საქართველოს სამხედრო ძალებში იუნკრები ბრუნდებიან

საქართველოს სამხედრო ძალებში იუნკრები ბრუნდებიან

საქართველოს სამხედრო ძალებში იუნკრები ბრუნდებიან. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად "მსმენელად" იწოდებიან, იუნკრები დაერქმევათ. ცვლილება შედის როგორც აღნიშნულ კანონში, ასევე ყველა სხვა საკონონმდებლო აქტში და იქ, სადაც ტერმინი "მსმენელი" წერია, "იუნკერით" იცვლება.

"ახალგაზრდა ბატონის და საოფიცრო სასწავლებლის კურსანტის აღმნიშვნელი ტერმინი "იუნკერი", ქართულ ენაში საქართველოს დამცველი გმირი ჭაბუკის სინონიმად დამკვიდრდა და დღეს ამ სიტყვის თავდაცვის აკადემიის მსმენელებთან დაკავშირება ხელს შეუწყობს მათი საბრძოლო მოტივაციის გაზრდას, რომელიც სასურველი იქნებოდა საქართველოს ახალგაზრდობაში სამხედრო საქმის პოპულარიზაციისთვის. ამასთან, გარდა ტერმინის "იუნკერი" დამკვიდრებისა, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში იგეგმება სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, რომელიც იუნკერთა ხსოვნას უკვდავჰყოფს", - განმარტავს თავდაცვის სამინისტრო.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე