რამ გააღიზიანა ლანჩხუთში ფრაქციების თავმჯდომარეები?!

რამ გააღიზიანა ლანჩხუთში ფრაქციების თავმჯდომარეები?!

29 მაისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიგინეიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. თემა ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები იყო, რომლებშიც საუბარი საკრებულოს მრავალფრაქციულობასა და ფრაქციის ხელმძღვანელთა მაღალ ხელფასებს შეეხება. ამ პუბლიკაციებმა ფრაქციების თავმჯდომარეების გაღიზიანება გამოიწვია. ამირან გიგინეიშვილმა განმარტა, რომ ფრაქციის შექმნის უფლებას კანონი იძლევა. მისივე თქმით, ხელფასებიც პრეზიდენტის განკარგულებით არის განსაზღვრული.

"მოკლედ ვიტყვი, ავტობიოგრაფიების მოყოლას არ დავიწყებ. ისიც მინახავს აქ, "მხედრიონი" რომ შემომივარდა. ნუ დაამსგავსეთ 92 წელს დღევანდელი საკრებულო. "ნაციონალური მოძრაობის" დროს რას ვაკეთებდი, ყველამ კარგად იცის. დიდი ხნის წინ გავაკეთე განცხადება, რომ შევქმნიდი ფრაქციას. მე თქვენ გეუბნებით, ბალაგანს ნუ ემსგავსება საკრებულო!”, - განაცხადა საკრებულოს წევრმა დავით წულაძემ და დარბაზი დატოვა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა