სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ივანიშვილმა დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს"
"ივანიშვილმა დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს"

"ჩავ­თვა­ლე, რომ ჩემი წარ­სუ­ლით, ცოდ­ნი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას შევ­ძლებ­დი"," - გა­ნა­ცხა­და "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რი­სას სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა:

- რად­გან საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭისყრა გა­და­წყვი­ტეთ, ალ­ბათ, გაქვთ კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნა, რაც გინ­დათ, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ.

- ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში პრე­ზი­დენტს არ გა­აჩ­ნია თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბის ცალ­კე პროგ­რა­მა. ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა შე­ე­ხი­დოს იმ სა­კი­თხებ­ში, სა­დაც ამის სა­ჭი­რო­ე­ბა გაჩ­ნდე­ბა, მა­გა­ლი­თად, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში ან კი­დევ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­კი­თხებ­ში. უშუ­ა­ლოდ ის პო­ლი­ტი­კას არ წარ­მარ­თავს და ყო­ველ­დღი­ურ პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში არ უნდა ერე­ო­დეს. თვი­სებ­რი­ვი გან­სხვა­ვე­ბაა იმ კონ­ცეფ­ცი­ის­გან, რო­მელ­საც წარ­მო­ად­გენს სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბა. პრე­ზი­დენ­ტი არ უნდა იქ­ცეს მე­ო­თხე ძა­ლა­უფ­ლე­ბად, მაგ­რამ ამა­ვე დროს, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, პრე­ზი­დენ­ტმა უნდა შეძ­ლოს რო­გორც ხალ­ხის არ­ჩე­ულ­მა, ამა­ვე ხალ­ხის ხმა მი­აწ­ვდი­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ეს იქ­ნე­ბა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი, ანუ მთავ­რო­ბა; კა­ნონ­მდე­ბე­ლი, ანუ პარ­ლა­მენ­ტი თუ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ის უნდა იყოს ამ სა­მე­უ­ლის შო­რის ბა­ლან­სის გა­რან­ტი, რათა აღარ გან­მე­ორ­დეს ის, რაც მოხ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის 9-წლი­ა­ნი რე­ჟი­მის დროს. პრე­ზი­დენ­ტი დამ­ბა­ლან­სე­ბე­ლი და შუ­ა­მა­ვა­ლი უნდა იყოს, თუკი წარ­მო­იშ­ვე­ბა გა­უ­გებ­რო­ბა ან გა­უ­ცხო­ე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ხალ­ხს შო­რის.

პრე­ზი­დენ­ტი უნდა იყოს ქვეყ­ნის სახე და ქვეყ­ნის ხმა, მისი იმი­ჯის დამ­ცვე­ლი ქვეყ­ნის სა­ზღვრებ­გა­რეთ. მისი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ფუნ­ქცია დი­დია. მას ერის ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა ევა­ლე­ბა. ამი­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი ან რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის, გუნ­დის, ჯგუ­ფის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი. ხალ­ხის არ­ჩე­უ­ლი უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ყვე­ლას, გა­ნურ­ჩევ­ლად მათი პარ­ტი­უ­ლი, რე­ლი­გი­უ­რი და ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი­სა.

ამ კონ­ცეფ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩავ­თვა­ლე, რომ ჩემი წარ­სუ­ლით, ცოდ­ნი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით ამ მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას შევ­ძლებ­დი. თუ ამ­პარ­ტავ­ნო­ბა­ში არ ჩა­მეთ­ვლე­ბა, ვფიქ­რობ, ვალი ქვეყ­ნის წი­ნა­შე მო­ვი­ხა­დე სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში, როცა მი­ვაღ­წიე შე­თან­ხმე­ბას რუ­სეთ­თან ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნა­ზე. ასე­ვე ში­და­პო­ლი­ტი­კა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მთან ბრძო­ლით, და­წყე­ბუ­ლი 2005 წლის ნო­ემ­ბერ­ში იპოდ­რომ­ზე და დამ­თავ­რე­ბუ­ლი 2010 წლის ზა­ფხულ­ში რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე ას­დღი­ა­ნი აქ­ცი­ისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! თავ­ზე. ამით, მგო­ნი, მეც შე­ვი­ტა­ნე წვლი­ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა­ში.

პრე­ზი­დენ­ტი ერთი პარ­ტი­ის სახე და ერის და­ყო­ფის ინ­სტრუ­მენ­ტი არ უნდა გახ­დეს, თუმ­ცა მისი არა­პარ­ტი­უ­ლო­ბა არ უნდა ნიშ­ნავ­დეს თა­ვი­სი ხედ­ვის, პო­ზი­ცი­ე­ბი­სა და მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის არ­ქო­ნას. ანუ უპარ­ტიო უკონ­ცეფ­ცი­ოს არ ნიშ­ნავს.

ჩემი ხედ­ვა მე არა­ერ­თხელ წარ­მიდ­გე­ნია ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის: სა­ქარ­თვე­ლო ერ­თდრო­უ­ლად ევ­რო­პუ­ლი და ქარ­თულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი, ტრა­დი­ცი­ე­ბის ერ­თგუ­ლი, გახ­სნი­ლი გა­რეთ და შიგ­ნით კი შეკ­რუ­ლი, ტო­ლე­რან­ტი, მაგ­რამ პრინ­ცი­პუ­ლი - ეს არის ჩემი ორი­ენ­ტი­რი.

დღეს რო­გორც არას­დროს, ქვე­ყა­ნას ისე სჭირ­დე­ბა შე­რი­გე­ბა და შენ­დო­ბა. ვინ თუ არა მე, ვინც დღი­დან ჩა­მოს­ვლი­სა გავ­ხდი სა­მიზ­ნე ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი "ელი­ტის" გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ლან­ძღვის, აგ­რე­სი­ი­სა და სი­ძულ­ვი­ლი­სა, შეძ­ლებს ამის გა­კე­თე­ბას. ეს მაძ­ლევს მო­რა­ლურ უფ­ლე­ბას, რომ შე­რი­გე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რო. თუკი 2009 წლის 9 აპ­რილს მი­ვაღ­წი­ეთ, რომ მა­ნამ­დის გა­დამ­ტე­რე­ბულ ძა­ლებ­სა და არ­სე­ბულ პარ­ტი­ას ერ­თობ­ლივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ზე ხელი მოგ­ვე­წე­რა, ალ­ბათ, შე­რი­გე­ბაც მი­უღ­წე­ვე­ლი არ არის. სა­მეგ­რე­ლო­ში შე­ვარ­დნა­ძის რე­ჟი­მის ჩა­დე­ნი­ლი ცოდ­ვა უნდა აღი­ა­რე­ბულ იქ­ნეს. შე­რი­გე­ბა და ერ­თად დგო­მა ასე­ვე ეხე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს, ვის არა­ფორ­მა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლა­დაც ვთვლი თავს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ქარ­თულ ემიგ­რა­ცი­ას უნდა მი­ე­ცეს თუ არა დაბ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, სულ ცოტა, აღი­ა­რე­ბა მა­ინც მისი ად­გი­ლი­სა ამ ქვე­ყა­ნა­ში. ამ მხრივ მე თავს ვთვლი ემიგ­რა­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად, მე მათი ტკი­ვი­ლი ვიცი, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა, მათი იმე­დი და ყო­ველ­დღი­უ­რი გან­ცდე­ბი. ჩემი კან­დი­და­ტუ­რა (თუკი მი­ღე­ბულ იქნა და უად­გი­ლო შე­ზღუდ­ვე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა) სიმ­ბო­ლუ­რად გზას გა­უხ­სნის ყვე­ლა ემიგ­რან­ტის არა მხო­ლოდ დაბ­რუ­ნე­ბას სამ­შობ­ლო­ში, არა­მედ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ და სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნად ჩარ­თვას.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი კან­დი­და­ტუ­რის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცი­აა. ჩემი ცხოვ­რე­ბის 40 წელი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარს გა­რეთ გა­ვა­ტა­რე, მისი კულ­ტუ­რის წარ­დგე­ნა­ში, მის დაც­ვა­ში. იმ დროს, როცა სა­ქარ­თვე­ლოს დის­კრე­დი­ტა­ცია წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ვან­შის ფორ­მად იქცა და მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი - ქვეყ­ნის დაც­ვა უფრო და უფრო სა­ჭი­რო ხდე­ბა, ვფიქ­რობ, ამ საქ­მე­შიც შე­მიძ­ლია გა­მო­ვად­გე ქვე­ყა­ნას.

არა­სო­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის მან­ძილ­ზე არ ვყო­ფილ­ვარ მომ­ხრე იმი­სა, რომ ძა­ლა­დო­ბას ძა­ლა­დო­ბით ვუ­პა­სუ­ხოთ. პი­რი­ქით, ჩემი ლა­იტ­მო­ტი­ვი იყო: "არც გა­დატ­რი­ა­ლე­ბა! არც გა­რი­გე­ბა! არ­ჩევ­ნე­ბის გზით გა­მარ­ჯვე­ბა!" და ამ გზამ გა­ა­მარ­თლა. უთუ­ოდ უნდა ით­ქვას, ეს გა­მარ­ჯვე­ბა ვერ და არ იქ­ნე­ბო­და, თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რის გა­მოც იგი უკვე შე­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში.…

და ბო­ლოს ვი­ტყო­დი იმა­საც, რომ დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო ფუნ­ქცი­ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ქალი, ემიგ­რა­ცი­ა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, ქვეყ­ნის­თვის გა­მო­სა­დე­გი იქ­ნე­ბა.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­ნი­ხი­ლეთ თქვე­ნი კან­დი­და­ტუ­რა. რა შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! გქონ­დათ პრე­მი­ე­რის­გან?

- თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ამ გა­გე­ბით არ გან­გვი­ხი­ლავს და არც ჩემი "კან­დი­და­ტუ­რა" რო­მე­ლი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ეს უფრო იყო მზად­ყოფ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა, ჩემი ად­გი­ლი და­მე­კა­ვე­ბი­ნაა სა­ხელ­მწი­ფოს სამ­სა­ხურ­ში. … იყო სა­უ­ბა­რი (მარ­თა­ლია, უფრო ჩემი მხრი­დან) სა­გა­რეო სა­კი­თხებ­ში მრჩევ­ლის ან პი­რა­დი წარ­მო­მად­გენ­ლის, სა­დაც ჩემი კონ­ტაქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის დიდი შან­სი მო­მე­ცე­მო­და; იყო სა­უ­ბა­რი უცხო­ეთ­ში მყო­ფი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვა­ზე; მე­რო­ბა­ზე; სა­უ­ბა­რი იყო საპ­რე­ზი­დენ­ტო ფუნ­ქცი­ა­ზეც. მას შემ­დეგ, რაც ალა­სა­ნი­ას სა­კი­თხი დღის წეს­რი­გი­დან ერ­თგვა­რად მო­იხ­სნა, სი­ცა­რი­ე­ლე გაჩ­ნდა და ახლა თა­ვი­სუფ­ლად შე­მიძ­ლია გან­ვა­ცხა­დო, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ჩემ­თვის არც რამე შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია ან რამე პი­რო­ბა მო­უ­ცია. ვერ ვი­ტყვი, რომ სი­ტყვა ან იმე­დი გა­მიც­რუა. ამ­დე­ნად მის მი­მართ არა­ნა­ი­რი წყე­ნა ან პრე­ტენ­ზია არ გა­მაჩ­ნია!…გა­მაკ­ვირ­ვა მხო­ლოდ იმან, რომ თურ­მე არ მიც­ნო­ბენ გუნდში. იმე­დია, ეს არ წარ­მო­ად­გენს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­წყო­ბას, რად­გან თუ არა გუნ­დის წევ­რად, მო­კავ­ში­რედ, მომ­ხრედ და გულ­შე­მატ­კივ­რად მა­ინც წარ­მო­მედ­გი­ნა თავი.

- მი­უ­ხე­და­ვად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, რომ შე­საძ­ლოა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი თქვენ ყო­ფი­ლი­ყა­ვით, პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლა. რას იტყვით მას­ზე, რო­გორც თქვენს კონ­კუ­რენტზე და სხვა კან­დი­და­ტებ­ზე?

- არ ვა­პი­რებ ჩა­ვერ­თო იმ არა­სა­ჭი­რო პი­როვ­ნულ გარ­ჩე­ვებ­ში, რაც ზოგ კან­დი­დატს და­წყე­ბუ­ლი აქვს თუნ­დაც ჩემ მი­მართ. მა­გა­ლი­თად, ზოგი კი­თხვის ქვეშ აყე­ნებს ჩემს სა­მარ­თლებ­რივ უფ­ლე­ბებს, მაგ­რამ რი­გი­ა­ნად შეს­წავ­ლი­ლიც არა აქვთ ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცია და არც მისი შე­საძ­ლო ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი. ამი­ტომ მინ­და ვურ­ჩიო - ყვე­ლამ თა­ვის კან­დი­და­ტუ­რას მი­ხე­დოს. არც ის მა­დარ­დებს, თუ ზოგი ჩემს პო­ლი­ტი­კურ გა­მოც­დი­ლე­ბას კი­თხვის ქვეშ თუ აყე­ნებს ან ჩემს დიპ­ლო­მა­ტი­ურ მიღ­წე­ვებს ვერ იხ­სე­ნებს. მთა­ვა­რია, ამომ­რჩე­ვე­ლი რას გა­იხ­სე­ნებს ჩემი შიდა თუ სა­გა­რეო მიღ­წე­ვე­ბი­დან.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ივანიშვილმა დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს"

"ივანიშვილმა დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს"

"ჩავთვალე, რომ ჩემი წარსულით, ცოდნითა და გამოცდილებით პრეზიდენტობის კანდიდატის მოთხოვნების დაკმაყოფილებას შევძლებდი",” - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა:

- რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტეთ, ალბათ, გაქვთ კონკრეტული ამოცანა, რაც გინდათ, რომ გამარჯვების შემთხვევაში განახორციელოთ.

- ახალი კონსტიტუციის ფარგლებში პრეზიდენტს არ გააჩნია თავისი მოქმედების ცალკე პროგრამა. ის ხელისუფლებას უნდა შეეხიდოს იმ საკითხებში, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება, მაგალითად, საგარეო პოლიტიკაში ან კიდევ საზოგადოებრივ საკითხებში. უშუალოდ ის პოლიტიკას არ წარმართავს და ყოველდღიურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში არ უნდა ერეოდეს. თვისებრივი განსხვავებაა იმ კონცეფციისგან, რომელსაც წარმოადგენს სააკაშვილის პრეზიდენტობა. პრეზიდენტი არ უნდა იქცეს მეოთხე ძალაუფლებად, მაგრამ ამავე დროს, ზოგ შემთხვევაში, პრეზიდენტმა უნდა შეძლოს როგორც ხალხის არჩეულმა, ამავე ხალხის ხმა მიაწვდინოს ხელისუფლებას. ეს იქნება აღმასრულებელი, ანუ მთავრობა; კანონმდებელი, ანუ პარლამენტი თუ სასამართლოს დამოუკიდებლობა. ის უნდა იყოს ამ სამეულის შორის ბალანსის გარანტი, რათა აღარ განმეორდეს ის, რაც მოხდა სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის დროს. პრეზიდენტი დამბალანსებელი და შუამავალი უნდა იყოს, თუკი წარმოიშვება გაუგებრობა ან გაუცხოება ხელისუფლებასა და ხალხს შორის.

პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყნის სახე და ქვეყნის ხმა, მისი იმიჯის დამცველი ქვეყნის საზღვრებგარეთ. მისი წარმომადგენლობითი ფუნქცია დიდია. მას ერის ერთიანობისა და სასიცოცხლო ინტერესების დაცვა ევალება. ამიტომ არ შეიძლება იყოს მიკერძოებული ან რომელიმე პარტიის, გუნდის, ჯგუფის პოლიტიკური მოსაზრებების მატარებელი. ხალხის არჩეული უნდა ემსახურებოდეს ყველას, განურჩევლად მათი პარტიული, რელიგიური და ეთნიკური ნიშნებისა.

ამ კონცეფციიდან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ ჩემი წარსულით, ცოდნითა და გამოცდილებით ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას შევძლებდი. თუ ამპარტავნობაში არ ჩამეთვლება, ვფიქრობ, ვალი ქვეყნის წინაშე მოვიხადე საგარეო პოლიტიკაში, როცა მივაღწიე შეთანხმებას რუსეთთან ბაზების გაყვანაზე. ასევე შიდაპოლიტიკაში სააკაშვილის რეჟიმის ავტორიტარიზმთან ბრძოლით, დაწყებული 2005 წლის ნოემბერში იპოდრომზე და დამთავრებული 2010 წლის ზაფხულში რუსთაველის პროსპექტზე ასდღიანი აქციისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! თავზე. ამით, მგონი, მეც შევიტანე წვლილი ოქტომბრის არჩევნების გამარჯვებაში.

პრეზიდენტი ერთი პარტიის სახე და ერის დაყოფის ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს, თუმცა მისი არაპარტიულობა არ უნდა ნიშნავდეს თავისი ხედვის, პოზიციებისა და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ქვეყნის განვითარების კონცეფციის არქონას. ანუ უპარტიო უკონცეფციოს არ ნიშნავს.

ჩემი ხედვა მე არაერთხელ წარმიდგენია ქართველი საზოგადოებისთვის: საქართველო ერთდროულად ევროპული და ქართულ ღირებულებებზე დამყარებული, ტრადიციების ერთგული, გახსნილი გარეთ და შიგნით კი შეკრული, ტოლერანტი, მაგრამ პრინციპული - ეს არის ჩემი ორიენტირი.

დღეს როგორც არასდროს, ქვეყანას ისე სჭირდება შერიგება და შენდობა. ვინ თუ არა მე, ვინც დღიდან ჩამოსვლისა გავხდი სამიზნე ეგრეთ წოდებული პოლიტიკური "ელიტის" გაუთავებელი ლანძღვის, აგრესიისა და სიძულვილისა, შეძლებს ამის გაკეთებას. ეს მაძლევს მორალურ უფლებას, რომ შერიგების აუცილებლობაზე ვისაუბრო. თუკი 2009 წლის 9 აპრილს მივაღწიეთ, რომ მანამდის გადამტერებულ ძალებსა და არსებულ პარტიას ერთობლივ დეკლარაციაზე ხელი მოგვეწერა, ალბათ, შერიგებაც მიუღწეველი არ არის. სამეგრელოში შევარდნაძის რეჟიმის ჩადენილი ცოდვა უნდა აღიარებულ იქნეს. შერიგება და ერთად დგომა ასევე ეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, ვის არაფორმალურ წარმომადგენლადაც ვთვლი თავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ ემიგრაციას უნდა მიეცეს თუ არა დაბრუნების საშუალება, სულ ცოტა, აღიარება მაინც მისი ადგილისა ამ ქვეყანაში. ამ მხრივ მე თავს ვთვლი ემიგრაციის საპრეზიდენტო კანდიდატად, მე მათი ტკივილი ვიცი, მათი მდგომარეობა, მათი იმედი და ყოველდღიური განცდები. ჩემი კანდიდატურა (თუკი მიღებულ იქნა და უადგილო შეზღუდვები გამოყენებული არ იქნება) სიმბოლურად გზას გაუხსნის ყველა ემიგრანტის არა მხოლოდ დაბრუნებას სამშობლოში, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში სრულუფლებიანად ჩართვას.

ეს ყველაფერი ჩემი კანდიდატურის მთავარი მოტივაციაა. ჩემი ცხოვრების 40 წელი საქართველოს საზღვარს გარეთ გავატარე, მისი კულტურის წარდგენაში, მის დაცვაში. იმ დროს, როცა საქართველოს დისკრედიტაცია წინა ხელისუფლების რევანშის ფორმად იქცა და მთავარი საზრუნავი - ქვეყნის დაცვა უფრო და უფრო საჭირო ხდება, ვფიქრობ, ამ საქმეშიც შემიძლია გამოვადგე ქვეყანას.

არასოდეს პოლიტიკური ბრძოლის მანძილზე არ ვყოფილვარ მომხრე იმისა, რომ ძალადობას ძალადობით ვუპასუხოთ. პირიქით, ჩემი ლაიტმოტივი იყო: "არც გადატრიალება! არც გარიგება! არჩევნების გზით გამარჯვება!" და ამ გზამ გაამართლა. უთუოდ უნდა ითქვას, ეს გამარჯვება ვერ და არ იქნებოდა, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რის გამოც იგი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში.…

და ბოლოს ვიტყოდი იმასაც, რომ დღევანდელ საქართველოში საპრეზიდენტო ფუნქციის შემსრულებელი ქალი, ემიგრაციაში დაბადებული და დაბრუნებული, ქვეყნისთვის გამოსადეგი იქნება.

- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე თანამდებობაზე განიხილეთ თქვენი კანდიდატურა. რა შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გქონდათ პრემიერისგან?

- თანამდებობები ამ გაგებით არ განგვიხილავს და არც ჩემი “კანდიდატურა” რომელიმე თანამდებობაზე. ეს უფრო იყო მზადყოფნის გამოცხადება, ჩემი ადგილი დამეკავებინაა სახელმწიფოს სამსახურში. … იყო საუბარი (მართალია, უფრო ჩემი მხრიდან) საგარეო საკითხებში მრჩევლის ან პირადი წარმომადგენლის, სადაც ჩემი კონტაქტების გამოყენების დიდი შანსი მომეცემოდა; იყო საუბარი უცხოეთში მყოფი კადრების მოზიდვაზე; მერობაზე; საუბარი იყო საპრეზიდენტო ფუნქციაზეც. მას შემდეგ, რაც ალასანიას საკითხი დღის წესრიგიდან ერთგვარად მოიხსნა, სიცარიელე გაჩნდა და ახლა თავისუფლად შემიძლია განვაცხადო, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩემთვის არც რამე შემოუთავაზებია ან რამე პირობა მოუცია. ვერ ვიტყვი, რომ სიტყვა ან იმედი გამიცრუა. ამდენად მის მიმართ არანაირი წყენა ან პრეტენზია არ გამაჩნია!…გამაკვირვა მხოლოდ იმან, რომ თურმე არ მიცნობენ გუნდში. იმედია, ეს არ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის განწყობას, რადგან თუ არა გუნდის წევრად, მოკავშირედ, მომხრედ და გულშემატკივრად მაინც წარმომედგინა თავი.

- მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ შესაძლოა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი თქვენ ყოფილიყავით, პრემიერმა გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. რას იტყვით მასზე, როგორც თქვენს კონკურენტზე და სხვა კანდიდატებზე?

- არ ვაპირებ ჩავერთო იმ არასაჭირო პიროვნულ გარჩევებში, რაც ზოგ კანდიდატს დაწყებული აქვს თუნდაც ჩემ მიმართ. მაგალითად, ზოგი კითხვის ქვეშ აყენებს ჩემს სამართლებრივ უფლებებს, მაგრამ რიგიანად შესწავლილიც არა აქვთ ახალი კონსტიტუცია და არც მისი შესაძლო ინტერპრეტაციები. ამიტომ მინდა ვურჩიო - ყველამ თავის კანდიდატურას მიხედოს. არც ის მადარდებს, თუ ზოგი ჩემს პოლიტიკურ გამოცდილებას კითხვის ქვეშ თუ აყენებს ან ჩემს დიპლომატიურ მიღწევებს ვერ იხსენებს. მთავარია, ამომრჩეველი რას გაიხსენებს ჩემი შიდა თუ საგარეო მიღწევებიდან.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა