ამერიკაში ყოველი მეოთხე ქალი მამაკაცზე მეტ ფულს შოულობს

ამერიკაში ყოველი მეოთხე ქალი მამაკაცზე მეტ ფულს შოულობს

ყოველი მეოთხე ამერიკელი ქალი მამაკაცზე მეტ ფულს შოულობს. დღეს აშშ-ში სუსტი სქესის წარმომადგენელთა 40% ოჯახში მთავარი შემომტანია. Pew Research Center-ის მონაცემებით, 1960 წელს ქალების მხოლოდ 11% შოულობდა მამაკაცზე მეტ ფულს.

ექსპერტების თქმით, ეს შედეგები ერთდროულად კარგიცაა და ცუდიც. მთავარია, რა კუთხით შევხედავთ მათ. ერთის მხრივ, განათლებული და წარმატებული ქალები ბაზარზე კონკურენციას უწევენ მამაკაცებს, ხოლო მეორეს მხრივ, იზრდება მარტოხელა დედების რიცხვი, რომლებიც სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობენ.

მომზადებულია NBC News-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს