საკანალიზაციო მილში გაჭედილი ბავშვის დედა გამოჩნდა

საკანალიზაციო მილში გაჭედილი ბავშვის დედა გამოჩნდა

რამდენიმე დღის წინ ჩინური მედია იუწყებოდა, რომ მაშველებმა ჯეძიანის პროვინციაში ახალშობილი ბიჭი საკანალიზაციო მილში გაჭედილი იპოვეს.

ჩვილი ამჟამად ადგილობრივ საავადმყოფოშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, საავადმყოფოში ახალშობილის დედა მივიდა, რომელიც ირწმუნება, რომ მშობიარობა ტუალეტში მოულოდნელად დაეწყო და ბავშვის დაჭერა ვერ შეძლო.

ბავშვის დედა 22 წლისაა და მეუღლე არ ჰყავს. ახალგაზრდა ქალის თქმით, მას კაცთან მხოლოდ 1 ღამის ურთიერთობა ჰქონდა და მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეიტყო, რომ ფეხმძიმედაა. როცა ქალმა ბავშვის მამას ფეხმძიმობის შესახებ აცნობა, ის სახლიდან ყვირლით გამოაგდეს.

"ჩინეთში მარტოხელა დედებს ყველა ზიზღით უყურებს. ძალიან მეშინოდა და მშობლებმაც მხოლოდ გუშინ გაიგეს, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ჩინეთში ქალი ქმრის გარეშე თუ შვილს გააჩენს, არა მარტო საგვარეულო უარყოფს, მეზობლებიც კი არ ესალმებიან. ბავშვის მამამ თავიდან მომიშორა და მითხრა, რა გარანტია მაქვს, რომ ჩემი შვილიაო. ბავშვზე უარი არ მითქვამს; მშობიარობა ტუალეტში მოულოდნელად დამეწყო, მარტო ვიყავი და მოულოდნელად ბავშვი ხელიდან გამისხლტა. ერთადერთი რაც გავაკეთე, მაშველების გამოვიძახე", - ამბობს დედა.

პოლიცია იკვლევს, რამდენად დამნაშავეა ქალი ამ საქმეში.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო: საკანალიზაციო მილში გაჭედილი ახალშობილი მაშველებმა იხსნეს (+18)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს