საკანალიზაციო მილში გაჭედილი ახალშობილი მაშველებმა გადაარჩინეს

საკანალიზაციო მილში გაჭედილი ახალშობილი მაშველებმა გადაარჩინეს

ჩინეთის პროვინცია ჯეძიანში მაშველებმა საკანალიზაციო მილში გაჭედილი ახალშობილი გადაარჩინეს. მსგავსი შემთხვევები ჩინეთში ხშირად ხდება - ახალგაზრდა დედები არასასურველ ახალშობილებს პირდაპირ ქუჩაში ტოვებენ.

თუმცა, ახალშობილი სიცოცხლეს მეზობლებს უნდა უმადლოდეს - სახლის ბინადრებს მილიდან ბავშვის ტირილი მოესმათ და მაშველები გამოიძახეს. მეხანძრეებმა საკანალიზაციო მილში მალევე იპოვეს ახალშობილი ბიჭი, რომელსაც ჭიპლარიც კი არ ჰქონდა მოჭრილი. ბავშვის მილიდან ამოყვანის პროცედურას ერთ საათზე მეტი დასჭირდა. ახალშობილს ადგილზევე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ჩინური მედია იუწყება, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პოლიცია მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს. ჟურნალისტებისთვის ბავშვის მშობლების ვინაობა უცნობია.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს