მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე მწერალთა კავშირს შენობას ედავება

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე მწერალთა კავშირს შენობას ედავება

ქუთაისში, მწერალთა სახლის შენობას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ითხოვს. მწერალთა კავშირი კი შენობის დათმობას არ აპირებს. ახალგაზრდობის სახლში ფიქრობენ, რომ წინსვლისა და განვითარებისთვის აუცილებელია ევროპულ სტანადარტებთან მიახლოებული პირობები ჰქონდეთ. თავის მხრივ, მწერალთა სახლის შენობას თავიანთი საქმიანობისთვის იდეალურ ადგილად მიიჩნევნ მწერალთა კავშირშიც.

"მწერალთა კავშირი ახალა იწყებს აღმასვლას. ამიტომ ტყუილი თამაშია ჩვენი მხრიდან ამ შენობის დატოვება. ნურავის ნუ უჭირავს მწერლთა კავშირის შენობაზე თვალი. შენობის დათმობა მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ამას მწერალთა საბჭო წყვეტს. თუმცა, არა მგონია ეს იდეა მწერლებს მოეწონოთ", - აღნიშნავს მწერალთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ლანჩავა.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა