სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ციხის თანამშრომლები "პალიტრას" "ალ-ჯაზირას" ეძახდნენ"
"ციხის თანამშრომლები "პალიტრას" "ალ-ჯაზირას" ეძახდნენ"

გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლის" ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი არ­მაზ ხარ­ძი­ა­ნი 2010 წლის 24 ნო­ემ­ბერს და­ა­პა­ტიმ­რეს და ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-ტა­რე­ბის მუხ­ლე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს. ხარ­ძი­ა­ნის ად­ვო­კა­ტე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ და იმ 109-კა­ცი­ან მე­ო­რად სი­ა­შიც შე­იყ­ვა­ნეს, რომ­ლის გან­ხილ­ვა­საც სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია ჯერ არ ჩქა­რობს. არ­მაზ ხარ­ძი­ა­ნი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბის, კერ­ძოდ, სას­ჯელ­თა უპი­რო­ბო შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის გა­უქ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 16 მა­ისს გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

არ­მაზ ხარ­ძი­ა­ნი: - ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ 2010 წელს გარ­და­ბან­ში ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ვი­ყა­რე კენ­ჭი და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" შემ­დეგ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის სიით მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვე­დი. "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" მა­ნამ­დე და­ი­წყეს ჩემ­ზე ზე­წო­ლა, კან­დი­და­ტუ­რა მო­მეხ­სნა. უარს მოჰ­ყვა ტე­რო­რი ჩემს ოჯახ­ზე. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლე­ში" გა­ვა­შუ­ქეთ გიგი უგუ­ლა­ვას ცო­ლის მშო­ბი­ა­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვო­ი­ა­ჟი ავ­სტრი­ა­ში, რაც თბი­ლი­სის მერს 95.000 ევრო და­უჯ­და. ეს მა­შინ, როცა დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მას წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 80.000 ლარი ეწე­რა. ერ­თმა ჩემ­მა ნაც­ნობ­მა, რო­მე­ლიც ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, მი­თხრა, შენი და­ჭე­რის ბრძა­ნე­ბაა გა­ცე­მუ­ლიო. და­მა­კა­ვეს კი­დეც და შე­მი­ფარ­დეს ყა­ჩა­ღო­ბის მუხ­ლი (ეს ცალ­კე სა­უბ­რის თე­მაა, რო­გორ მო­მი­წყვეს ეს ყვე­ლა­ფე­რი).

- თუკი თვლი­დი, რომ უსა­მარ­თლოდ გა­გა­სა­მარ­თლეს, თა­ვი­დან­ვე რა­ტომ არ გა­აპ­რო­ტეს­ტე შენი უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა?

- ამის გა­კე­თე­ბა ძნე­ლია, რო­დე­საც ხარ გლ­და­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­დე­საც რე­ჟი­მის უფ­რო­სი არის ოლეგ ფა­ცა­ცია, ხოლო ცი­ხის უფ­რო­სი - ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად "კი­ლე­რა". თავ­და­პირ­ვე­ლად, და­ვა­პი­რე გაპ­რო­ტეს­ტე­ბა, ად­ვო­კატ­მა მი­თხრა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, თუ უდა­ნა­შა­უ­ლოა, მზად ვართ, ბო­ლომ­დე და­ვიც­ვა­თო. სა­პა­ტიმ­რო­ში მო­მი­ტა­ნეს გა­ზე­თე­ბი, რომ­ლის ერთ ნო­მერ­ში პა­ტი­მა­რი კა­ხა­ბერ თედ­ლი­აშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, მოკ­ვლას მი­პი­რე­ბე­ნო და შვე­ლას ითხოვ­და, გა­ზე­თის მომ­დევ­ნო ნო­მე­რი კი მის მკვლე­ლო­ბას იუ­წყე­ბო­და.

ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მი­თხრეს, თუ იტყვი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დად­გმუ­ლი იყო, იცო­დე, გა­ზე­თის მომ­დევ­ნო ნო­მერ­ში და­ი­წე­რე­ბა, ხარ­ძი­ა­ნი მოკ­ლე­სო.

სხვა­თა შო­რის, პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მაც შე­მომ­თა­ვა­ზეს, ვიხ­მა­უ­რებ­თო. ვკი­თხე, სი­ცო­ცხლის გა­რან­ტი­ას რო­მე­ლი მაძ­ლევთ-მეთ­ქი და პა­სუხზე ყვე­ლამ თავი შე­ი­კა­ვა. მა­ნამ­დე ვწერ­დი ინ­ტერ­ვი­უ­ებს ემ­ზარ კვი­ცი­ან­თან, რო­მე­ლიც ხში­რად ამ­ხელ­და ძველ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კო­დო­რის ხე­ო­ბის ჩა­ბა­რე­ბა­ში. ერთხელ კვი­ცი­ან­მა მომ­წე­რა, კა­ლა­ში ჩა­მო­ვალ და ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რო­თო. მათ ეს მი­მო­წე­რა და­მი­დეს წინ და მი­თხრეს, კვი­ცი­ა­ნი ჩა­მო­ი­ტყუე და დაგ­ვა­ჭე­რი­ნეო. შემ­დეგ კახა კუ­კა­ვა­სა და ზვი­ად ძი­ძი­გუ­რის­თვის ფუ­ლის ჩა­დე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, ვი­ტყვით, რომ ეს რუ­სუ­ლი ფუ­ლი­აო.

როცა მე­გო­ნა, ყვე­ლა­ფე­რი მი­წყნარ­და, მო­მი­სა­ჯეს 10 წელი-მეთ­ქი, ამის შემ­დეგ იყო ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი 26 მა­ი­სი და "პა­ლიტ­რა TV"-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცემა-ტყე­პის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ვი­დე­ო­ფი­რი, რა­საც ერთ კვი­რა­ში სა­გა­და­სა­ხა­დოს შეს­ვლა მოჰ­ყვა...

მათ გა­ახ­სენ­დათ, რომ "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" თა­ნამ­შრო­მე­ლი ვი­ყა­ვი და პირ­და­პირ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვილს და­ა­დე ხელი და თქვი, რომ შეკ­ვე­თი­ლი მა­სა­ლე­ბის წე­რას გა­ი­ძუ­ლებ­და­თო. სხვა­თა შო­რის, ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი "პა­ლიტ­რას" "ალ-ჯა­ზი­რას" ეძახ­დნენ, რაც გულ­ში ძალ­ზე მე­ა­მა­ყე­ბო­და. რო­დე­საც და­კი­თხვა და­მი­წყეს, ერ­თმა­ნეთს გა­და­უ­ლა­პა­რა­კეს, ეს არის "ალ-ჯა­ზი­რას" თა­ნამ­შრო­მე­ლიო. ჯერ მე­გო­ნა, ჩემ­თვის ჯა­შუ­შო­ბის დაბ­რა­ლე­ბა უნ­დო­დათ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ციხის თანამშრომლები "პალიტრას" "ალ-ჯაზირას" ეძახდნენ"

"ციხის თანამშრომლები "პალიტრას" "ალ-ჯაზირას" ეძახდნენ"

გაზეთ "ყველა სიახლის" ყოფილი ჟურნალისტი არმაზ ხარძიანი 2010 წლის 24 ნოემბერს დააპატიმრეს და ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარების მუხლებით გაასამართლეს. ხარძიანის ადვოკატები ჟურნალისტისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას მოითხოვდნენ და იმ 109-კაციან მეორად სიაშიც შეიყვანეს, რომლის განხილვასაც საპარლამენტო კომისია ჯერ არ ჩქარობს. არმაზ ხარძიანი საკანონმდებლო ცვლილების, კერძოდ, სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე 16 მაისს გათავისუფლდა.

არმაზ ხარძიანი: - ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2010 წელს გარდაბანში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ვიყარე კენჭი და "ნაციონალების" შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის სიით მეორე ადგილზე გავედი. "ნაციონალებმა" მანამდე დაიწყეს ჩემზე ზეწოლა, კანდიდატურა მომეხსნა. უარს მოჰყვა ტერორი ჩემს ოჯახზე. არჩევნების შემდეგ, გაზეთ "ყველა სიახლეში" გავაშუქეთ გიგი უგულავას ცოლის მშობიარობასთან დაკავშირებული ვოიაჟი ავსტრიაში, რაც თბილისის მერს 95.000 ევრო დაუჯდა. ეს მაშინ, როცა დეკლარაციაში მას წლიური შემოსავალი 80.000 ლარი ეწერა. ერთმა ჩემმა ნაცნობმა, რომელიც ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მითხრა, შენი დაჭერის ბრძანებაა გაცემულიო. დამაკავეს კიდეც და შემიფარდეს ყაჩაღობის მუხლი (ეს ცალკე საუბრის თემაა, როგორ მომიწყვეს ეს ყველაფერი).

- თუკი თვლიდი, რომ უსამართლოდ გაგასამართლეს, თავიდანვე რატომ არ გააპროტესტე შენი უკანონო პატიმრობა?

- ამის გაკეთება ძნელია, როდესაც ხარ გლდანის დაწესებულებაში, როდესაც რეჟიმის უფროსი არის ოლეგ ფაცაცია, ხოლო ციხის უფროსი - ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად "კილერა". თავდაპირველად, დავაპირე გაპროტესტება, ადვოკატმა მითხრა, ჟურნალისტები ამბობენ, თუ უდანაშაულოა, მზად ვართ, ბოლომდე დავიცვათო. საპატიმროში მომიტანეს გაზეთები, რომლის ერთ ნომერში პატიმარი კახაბერ თედლიაშვილი აცხადებდა, მოკვლას მიპირებენო და შველას ითხოვდა, გაზეთის მომდევნო ნომერი კი მის მკვლელობას იუწყებოდა.

ციხის თანამშრომლებმა მითხრეს, თუ იტყვი, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო, იცოდე, გაზეთის მომდევნო ნომერში დაიწერება, ხარძიანი მოკლესო.

სხვათა შორის, პოლიტიკურმა პარტიებმაც შემომთავაზეს, ვიხმაურებთო. ვკითხე, სიცოცხლის გარანტიას რომელი მაძლევთ-მეთქი და პასუხზე ყველამ თავი შეიკავა. მანამდე ვწერდი ინტერვიუებს ემზარ კვიციანთან, რომელიც ხშირად ამხელდა ძველ ხელისუფლებას კოდორის ხეობის ჩაბარებაში. ერთხელ კვიციანმა მომწერა, კალაში ჩამოვალ და ინტერვიუ ჩავწეროთო. მათ ეს მიმოწერა დამიდეს წინ და მითხრეს, კვიციანი ჩამოიტყუე და დაგვაჭერინეო. შემდეგ კახა კუკავასა და ზვიად ძიძიგურისთვის ფულის ჩადება შემომთავაზეს, ვიტყვით, რომ ეს რუსული ფულიაო.

როცა მეგონა, ყველაფერი მიწყნარდა, მომისაჯეს 10 წელი-მეთქი, ამის შემდეგ იყო ავადსახსენებელი 26 მაისი და "პალიტრა TV"-ს მიერ გავრცელებული ცემა-ტყეპის ექსკლუზიური ვიდეოფირი, რასაც ერთ კვირაში საგადასახადოს შესვლა მოჰყვა...

მათ გაახსენდათ, რომ "პალიტრამედიის" თანამშრომელი ვიყავი და პირდაპირ მეუბნებოდნენ, გიორგი თევდორაშვილს დაადე ხელი და თქვი, რომ შეკვეთილი მასალების წერას გაიძულებდათო. სხვათა შორის, ციხის თანამშრომლები "პალიტრას" "ალ-ჯაზირას" ეძახდნენ, რაც გულში ძალზე მეამაყებოდა. როდესაც დაკითხვა დამიწყეს, ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ეს არის "ალ-ჯაზირას" თანამშრომელიო. ჯერ მეგონა, ჩემთვის ჯაშუშობის დაბრალება უნდოდათ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ