სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თურქეთში მომხდარი შეტაკებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
თურქეთში მომხდარი შეტაკებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად. ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სი" იუ­წყე­ბა. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 22 წლის აბ­დუ­ლა კო­მერ­თი, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­უ­რი "ხალ­ხის პარ­ტი­ის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის წევ­რი იყო, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

სტამ­ბოლ­სა და ან­კა­რა­ში ამ დრომ­დე რჩე­ბა ათა­სო­ბით დე­მონ­სტრან­ტი. წუ­ხელ გვი­ან ღა­მით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და მო­მი­ტინ­გე­ებს შო­რის ორი­ვე ქა­ლაქ­ში მოხ­და შე­ტა­კე­ბე­ბი. დე­მონ­სტრან­ტე­ბი კვლავ მო­ი­თხო­ვენ რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღა­ნის გა­დად­გო­მას. თუმ­ცა, თურ­ქე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მა­რო­კო­ში ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბა, აცხა­დებს, რომ სი­ტუ­ა­ცია მალე და­ლაგ­დე­ბა და თურ­ქეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო მი­ტინ­გე­ბი "თურ­ქუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის" მო­მას­წა­ვე­ბე­ლი არ არის.

პრე­მი­ე­რის­გან გან­სხვა­ვე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი აბ­დუ­ლა გი­უ­ლი.

"თუ არ­სე­ბობს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, თვალ­საზ­რი­სი და ტონი, აღა­რა­ფე­რი დაგ­ვრჩე­ნია გარ­და იმი­სა, რომ მო­ვის­მი­ნოთ ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი", - აცხა­დებს თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი.

მო­მი­ტინ­გე­ე­ბის სო­ლი­და­რო­ბის მიზ­ნით თურ­ქე­თის პროფ­კავ­ში­რებ­მა ორ­დღი­ა­ნი გა­ფიც­ვა გა­მო­ა­ცხა­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ფიც­ვე­ბი მო­ი­ცავს სკო­ლებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­საც. ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში 240 ათა­სი მუ­შაა გა­ფი­ცუ­ლი, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას "სა­ხელ­მწი­ფო ტე­რორ­ში" ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

სტამ­ბოლ­ში, ტაქ­სი­მის მო­ე­დან­ზე სა­ყო­ველ­თაო პრო­ტეს­ტი "გეზი პარ­კის" რე­კონ­სტრუქ­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნით 28 მა­ისს და­ი­წყო. თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და დე­მონ­სტრან­ტებს მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად, აქ­ცი­ებ­მა თურ­ქე­თის სხვა დიდი ქა­ლა­ქე­ბიც მო­იც­ვა. მო­მი­ტინ­გე­ებ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და ერ­დო­ღა­ნის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით გა­ერ­თი­ან­დნენ.

"სი­ე­ნე­ნის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად 3 195 ადა­მი­ა­ნია და­შა­ვე­ბუ­ლი, ამათ­გან 25 მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ოთხდღი­ა­ნი შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად კი პო­ლი­ცი­ამ ქვეყ­ნის 67 ქა­ლაქ­ში 1 700 ადა­მი­ა­ნი და­ა­პა­ტიმ­რა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თურქეთში მომხდარი შეტაკებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში მომხდარი შეტაკებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა თურქეთში მომხდარი შეტაკებების შედეგად. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, 22 წლის აბდულა კომერთი, რომელიც ოპოზიციური "ხალხის პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

სტამბოლსა და ანკარაში ამ დრომდე რჩება ათასობით დემონსტრანტი. წუხელ გვიან ღამით, სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის ორივე ქალაქში მოხდა შეტაკებები. დემონსტრანტები კვლავ მოითხოვენ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის გადადგომას. თუმცა, თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამჟამად მაროკოში ვიზიტით იმყოფება, აცხადებს, რომ სიტუაცია მალე დალაგდება და თურქეთში მიმდინარე ანტისამთავრობო მიტინგები "თურქული გაზაფხულის" მომასწავებელი არ არის.

პრემიერისგან განსხვავებულ განცხადებებს აკეთებ ქვეყნის პრეზიდენტი აბდულა გიული.

"თუ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, განსხვავებული მდგომარეობები, თვალსაზრისი და ტონი, აღარაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მოვისმინოთ ეს განსხვავებული მოსაზრებები", - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

მომიტინგეების სოლიდარობის მიზნით თურქეთის პროფკავშირებმა ორდღიანი გაფიცვა გამოაცხადა. სავარაუდოდ, გაფიცვები მოიცავს სკოლებსა და უნივერსიტეტებსაც. ამ დროისთვის ქვეყანაში 240 ათასი მუშაა გაფიცული, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას "სახელმწიფო ტერორში" ადანაშაულებენ.

სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე საყოველთაო პროტესტი "გეზი პარკის" რეკონსტრუქციის შეჩერების მოთხოვნით 28 მაისს დაიწყო. თუმცა, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს მომხდარი შეტაკების შედეგად, აქციებმა თურქეთის სხვა დიდი ქალაქებიც მოიცვა. მომიტინგეებმა ხელისუფლება ავტორიტარიზმში დაადანაშაულეს და ერდოღანის გადადგომის მოთხოვნით გაერთიანდნენ.

"სიენენის" ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარი შეტაკებების შედეგად 3 195 ადამიანია დაშავებული, ამათგან 25 მძიმე მდგომარეობაშია. ოთხდღიანი შეტაკებების შედეგად კი პოლიციამ ქვეყნის 67 ქალაქში 1 700 ადამიანი დააპატიმრა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა