გლდანის მე-5 მიკრორაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა

გლდანის მე-5 მიკრორაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა

ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა გლდანში. როგორც "ინტეპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მე-5 მიკრორაიონის მე-8 კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადებია მობილიზებული.

ამასთან, შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფება "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი, რომლის ინფორმაციითაც, იმ ბინის კედლები, სადაც აფეთქება მოხდა, მთლიანად ჩამონგრეულია.

წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. თუმცა არიან დაშავებულები, რომელთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. ერთ-ერთი მათგანი შოკურ მდგომარეობაშია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია