1-ელი ივნისიდან "ვისოლი" ერთგულ მომხმარებელს "უნიქარდით" ბონუს ქულების დაგროვებას უკვე გაზგასამართ სადგურებზეც სთავაზობს.
"ვისოლი" "უნიქარდის" ექსკლუზიური პარტნიორი 2010 წლის აპრილიდან გახდა და დღემდე "უნიქარდის" დაგროვებითი ბარათის მფლობელთა შორის "ვისოლის" ქსელში რეალიზებული საწვავის შესყიდვა ბონუს ქულების დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და სწრაფი საშუალებაა.
"უნიქარდი" უნივერსალური დაგროვებითი ბარათია. ქულების დაგროვება შესაძლებელია სავაჭრო და მომსახურების სფეროს 1000-ზე მეტ ობიექტში.
"ვისოლს" ბრენდირებული გაზგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. "ვისოლის" გაზგასამართი სადგურები წარმატებით ფუნქციონირებენ თბილისში, გორში, ბორჯომში, ბათუმში, თელავში, ხაშურში, ზესტაფონსა და საჩხერეში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9