Flydubai დაარსებიდან მეოთხე წელს ინოვაციური სერვისის დანერგვით იწყებს

Flydubai დაარსებიდან მეოთხე წელს ინოვაციური სერვისის დანერგვით იწყებს

ავიაკომპანია Flydubai დაარსებიდან მეოთხე წელს ინოვაციური სერვისის დანერგვით იწყებს. კომპანია მგზავრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას დაბინავების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ამიერიდან მგზავრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ, როგორც Flydubai-ს ქსელში ჩართულ ქვეყნებსა და ქალაქებში არსებული სასტუმროებით, ასევე შეძლებენ სხვა ქვეყნებშიც აირჩიონ სასურველი სასტუმრო. პროექტი Tourico Holiday-სთან ექსკლუზიური თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება. ახალი სერვისი მომხარებელს საშუალებას აძლევს სასტუმროს გარდა აირჩიოს ნებისმიერი კურორტი თუ სანახაობა და მარტივად დაგეგმოს დასვენება Flydubai.com-ის მეშვეობით.

სასტუმროების დაჯავშინის გარდა, Flydubai.com-ის მეშვეობით მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ დაჯავშნონ კრუიზები, ტურები და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეიძინონ სხვადასხვა ატრაქციონებისა თუ სანახაობების  ბილეთები.

”ბოლო 3 წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ ბევრი სხვადასხვა ინოვაციური ინიციატივა განახორციელა. სასტუმროების შეთავაზებამდე Flydubai-მ ავტოგაქირავების და მოგზაურობის დაზღვევის სერვისები დანერგა. მანამდე ავიაკომპანიამ აზერბაიჯანის, რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის მიმართულებების მგზავრებს გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობა შესთავაზა", - აცხადებენ მენეჯმენტში.

ბილეთების შეძენა Flydubai.com ინტერნეტ-გვერდის, ქოლ-ცენტრის (+971 4 231 1000) ან პარტნიორი კომპანიის "დუბაი ჯის" მეშვეობით შეგიძლიათ. Flydubai.com-ის მეშვეობით ავტომობილის დაქირავებას და დაზღვევის შეძენასაც შეძლებთ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა