეუჩერებია მამაცი ქალი და ამერიკული ჟურნალისთვის ფოტოებიც გადაიღო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება