ქუთაისში 175 ოჯახი დღემდე შემწეობის გარეშეა

ქუთაისში 175 ოჯახი დღემდე შემწეობის გარეშეა

სოციალური მომსახურების სააგენტომ შეწყვეტილი სოციალური დახმარება ბენეფიციართა მხოლოდ ნაწილს აღუდგინა. ქუთაისში, მიმდინარე წლის გაზაფხულზე "საარსებო შემწეობის" პროგრამით სარგებლობა 655 ოჯახს შეუჩერეს. აქედან 422 -მა ოჯახმა სააგენტოს დახმარების აღდგენის მოთხოვნით მიმართა, თუმცა, დადებითი პასუხი მხოლოდ 247-მა ოჯახმა მიიღო. დანარჩენი კი დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე რჩება.

"აგენტები მოვიდნენ შემოწმებაზე. წლების წინ, საბჭოთა პერიოდში შეძენილი წყლის გამათბობელი მაქვს, ის დააფიქსირეს და დახმარებაც შემიწყდა. 25 წლის შვილს კიდურები აქვს პარალიზებული. ოჯახის არც ერთი წევრი არანაირ პენსიას არ ვიღებთ. ამ დახმარების იმედად ვიყავით", - ამბობს ქუთაისში მცხოვრები დარეჯან ავალიანი.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა