IFC და კანადის მთავრობა ენერგოეფექტიანი სახლების მშენებლობას აფინანსებენ

IFC და კანადის მთავრობა ენერგოეფექტიანი სახლების მშენებლობას აფინანსებენ

IFC და კანადის მთავრობა საქართველოში ენერგოეფექტიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსებას განაგრძობს.

IFC-ი "m² უძრავ ქონებას" დაახლოებით 14 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის განახლებადი გრძელვადიანი სესხი გამოუყო. ამ თანხიდან დაახლოებით 4 მლნ. აშშ დოლარი IFC-კანადის კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების პროგრამიდან გამოიყოფა. პროექტი ითვალისწინებს ისეთი შენობების დაპროექტებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ენერგიის, წყლის და მასალების ეფექტიან გამოყენებას და გარემოზე მავნე ზემოქმედების შესუსტებას. კანადის მთავრობის ქმედითი წვილილი უზრუნველყოფს ფინანსური პაკეტის სიცოცხლისუნარიანობას.

"ჩვენი პროექტების დასაფინანსებლად განვითარებაზე ორიენტირებულ საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებული მუშაობით კომპანია "m² უძრავი ქონება" მიზნად ისახავს, მომხმარებლებს შესთავაზოს ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და თანამედროვე საცხოვრებელი ბინები," განაცხადა "m² უძრავი ქონების" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ბურდილაძემ. "დაფინანსება კომპანიას დაეხმარება თბილისის ცენტრში სამი ახალი პროექტის განხორციელებაში და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებაში", - აცხადებენ კომპანიაში.

"ეს არის IFC -ის პირველი ინვესტიცია საქართველოში ბინათმშენებლობის განვითარებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ახალი, მაღალხარისხიანი სახლების მშენებლობას და შედეგად, ოჯახების ცხოვრების დონის ამაღლებას. ამ ინვესტიციის მეშვეობით ჩვენ ასევე ვუჭერთ მხარს რესურსების ეფექტიან გამოყენებას, სამუშაო ადგილების შექმნას და სექტორის მიმართ ინვესტორთა ნდობის ამაღლებას", განაცხადა IFC -ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში თომას ლუბეკმა.

საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 607 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 49 პროექტში. IFC-ის ინვესტიციებმა ასევე ხელი შეუწყო რეგიონული პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. გარდა ამისა, IFC -ის საკონსულტაციო პროექტების მეშვეობით წვლილი შეაქვს კერძო სექტორის განვითარებაში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ