როგორ ინარჩუნებენ ვარსკვლავები ახალგაზრდულ სილამაზეს

როგორ ინარჩუნებენ ვარსკვლავები ახალგაზრდულ სილამაზეს

ნებისმიერი ქალი ოცნებობს იმაზე, რომ შოუბიზნესის ვარსკვლავივით მხნედ და ბრწყინვალედ გამოიყურებოდეს, მხცოვან ასაკშიც კი. თანაც, ეს ყველაფერი თურმე ბოტოქსისა და პლასტიკური ქირურგიის გარეშეც მიიღწევა. ბევრი ცნობილი ქალბატონი გვაძლევს ამის მაგალითს და ახალგაზრდობის შენარჩუნების თავის საიდუმლოებებსაც ფლობს.

უარი თქვით სიგარეტზე - თამბაქოს მოწევა მინიმუმ ათი წლის სიცოცხლეს "გვპარავს". ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმით მთელი ორგანიზმი გაჯანსაღდება. ასევე შორს უნდა დაიჭიროთ თავი თამბაქოს მოყვარული საზოგადოებისგან - სხვისი ბოლი არანაკლებ მავნებელია. ჯობს, სხვა, უფრო სასარგებლო რამ აკეთოთ, ოღონდ ზომიერად - სვით კარგი ღვინო. დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო ამაგრებს სისხლძარღვებს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. ეს სასიამოვნო რჩევაა 62 წლის ვარსკვლავ ჯეინ სეიმურისგან.

სექსით დაკავდით - სიყვარული თურმე ძალიან სასარგებლოა. სექსი აძლიერებს იმუნიტეტს, ამაღლებს განწყობას, გაცილებთ მუწუკებსა და ზედმეტ წონას. ოღონდ, ყველაზე სასურველია კვირაში სამჯერ სექსი, თუ გსურთ ასაკზე სამჯერ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. ამ წე­სს მისდევს 55 წლის შერონ სტოუნი, რომელიც 27 წლის მანეკენ მარტინ მიკას ხვდება და თავს ბედნიერად გრძნობს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება