სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Foreign Policy - "პოლიტიკური ვენდეტა საქართველოში"
Foreign Policy - "პოლიტიკური ვენდეტა საქართველოში"

"პო­ლი­ტი­კუ­რი ვენ­დე­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა Foreign Policy ანა ნემ­ცო­ვას სტა­ტი­ას, რო­მე­ლიც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის და­ა­ვა­დე­ბა ეყ­რე­ბა, როცა ახა­ლარ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რე­ბი თა­ვი­ანთ წი­ნა­მორ­ბე­დებს უს­წორ­დე­ბი­ან.

"მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბამ კი­დევ უფრო გაყო გახ­ლე­ჩი­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი და სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის, მათ შო­რის პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის გი­სო­სებს მიღ­მა ხილ­ვა ბევრ ქარ­თველს სურს. ბევ­რი კი უბ­რა­ლოდ გა­და­ი­ღა­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნე­ბი­თა და სკან­და­ლე­ბით. ნაც­ვლად ეკო­ნო­მი­კის აღორ­ძი­ნე­ბი­სა და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნი­სა, რა­საც პრე­მი­ე­რი ხალ­ხს შე­პირ­და, გა­პო­ლი­ტი­კო­სე­ბუ­ლი მი­ლი­არ­დე­რი ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­გორც ჩანს, პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ვან­შის კამ­პა­ნი­ის სურ­ვი­ლი­თაა შე­პყრო­ბი­ლი", - წერს ანა ნემ­ცო­ვა.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სულ რა­ღაც ერთი წლის წინ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში რი­გით მე­ო­რე ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო და ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ფორ­მა მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

"თუმ­ცა არც ერთი მისი მხარ­დამ­ჭე­რი, რომ­ლე­ბიც მის რე­ფორ­მებს აღ­ნიშ­ნავ­დნენ, არ გა­მო­ჩე­ნი­ლა სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში, სა­დაც ვანო მე­რა­ბიშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის მით­ვი­სე­ბის­თვის ასა­მარ­თლებ­დნენ", - წერს Foreign Policy-ის ჟურ­ნა­ლის­ტი.

რო­გორც ანა ნემ­ცო­ვა აღ­ნიშ­ნავს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ივა­ნიშ­ვი­ლი ხში­რად ადა­ნა­შა­უ­ლებს სა­ა­კაშ­ვილს რუ­სეთ­თან ომის წა­მო­წყე­ბა­ში და ამ ომს "სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი სამ­ხედ­რო ჩი­ნოს­ნე­ბის მხრი­დან მო­წყო­ბილ პრო­ვო­კა­ცი­ად" აფა­სებს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი მო­კავ­ში­რე მე­რა­ბიშ­ვი­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან კო­რუფ­ცი­ა­სა და თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­შიც და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"ცხა­დი იყო, რომ მის ამ გან­ცხა­დე­ბებს მალე მოჰ­ყვე­ბო­და და­კა­ვე­ბა. გა­სუ­ლი წლის არ­ჩევ­ნებ­ში ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ასო­ბით მხარ­დამ­ჭერ­მა და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი პო­ლი­ცი­ა­სა და სხვა სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­შია.

რო­გორც ანა ნემ­ცო­ვა აღ­ნიშ­ნავს, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი ცნო­ბი­ლი არი­ან თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვენ­დე­ტა­თი და ამის დას­ტუ­რად ბე­ლა­რუ­სი­სა და უკ­რა­ი­ნის მა­გა­ლი­თე­ბი მოჰ­ყავს.

"1994 წელს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ბე­ლა­რუ­სის ავ­ტო­რი­ტა­რულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კომ ბევ­რი ოპო­ნენ­ტი გა­მო­ამ­წყვდია ცი­ხე­ში. უკ­რა­ი­ნა­ში კი, პრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი, 2010 წლის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას აცხა­დებ­და, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და. ნაც­ვლად ამი­სა, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მან პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი და­ა­პა­ტიმ­რა, მათ შო­რის მთა­ვა­რი მე­ტო­ქე, უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იუ­ლია ტი­მო­შენ­კო. გა­სუ­ლი წლის გა­ზა­ფხულ­ზე ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის კრემლში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, რუ­სე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ან­ტი­პუ­ტი­ნუ­რი კამ­პა­ნი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის, მათ შო­რის ალექ­სეი ნა­ვალ­ნის, წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა წა­მო­ი­წყო", - წერს ანა ნემ­ცო­ვა.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, დიდ­ხანს არც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ივა­ნიშ­ვილს არ უც­დია, რათა მე­ზო­ბე­ლი ლი­დე­რე­ბის პრაქ­ტი­კა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სტი­ლი გა­და­ე­ღო.

"ექ­სპერტთა გან­ცხა­დე­ბით, ივა­ნიშ­ვილ­მა მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცი­ხე­ში ჩას­მა ოპო­ზი­ცი­ის და­სა­სუს­ტებ­ლად არ­ჩია", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი და გია ნო­დი­ას სი­ტყვებს ცი­ტი­რებს, რო­მელ­მაც მას­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ჯან­სა­ღი ოპო­ზი­ცი­ის არ­სე­ბო­ბის ნაც­ვლად, ივა­ნიშ­ვილ­მა ვენ­დე­ტა არ­ჩია.

რო­გორც ანა ნემ­ცო­ვა აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ამ­ბე­ბი არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლოა და მა­გა­ლი­თად NDI-ის ამას­წი­ნან­დე­ლი გა­მო­კი­თხვე­ბი მოჰ­ყავს, რომ­ლის თა­ნახ­მად, რეს­პონ­დენ­ტთა 72% კვლა­ვაც უმუ­შე­ვა­რია, 5%-მა კი სამ­სა­ხუ­რი ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კარ­გა.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე ეხ­მა­უ­რე­ბა 17 მა­ისს დარ­ბე­ულ აქ­ცი­ას, რომ­ლის დრო­საც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის წი­ნამ­ძღო­ლო­ბით ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი აქ­ცია და­არ­ბი­ეს.

"პო­ლი­ცი­ამ ვერ მო­ა­ხერ­ხა აქ­ტი­ვის­ტე­ბის დაც­ვა. აქ­ცი­ის 17 მო­ნა­წი­ლე და­შავ­და მი­უ­ხე­და­ვად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ივა­ნიშ­ვი­ლის გზავ­ნი­ლი­სა, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი იმა­ვე უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ, რო­გორც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი", - აღ­ნიშ­ნავს ანა ნემ­ცო­ვა და ცი­ტი­რებს გია ნო­დი­ას კო­მენ­ტარს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სო­ცი­ა­ლუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა მა­ტუ­ლობს. პო­ლი­ტი­კურ­მა რეპ­რე­სი­ებ­მა კი, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო გრძელ­ვა­დი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო ომამ­დე მი­იყ­ვა­ნოს.

"მაგ­რამ მო­დით, იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ გია ნო­დია ცდე­ბა", - წერს ანა ნემ­ცო­ვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Foreign Policy-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

Foreign Policy - "პოლიტიკური ვენდეტა საქართველოში"

Foreign Policy - "პოლიტიკური ვენდეტა საქართველოში"

"პოლიტიკური ვენდეტა საქართველოში", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Foreign Policy ანა ნემცოვას სტატიას, რომელიც ვანო მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურება.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების დაავადება ეყრება, როცა ახალარჩეული ლიდერები თავიანთ წინამორბედებს უსწორდებიან.

"მერაბიშვილის დაკავებამ კიდევ უფრო გაყო გახლეჩილი ქართული საზოგადოება. ყოფილი პოლიციელი და სამხედრო მაღალჩინოსნების, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის გისოსებს მიღმა ხილვა ბევრ ქართველს სურს. ბევრი კი უბრალოდ გადაიღალა პოლიტიკური დევნებითა და სკანდალებით. ნაცვლად ეკონომიკის აღორძინებისა და სამუშაო ადგილების შექმნისა, რასაც პრემიერი ხალხს შეპირდა, გაპოლიტიკოსებული მილიარდერი ივანიშვილი, როგორც ჩანს, პოლიტიკური რევანშის კამპანიის სურვილითაა შეპყრობილი", - წერს ანა ნემცოვა.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ ვანო მერაბიშვილი ქვეყანაში რიგით მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო და ბევრი წარმატებული რეფორმა მის სახელს უკავშირდება.

"თუმცა არც ერთი მისი მხარდამჭერი, რომლებიც მის რეფორმებს აღნიშნავდნენ, არ გამოჩენილა სასამართლო დარბაზში, სადაც ვანო მერაბიშვილს სახელმწიფო სახსრების მითვისებისთვის ასამართლებდნენ", - წერს Foreign Policy-ის ჟურნალისტი.

როგორც ანა ნემცოვა აღნიშნავს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილი ხშირად ადანაშაულებს სააკაშვილს რუსეთთან ომის წამოწყებაში და ამ ომს "სააკაშვილისა და მისი სამხედრო ჩინოსნების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციად" აფასებს. პრემიერ-მინისტრმა სააკაშვილისა და მისი მოკავშირე მერაბიშვილი ფართომასშტაბიან კორუფციასა და თანამდებობრივის უფლებამოსილების გადამეტებაშიც დაადანაშაულა.

"ცხადი იყო, რომ მის ამ განცხადებებს მალე მოჰყვებოდა დაკავება. გასული წლის არჩევნებში ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ, სააკაშვილის ასობით მხარდამჭერმა დაკარგა სამსახური პოლიციასა და სხვა სამინისტროებში", - ნათქვამია სტატიაშია.

როგორც ანა ნემცოვა აღნიშნავს, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ლიდერები ცნობილი არიან თავიანთი პოლიტიკური წინამორბედების მიმართ განხორციელებული ვენდეტათი და ამის დასტურად ბელარუსისა და უკრაინის მაგალითები მოჰყავს.

"1994 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბელარუსის ავტორიტარულმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბევრი ოპონენტი გამოამწყვდია ციხეში. უკრაინაში კი, პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, 2010 წლის საარჩევნო კამპანიისას აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მისი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება იქნებოდა. ნაცვლად ამისა, არჩევნების შემდეგ მან პოლიტიკური ოპონენტები დააპატიმრა, მათ შორის მთავარი მეტოქე, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. გასული წლის გაზაფხულზე ვლადიმერ პუტინის კრემლში დაბრუნებისთანავე, რუსეთის პროკურატურამ ანტიპუტინური კამპანიის ორგანიზატორების, მათ შორის ალექსეი ნავალნის, წინააღმდეგ გამოძიება წამოიწყო", - წერს ანა ნემცოვა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, დიდხანს არც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს  არ უცდია, რათა მეზობელი ლიდერების პრაქტიკაში დამკვიდრებული სტილი გადაეღო.

"ექსპერტთა განცხადებით, ივანიშვილმა მერაბიშვილის ციხეში ჩასმა ოპოზიციის დასასუსტებლად არჩია", - წერს სტატიის ავტორი და გია ნოდიას სიტყვებს ციტირებს, რომელმაც მასთან საუბარში განაცხადა, რომ ჯანსაღი ოპოზიციის არსებობის ნაცვლად, ივანიშვილმა ვენდეტა არჩია.

როგორც ანა ნემცოვა აღნიშნავს, საქართველოს ბოლოდროინდელი ამბები არცთუ სახარბიელოა და მაგალითად NDI-ის ამასწინანდელი გამოკითხვები მოჰყავს, რომლის თანახმად, რესპონდენტთა 72% კვლავაც უმუშევარია, 5%-მა კი სამსახური ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაკარგა.

სტატიის ავტორი ასევე ეხმაურება 17 მაისს დარბეულ აქციას, რომლის დროსაც სასულიერო პირების წინამძღოლობით ათასობით ადამიანმა ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი აქცია დაარბიეს.

"პოლიციამ ვერ მოახერხა აქტივისტების დაცვა. აქციის 17 მონაწილე დაშავდა მიუხედავად პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის გზავნილისა, რომ სექსუალური უმცირესობები იმავე უფლებებით სარგებლობენ, როგორც სხვა ადამიანები", - აღნიშნავს ანა ნემცოვა და ციტირებს გია ნოდიას კომენტარს, რომ საქართველოში სოციალური დაძაბულობა მატულობს. პოლიტიკურმა რეპრესიებმა კი, შესაძლოა, საქართველო გრძელვადიან სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს.

"მაგრამ მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ გია ნოდია ცდება", - წერს ანა ნემცოვა.

მომზადებულია Foreign Policy-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა