კაცს დენი არ არტყამს. ”ადამიანი გამტარი”, ან ”ელექტრო კაცი” რამდენიმე ამპერს უმკლავდება და დენის დარტმისას ტკივილს ვერ გრძნობს.
როდესაც მის სხეულში ელექტრო წყაროს შეიყვანთ, მოჰანს შეუძლია ნათურის ანთება, ელექტრო ბლენდერის ჩართვა და სხვა. უკეთესი გამტარობისთვის რაჯი პირში მავთულსაც იდებს და დენის დარტყმა არ აშინებს, რადგან ვერაფერს გრძნობს.
ის 7 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა. დაობლებული ბავშვი დეპრესიაში ჩავარდა, თვითმკვლელობის მიზნით, ეზოში დენის ტრანსფორმატორზე აძვრა და მავთულებს ხელი მოჰკიდა. მისდა გასაკვირად, არაფერი მოხდა. მას შემდეგ მსოფლიოს საკუთარი ძალით აკვირვებს.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.