მუსულმანი ლესბოსელები ბრიტანეთში დაქორწინდნენ

მუსულმანი ლესბოსელები ბრიტანეთში დაქორწინდნენ

პაკისტანელი ქალები - 34 წლის რეჰანა კაუსარი და 29 წლის სობია კამარი პირველი ლესბოსელი მუსულმანი წყვილია, რომელიც ბრიტანეთში დაქორწინდა.

წყვილმა ქალაქ ლიდზიში ოფიციალურად იქორწინა. ქალების საქორწინო რეგისტრაციას ორი უახლოესი მეგობარი ესწრებოდა. მათ ცერემონიის შემდეგ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს, რადგან სამშობლოში არ დაედგომებათ - წყვილის სიცოცხლეს პაკისტანში საფრთხე ემუქრება.

ქალებმა ჟურნალისტებთან საუბარში აღიარეს, რომ პაკისტანიდან მუქარის წერილები მიიღეს; რეჰანას თქმით, ჰომოსექსუალური ურთიერთობა მშობლიურ ქვეყანაში არალეგალურია და ისლამს ეწინააღმდეგება. თუმცა, მათ მხოლოდ პაკისტანიდან არ ემუქრებიან - რეჰანასა და სობიას წინააღმდეგ ბრიტანელებიც გამოდიან.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს