სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჰომოფობიის დღე ასევე გლოვის დღეა, რადგან ბევრ ადამიანს კლავენ ორიენტაციის გამო"
"ჰომოფობიის დღე ასევე გლოვის დღეა, რადგან ბევრ ადამიანს კლავენ ორიენტაციის გამო"

17 მა­ისს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ჰო­მო­ფო­ბი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი აქ­ცია საკ­მა­ოდ მძი­მე შე­დე­გე­ბით დას­რულ­და. სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და მათი უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ქუ­ჩა­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და. რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, მკი­თხველ­მა ღია ეთერ­ში იხი­ლა. აქ­ცია ჰო­მო­ფო­ბი­ის წი­ნა­აღ­მდეგ "იდენ­ტო­ბამ" და­ა­ა­ნონ­სა, მას რამ­დე­ნი­მე უფ­ლე­ბა­დაც­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­უ­ერ­თდა. და­ვით-მი­ხე­ილ შუბ­ლა­ძე "ლგბტ სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. იმ დღეს რუს­თა­ველ­ზე თა­ვა­დაც იმ­ყო­ფე­ბო­და, მაგ­რამ სხვებ­თან ერ­თად პო­ლი­ცი­ამ სი­ტუ­ა­ცი­ას ისიც გა­ა­რი­და.

- დათო, ეს იყო "იდენ­ტო­ბის" მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი აქ­ცია, თუმ­ცა თქვენ "ლგბტ სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­ად­გენთ.

- დიახ, "იდენ­ტო­ბამ" და­ა­ა­ნონ­სა, მაგ­რამ თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცია გახ­ლდით. ადრე იმი­ტომ და­ა­ნონსდა, რომ თე­მის წევ­რებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ე­გოთ, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რმა ჟურ­ნა­ლის­ტმა არას­წო­რად გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. ანონსში ეწე­რა, რომ ეს იქ­ნე­ბო­და აქ­ცია ფლეშ­მო­ბით და მა­ნი­ფეს­ტა­ცია. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და­წე­რეს, რომ ეს იქ­ნე­ბო­და გე­ი­აღ­ლუ­მი, რაც, ცხა­დია, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში აგ­რე­სი­ას გა­მო­იწ­ვევ­და. მე­ო­რე სა­კი­თხია, რომ ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი უცხო­ეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აღ­ლუ­მე­ბის შე­სა­ხებ სა­ო­ცარ კად­რებს ავ­რცე­ლე­ბენ. მო­ქა­ლა­ქეს წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, რა არის აღ­ლუ­მი და მხო­ლოდ ბუმ­ბუ­ლე­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცე­ბის მსვლე­ლო­ბა ჰგო­ნია. რე­ა­ლუ­რად აღ­ლუ­მი ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტის­გან შედ­გე­ბა, ის, რა­საც ჩვენ ვხე­დავთ, ბოლო აკორ­დია, რი­თიც აღ­ლუ­მი მთავ­რდე­ბა. მას წინ უს­წრებს კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი და სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ვერ ჩა­ტარ­დე­ბა, რად­გან ამის ორ­გა­ნი­ზე­ბას ბევ­რი ფული სჭირ­დე­ბა. 30 ივ­ნისს სტამ­ბოლ­ში იქ­ნე­ბა საკ­მა­ოდ მრა­ვალპრო­ფი­ლი­ა­ნი გე­ი­აღ­ლუ­მი. ცდი­ლო­ბენ, ამით მე­სი­ჯი მი­ი­ტა­ნონ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო ადა­მი­ა­ნის და­ჩაგ­ვრა არ შე­იძ­ლე­ბა. ბოლო აკორ­დია "სი­ა­მა­ყის მსვლე­ლო­ბა", მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია აზრი, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი ცუდი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ამით ამ­ბო­ბენ, შე­მომ­ხე­დეთ, მეც ისე­თი ვარ, რო­გო­რიც თქვენ და მე ამა­ყი ვარ, რომ ვარ ადა­მი­ა­ნი. ამა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია. ბუმ­ბუ­ლე­ბი­ა­ნი ტან­საც­მე­ლი გე­მოვ­ნე­ბის ამ­ბა­ვია, ვი­ღა­ცას მოს­წონს, ვი­ღა­ცას - არა.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად უმ­ცი­რე­სო­ბის დამ­ცველ ადა­მი­ა­ნებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­სა­ბა­მი­სად ვერ აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას.

- პა­რა­დოქ­სია, რომ რამ­დენ­ჯე­რაც ტე­ლე­ვი­ზი­ით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კუ­თხით მო­ვინ­დო­მეთ გა­მოს­ვლა, პრო­პა­გან­და­ში დაგ­ვდეს ბრა­ლი. ამი­ტომ ვერ ხვდე­ბი, საით წახ­ვი­დე. ხალ­ხი მზად იყო ამის­თვის, მაგ­რამ გარ­კვე­ულ­მა ძა­ლებ­მა შე­უ­შა­ლეს ხელი, აქ მარ­ტო ეკ­ლე­სია არ იყო ჩა­რე­უ­ლი, რად­გან ბევ­რი ფული და­ი­ხარ­ჯა ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ში. რე­გი­ო­ნე­ბი­დან იყო ხალ­ხი ჩა­მო­სუ­ლი. ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან რომ გა­მო­ვი­ა­რე, ვერ მცნობ­დნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, და­გე­ში­ლე­ბი იყ­ვნენ ბუმ­ბუ­ლე­ბი­ან და ტან­გი­ან ბი­ჭებ­ზე.

- ამ ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად ვის მო­ი­აზ­რებთ?

- იქ სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. რამ­დე­ნად ნორ­მა­ლუ­რია ქრის­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის სი­ძულ­ვი­ლის აღ­ლუ­მის და­ფი­ნან­სე­ბა, ეს ცალ­კე თე­მაა. რაც მთა­ვა­რია, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ იყ­ვნენ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი. ჩემი მე­გო­ბა­რი რე­პორ­ტი­ო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პუშ­კი­ნის სკვერ­ში დარ­ჩნენ, შემ­დეგ მიყ­ვე­ბოდ­ნენ, მასა გა­ი­შა­ლა და ყო­ველ კუ­თხე-კუნ­ჭულ­ში ბუმ­ბუ­ლე­ბი­ან მა­მა­კა­ცებს ეძებ­დნენ და არა აქ­ტი­ვის­ტებ­სო. იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი აქ­ტი­ვის­ტე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დარ­ჩა, ვინც დრო­უ­ლად ვერ წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ და ვერ იც­ნეს. ჩვენ არა­ნა­ი­რი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნი არ გვქონ­და, უბ­რა­ლოდ, იმ ძა­ლა­დო­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად გა­მო­ვე­დით, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა.

- ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ არა­ვი­თა­რი ძა­ლა­დო­ბა არ ხდე­ბა. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ თა­ვის­თვის, სხვას ნუ შე­ა­წუ­ხე­ბე­ნო.

- დიახ, ამ­ბო­ბენ, ჩვენ სა­წოლ­ში არა­ვის ვუ­ვარ­დე­ბი­თო. თუმ­ცა ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი იმა­ზე თან­ხმდე­ბი­ან, რომ ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ სა­წო­ლის­გან არ შედ­გე­ბა. რო­გორც კი ადა­მი­ა­ნი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ჩნდე­ბა, აბ­რა­ლე­ბენ, რომ სა­კუ­თარ ორი­ენ­ტა­ცი­ას თავ­ზე ახ­ვევს სხვას. 2012 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი მე­სა­მე ლგბტ მო­ქა­ლა­ქე ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბით, ამ აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა რომ მო­ე­ცათ, შემ­დე­გი მო­თხოვ­ნა ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და.

- დიახ, ეს და­იხ­ვი­ეს ხელ­ზე, თუმ­ცა მინ­და ყვე­ლა და­ვამ­შვი­დო, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით თემ­ში არ არის ამა­ზე ლა­პა­რა­კი. ჯერ მი­ნი­მუ­მია გა­სა­კე­თე­ბე­ლი, სა­ჯა­რო და სა­კა­ნონ­მდებ­ლო სივ­რცე­ში არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. თუ ვინ­მეს უნდა ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა, ეს ცალ­კე თე­მაა, შე­იძ­ლე­ბა, მეც არ მომ­წონ­დეს, მაგ­რამ თუ თემს უნდა - თა­ნახ­მა ვარ, თუ ჩემ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, მე არ მჭირ­დე­ბა.

- თვი­თონ ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბის შიგ­ნით რამ­დე­ნად არის სო­ლი­და­რო­ბა?

- პა­რა­დოქ­სამ­დე მივ­დი­ვართ და რამ­დე­ნა­დაც უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, კონ­ტრაქ­ცი­ა­ზე ბევ­რი იყო თე­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. თვი­თონ­ვე გა­მო­დი­ან ამის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია სუ­ლი­ე­რი სი­მა­ხინ­ჯეა და ადა­მი­ა­ნებს რცხვე­ნი­ათ სა­კუ­თა­რი თა­ვის. შე­სა­ბა­მი­სად, იმის გამო, რომ ვინ­მემ მათ­ზე რამე არ იფიქ­როს, გა­მო­დი­ან და აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, ეს არის ში­ნა­გა­ნი ჰო­მო­ფო­ბია და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თავ­დაც­ვი­თი მე­ქა­ნიზ­მი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ჰომოფობიის დღე ასევე გლოვის დღეა, რადგან ბევრ ადამიანს კლავენ ორიენტაციის გამო"

"ჰომოფობიის დღე ასევე გლოვის დღეა, რადგან ბევრ ადამიანს კლავენ ორიენტაციის გამო"

17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგოდ დაანონსებული აქცია საკმაოდ მძიმე შედეგებით დასრულდა. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების და მათი უფლებების დამცველების წინააღმდეგ ქუჩაში რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. როგორ განვითარდა მოვლენები, მკითხველმა ღია ეთერში იხილა. აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ "იდენტობამ" დააანონსა, მას რამდენიმე უფლებადაცვითი ორგანიზაცია შეუერთდა. დავით-მიხეილ შუბლაძე "ლგბტ საქართველოს" წარმომადგენელია. იმ დღეს რუსთაველზე თავადაც იმყოფებოდა, მაგრამ სხვებთან ერთად პოლიციამ სიტუაციას ისიც გაარიდა.

- დათო, ეს იყო "იდენტობის" მიერ დაანონსებული აქცია, თუმცა თქვენ "ლგბტ საქართველოს" წარმოადგენთ.

- დიახ, "იდენტობამ" დააანონსა, მაგრამ თანაორგანიზატორი რამდენიმე ორგანიზაცია გახლდით. ადრე იმიტომ დაანონსდა, რომ თემის წევრებს, ჟურნალისტებს გაეგოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრმა ჟურნალისტმა არასწორად გაავრცელა ინფორმაცია. ანონსში ეწერა, რომ ეს იქნებოდა აქცია ფლეშმობით და მანიფესტაცია. ჟურნალისტებმა დაწერეს, რომ ეს იქნებოდა გეიაღლუმი, რაც, ცხადია, მოსახლეობაში აგრესიას გამოიწვევდა. მეორე საკითხია, რომ ჩვენი ჟურნალისტები უცხოეთში ჩატარებული აღლუმების შესახებ საოცარ კადრებს ავრცელებენ. მოქალაქეს წარმოდგენა არ აქვს, რა არის აღლუმი და მხოლოდ ბუმბულებიანი მამაკაცების მსვლელობა ჰგონია. რეალურად აღლუმი ბევრი კომპონენტისგან შედგება, ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, ბოლო აკორდია, რითიც აღლუმი მთავრდება. მას წინ უსწრებს კინოფესტივალი, ლიტერატურული საღამოები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. შესაბამისად, საქართველოში ეს ვერ ჩატარდება, რადგან ამის ორგანიზებას ბევრი ფული სჭირდება. 30 ივნისს სტამბოლში იქნება საკმაოდ მრავალპროფილიანი გეიაღლუმი. ცდილობენ, ამით მესიჯი მიიტანონ საზოგადოებამდე, რომ განსხვავებული ორიენტაციის გამო ადამიანის დაჩაგვრა არ შეიძლება. ბოლო აკორდია "სიამაყის მსვლელობა", მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, ჰომოსექსუალები ცუდი ადამიანები არიან, ამით ამბობენ, შემომხედეთ, მეც ისეთი ვარ, როგორიც თქვენ და მე ამაყი ვარ, რომ ვარ ადამიანი. ამაში განსაკუთრებული არაფერია. ბუმბულებიანი ტანსაცმელი გემოვნების ამბავია, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა.

- ყველაზე ხშირად უმცირესობის დამცველ ადამიანებს ადანაშაულებენ, რომ საზოგადოებას შესაბამისად ვერ აწვდიან ინფორმაციას.

- პარადოქსია, რომ რამდენჯერაც ტელევიზიით საგანმანათლებლო კუთხით მოვინდომეთ გამოსვლა, პროპაგანდაში დაგვდეს ბრალი. ამიტომ ვერ ხვდები, საით წახვიდე. ხალხი მზად იყო ამისთვის, მაგრამ გარკვეულმა ძალებმა შეუშალეს ხელი, აქ მარტო ეკლესია არ იყო ჩარეული, რადგან ბევრი ფული დაიხარჯა ხალხის მობილიზებაში. რეგიონებიდან იყო ხალხი ჩამოსული. ფილარმონიასთან რომ გამოვიარე, ვერ მცნობდნენ ეს ადამიანები, დაგეშილები იყვნენ ბუმბულებიან და ტანგიან ბიჭებზე.

- ამ ყველაფრის ორგანიზატორად ვის მოიაზრებთ?

- იქ სხვადასხვა პოლიტიკური გუნდი იყო მობილიზებული. რამდენად ნორმალურია ქრისტიანი ადამიანისთვის სიძულვილის აღლუმის დაფინანსება, ეს ცალკე თემაა. რაც მთავარია, ეს ადამიანები არ იყვნენ ინფორმირებულნი. ჩემი მეგობარი რეპორტიორები, რომლებიც პუშკინის სკვერში დარჩნენ, შემდეგ მიყვებოდნენ, მასა გაიშალა და ყოველ კუთხე-კუნჭულში ბუმბულებიან მამაკაცებს ეძებდნენ და არა აქტივისტებსო. იმიტომ, რომ ჩვენი აქტივისტებიდან რამდენიმე დარჩა, ვინც დროულად ვერ წამოვიყვანეთ და ვერ იცნეს. ჩვენ არანაირი განმასხვავებელი ნიშანი არ გვქონდა, უბრალოდ, იმ ძალადობის გასაპროტესტებლად გამოვედით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.

- ხშირად ამბობენ, რომ არავითარი ძალადობა არ ხდება. განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები იყვნენ თავისთვის, სხვას ნუ შეაწუხებენო.

- დიახ, ამბობენ, ჩვენ საწოლში არავის ვუვარდებითო. თუმცა ნორმალური ადამიანები იმაზე თანხმდებიან, რომ ცხოვრება მხოლოდ საწოლისგან არ შედგება. როგორც კი ადამიანი საჯარო სივრცეში ჩნდება, აბრალებენ, რომ საკუთარ ორიენტაციას თავზე ახვევს სხვას. 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მესამე ლგბტ მოქალაქე ძალადობის მსხვერპლია.

- გავრცელებული მოსაზრებით, ამ აქციის ჩატარების უფლება რომ მოეცათ, შემდეგი მოთხოვნა ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება იქნებოდა.

- დიახ, ეს დაიხვიეს ხელზე, თუმცა მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ჯერჯერობით თემში არ არის ამაზე ლაპარაკი. ჯერ მინიმუმია გასაკეთებელი, საჯარო და საკანონმდებლო სივრცეში არსებობის უფლებაზეა საუბარი. თუ ვინმეს უნდა ერთსქესიანი ქორწინება, ეს ცალკე თემაა, შეიძლება, მეც არ მომწონდეს, მაგრამ თუ თემს უნდა - თანახმა ვარ, თუ ჩემზე ვისაუბრებთ, მე არ მჭირდება.

- თვითონ ლგბტ საზოგადოების შიგნით რამდენად არის სოლიდარობა?

- პარადოქსამდე მივდივართ და რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, კონტრაქციაზე ბევრი იყო თემის წარმომადგენელი. თვითონვე გამოდიან ამის წინააღმდეგ. საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია სულიერი სიმახინჯეა და ადამიანებს რცხვენიათ საკუთარი თავის. შესაბამისად, იმის გამო, რომ ვინმემ მათზე რამე არ იფიქროს, გამოდიან და აპროტესტებენ, ეს არის შინაგანი ჰომოფობია და ჩვეულებრივი თავდაცვითი მექანიზმი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია