თურქეთში მიმდინარე პროტესტს ორი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში მიმდინარე პროტესტს ორი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა. "სქაი ნიუსი" ორგანიზაცია "ამნესთი ინთერნეიშენალზე" დაყრდნობით იუწყება, რომ სტამბულის ტაქსიმის მოედანზე საპროტესტო აქციას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

შაბათის მონაცემებით, საპროტესტო აქციის მონაწილე ათასამდე ადამიანია დაკავებული, ხოლო ასზე მეტი - დაშავდა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, თურქეთის მასშტაბით, 90 საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.

როგორც ცნობილია, სტამბულის ქუჩებში გამოსული ათასობით თურქი ტაქსიმის რაიონში მდებარე "გეზი პარკის" რეკონსტრუქციას აპროტესტებს. სტამბულში, გუშინ, ტაქსიმის მოედანზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად სულ მცირე 138 ადამიანი დაშავდა, ათეულობით დემონსტრანტი კი დააკავეს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აღიარებს, რომ პოლიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. "სამწუხაროდ, ჩვენი უსაფრთხოების ძალების ქმედებაში იყო შეცდომები, განსაკუთრებით ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემთხვევაში. მინისტრთა კაბინეტი ამ საკითხს სწავლობს", - აღნიშნა ერდოღანმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა