ქალების დაჯგუფება მოძალადე კაცებს ფიზიკურად უსწორდება

ქალების დაჯგუფება მოძალადე კაცებს ფიზიკურად უსწორდება

ინდოეთში ძლიერდება მოძრაობა, რომელიც ლინჩის წესით გასამართლებით გაუპატიურების ფაქტებს ებრძვის. ათობით ქალი ერთიანდება ე.წ წითელ ბრიგადაში, რომელიც სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული. "წითელი ბრიგადის" აქტივისტი ქალები თავს ესხმიან ძალადობაში ეჭვმიტანილებს და ფიზიკურად უსწორდებიან მათ.

დაჯგუფების წევრებს წითელი მაისურები აცვიათ. სულ ცოტა ხნის წინ "წითელ ბრიგადაში" მხოლოდ 15 ადამიანი იყო გაერთიანებული, თუმცა დეკემბერში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, მათი რიცხვი 100-მდე გაიზარდა.

შეგახსნებეთ, რომ სტუდენტი გოგონას ჯოტი სინგჰის გაუპატიურების ფაქტს, რომელიც შეყვარებულთან ერთად კინოთეატრიდან შინ ავტობუსით ბრუნდებოდა, მასმედიაში დიდი გამოხმაურება მოყვა. შემთხვევა ნიუ-დელიში მოხდა. გოგონას თავს 6 მამაკაცი (მათ შორის ერთი მოზარდი) დაესხა და გააუპატიურა. მისი მეგობარ მამაკაცს კი სცემეს. ამასთან, მოძალადეები მომხდარში თავად მსხვერპლს ადანაშაულებდნენ. ისინი გოგონას აგინებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თავადაა დამნაშავე, ვინაიდან წესიერი გოგონა ამ დროს ქუჩაში არ უნდა იყოს.

ჯოტის რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. სტუდენტი სინგაპურის კლინიკაში გარდაიცვალა.

"ჩვენთან გამუდმებით მოდიან გოგონები და დახმარებას გვთავაზობენ. მათაც სურთ შეცვალონ რამე, რომ სხვა ქალებს ასეთი რამ არ დაემართოთ", - განაცხადა "წითელი ბრიგადის" ლიდერმა უშა ვიშვაკარმამ.

მოძრაობა ატარებს ტრენინგებს, სადაც გოგონებს თავდასხმის შემთხვევაში, თავის დაცვის ხერხებს ასწავლიან, თუმცა "წითელი ბრიგადა" ამით არ შემოიფარგლება. დაჯგუფების წევრები უკვე აქტიურად ეძებენ სექსუალურ მოძალადეებს ქუჩებში.

ცოტა ხნის წინ "წითელი ბრიგადის" წევრებმა სცემეს ბიჭებს, რომლებიც ერთ გოგონას დასდევდნენ, აწუხებდნენ და უხამს ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდნენ.

"ჩვენ ისინი წიხლებით ვცემეთ. როდესაც გარბოდნენ პირობა დადეს, რომ იმ გოგოს აღარ შეაწუხებდნენ", - აცხადებს აქტივისტი პეერტი ვერმა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა