ქართველ რეჟისორ რეზო გიგინეიშვილთან დაშორების მერე რუსული "ვარსკვლავების ფაბრიკის" წევრი ანასტასია კოჩეტკოვა ჩრდილში აღმოჩნდა და თავისი შემოქმედებით საზოგადოებას იშვიათად ახარებს. რეზოს სახელი კი, პირიქით, ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილზე დაქორწინების შემდეგ ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზეა. ნასტიას გიგინეიშვილისგან ქალიშვილი ჰყავს - შვიდი წლის მაშა და ხშირად საყვედურობს რეზოს უყურადღებობაში. ქართველ რეჟისორს კი ნადია მიხალკოვამ უკვე მეორე შვილი გაუჩინა და ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია მასთან ერთად.
ბოლო დროს კოჩეტკოვაც გამოცოცხლდა. ცოტა ხნის წინ ახალი სიმღერა ჩაწერა და საკუთარ თავზეც ბევრი იმუშავა. ადრე თავისი დაბერილი ტუჩებით და გასიებული სახით პლასტიკის მსხვერპლს ჰგავდა.