სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვინც ოდესმე ივანიშვილის გაცურება მოინდომა, ყველას თავისი მიეზღვება"
"ვინც ოდესმე ივანიშვილის გაცურება მოინდომა, ყველას თავისი მიეზღვება"

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ის­ტო­რი­უ­ლი ირო­ნი­აა, რომ მე­რა­ბიშ­ვილს მის მი­ერ­ვე რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ცია ბორ­კი­ლე­ბით და­ა­ტა­რებ­სო. ის­ტო­რი­უ­ლის რა მო­გახ­სე­ნოთ, მაგ­რამ ბე­დის ირო­ნი­ა­ზე კი შეგ­ვიძ­ლია ვე­სა­უბ­როთ პრე­ზი­დენტს თუ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" გენმდი­ვანს. მე­რა­ბიშ­ვი­ლის ის ცნო­ბი­ლი ფოტო, რო­მელ­ზეც ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ენა­გა­მო­ყო­ფი­ლია (რაც კარ­გი სიმ­ბო­ლოა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის და­სას­რუ­ლი­სა), ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძის გა­და­ღე­ბუ­ლია - ერთ-ერ­თის იმ ფო­ტო­რე­პორ­ტი­ორ­თა­გან, რომ­ლე­ბიც ორი წლის წინ მე­რა­ბიშ­ვილ­მა ჯა­შუ­შე­ბად გა­მო­ა­ცხა­და, ცი­ხე­ში აყურ­ყუ­ტა და შან­ტა­ჟით თუ მუ­ქა­რით ბრა­ლი "აღი­ა­რე­ბი­ნა". სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის ჯა­შუ­შო­ბა არ და­ი­ჯე­რა და "დიდ ვა­ნოს" უკან და­ხე­ვა მო­უხ­და. დღეს კი უკვე თა­ვად მე­რა­ბიშ­ვი­ლი "ნე­ბივ­რობს" "მატ­რო­სო­ვის" ცი­ხე­ში და რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის (ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით), თა­ნა­გუნ­დე­ლებ­საც არ სჯე­რათ. ამ მო­საზ­რე­ბას ეთან­ხმე­ბა ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე, რო­მე­ლიც ასე­ვე აბ­სურ­დუ­ლად მი­იჩ­ნევს ვერ­სი­ას, თით­ქოს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" გენმდი­ვა­ნი 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის გა­და­სა­ფა­რად და­ა­კა­ვეს.

- ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ მსხვი­ლი ფი­გუ­რაა იმის­თვის, რომ მისი და­კა­ვე­ბით 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბი გა­და­ე­ფა­რათ. თუმ­ცა მის­მა და­კა­ვე­ბამ ნამ­დვი­ლად გა­და­ფა­რა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის და­მუხ­რუ­ჭე­ბის თემა, რო­მელ­ზეც ლა­პა­რა­კობ­დნენ 19 მა­ისს სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში შეკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. თუმ­ცა სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას ამ ეტაპ­ზე არ ვე­ლო­დი. ის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნია, რომ­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც კვლავ მრავ­ლად არი­ან და­სავ­ლეთ­ში. ვფიქ­რობ­დი, რომ ამას მო­ე­რი­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­სავ­ლე­ლებს საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი წა­რუდ­გი­ნა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბამ ნაკ­ლე­ბად ხმა­უ­რი­ა­ნად ჩა­ი­ა­რა.

- თუმ­ცა ამ ამ­ბავს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ყვე­ლა - აშშ-ით და­წყე­ბუ­ლი და ეუ­თო­თი დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ეს თქვენ ნაკ­ლებ ხმა­უ­რად მი­გაჩ­ნი­ათ?

- ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­სავ­ლე­თის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი რომ არ წა­რედ­გი­ნა, გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ბევ­რად მწვა­ვე და ხმა­უ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და. მე სხვა რამ გა­მიკ­ვირ­და - "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" გენმდივ­ნის და­კა­ვე­ბას ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. თუმ­ცა შემ­დეგ ჩემ­თვის გა­სა­გე­ბი გახ­და, თუ რა ღრმა კონ­ტაქ­ტე­ბი ჰქონ­და მე­რა­ბიშ­ვილს ამ ქვეყ­ნებ­თან. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ბიზ­ნეს­ს­ქე­მე­ბიც იყო აწყო­ბი­ლი, რო­მელ­შიც მე­რა­ბიშ­ვილ­თან ერ­თად სო­მე­ხი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი პო­ლი­ტე­ლი­ტა მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

- რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, მეც და ბევრ ჩემს კო­ლე­გა­საც დარ­ჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ პრე­ზი­დენ­ტი მა­ინ­ცდა­მა­ინც შე­წუ­ხე­ბუ­ლი არ იყო. ისე, ექ­სპერ­ტებ­მაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის ოთხკე­დელ­შუა გამ­წე­სე­ბით "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ელი­ტის დიდ­მა ნა­წილ­მა შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქა.

- არა მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლი, არა­მედ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ე. წ. თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ფრთა უკვე აშ­კა­რად ცდი­ლობს, გა­ე­მიჯ­ნოს მე­რა­ბიშ­ვილს. რო­გორც ჩანს, მათ ყვე­ლა­ზე კარ­გად იცი­ან, თუ რა და­ნა­შა­უ­ლე­ბი აქვს ჩა­დე­ნი­ლი ყო­ფილ პრე­მი­ერს.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენტს, სა­ა­კაშ­ვილ­სა და მე­რა­ბიშ­ვილს შო­რის ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში რომ არ იყო, ამის შე­სა­ხებ ბოლო პე­რი­ოდ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია. თუმ­ცა 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ამ, რო­დე­საც მე­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ტინგზე მის­ვლი­სას და­ტო­ვა აქ­ცია, და­ა­დას­ტუ­რა, რომ მათ შო­რის უთან­ხმო­ე­ბაა. მე­რა­ბიშ­ვილ­მა ამით ცხა­დი გა­ხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, აღარ არ­სე­ბობს.

- მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა, რომ მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­ი­წყოს ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მა? მა­გა­ლი­თად, თუ დარ­წმუნ­და, რომ თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა სა­ბო­ლო­ოდ გა­წი­რეს?

- უპირ­ვე­ლე­სად, უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი შემ­დგა­რი დამ­ნა­შა­ვეა, რა­საც ვერ ვი­ტყვით, მა­გა­ლი­თად, და­ვით ბაქ­რა­ძე­ზე თუ გიგა ბო­კე­რი­ა­ზე. გა­მო­ძი­ე­ბას იმ­დე­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა, რომ სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბე­ბი - კრი­მი­ნა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბაც საკ­მა­რი­სია. თუნ­დაც გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე რად ღირს.

- შე­საძ­ლოა, გა­მო­ძი­ე­ბას მარ­თლაც ჰქონ­დეს ბევრ საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ, ალ­ბათ, არც ის უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რებს არა­ერ­თხელ გა­ნუ­ცხა­დე­ბი­ათ, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" სამ­თავ­რო­ბო ბერ­კე­ტე­ბის გა­და­ბა­რე­ბამ­დე არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­ა­ნად­გუ­რე­სო. თუ ეს მარ­თა­ლია, მა­შინ დიდი დატ­ვირ­თვა გა­და­დის მოწ­მე­ებ­ზე. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ასე­თი მოწ­მე (შემ­დგომ­ში პა­ტი­ე­ბის გა­რან­ტი­ით) შე­საძ­ლოა, იყოს კუდ-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე სოსო თო­ფუ­რი­ძე. ამ ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, შე­საძ­ლოა, თო­ფუ­რი­ძეს პი­რა­დი წყე­ნაც ამოძ­რა­ვებ­დეს, რად­გან მე­რა­ბიშ­ვი­ლი და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ელი­ტა დროს ტა­რე­ბი­სას მას ამ­ცი­რებ­დნენ და კლო­უ­ნად გა­მოჰ­ყავ­დათ.

- მარ­თლაც, სოსო თო­ფუ­რი­ძე პი­რა­დად ჰყვე­ბო­და, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რო­გორ იგ­დებ­დნენ აბუ­ჩად და დას­ცი­ნოდ­ნენ. გა­მი­ჭირ­დე­ბა იმა­ზე სა­უ­ბა­რი, მის­ცემს თუ არა თო­ფუ­რი­ძე მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბას. "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, უპირ­ვე­ლე­სად, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გახ­ვი­ეს და­ნა­შა­ულ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მე­ეჭ­ვე­ბა, რომ სოსო თო­ფუ­რი­ძემ, რო­მელ­მაც თურ­ქეთს შე­ა­ფა­რა თავი, სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­აღ­მდე­გაც და­ი­წყოს ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მა. თუმ­ცა არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ - თო­ფუ­რი­ძე ძვე­ლი კად­რია და იცის, რო­გორ გა­მო­ნა­ხოს სა­ერ­თო ენა გა­მო­ძი­ე­ბას­თან.

- თუ და­ი­წყო ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა, ალ­ბათ, ბრა­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის იმე­დიც ექ­ნე­ბა. ისე, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა თუ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა არა­ერ­თხელ მი­ა­ნიშ­ნეს, რომ თუ ახა­ლა­ი­ე­ბი ალა­პა­რაკ­დე­ბი­ან, მათ შე­ღა­ვათს გა­უ­წე­ვენ.

- ჩემი აზ­რით, ამის­თვის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს ამ­ზა­დე­ბენ. სხვა­თა შო­რის, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან სწო­რად მო­იქ­ცა, რო­დე­საც მხო­ლოდ ბაჩო ახა­ლა­ია და­ა­კა­ვა. ამან "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ჯერ გა­აკ­ვირ­ვა, შემ­დეგ გა­ა­ხა­რა, რომ ერთი კა­ცის და­კა­ვე­ბით გა­დარ­ჩნენ, მერე კი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა და­ი­წყო, ერ­თმა­ნეთ­თან კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდათ: ბაჩო ახა­ლა­ია რომ ცი­ხე­შია, შენ რა­ტომ ხარ გა­რეთ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა ან იყი­დე, ან ჩვენს ზურგს უკან ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­უ­რიგ­დიო. რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლა­ი­ებს, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, პი­რა­დად მათ მის­ცენ ჩვე­ნე­ბე­ბი. მათ გა­რე­მოც­ვა­ში არის ბევ­რი პირი, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ძი­ე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი მი­ა­წო­დონ. ამას გა­ა­კე­თე­ბენ თუნ­დაც იმ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ზე" შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, რომ­ლე­ბიც ახა­ლა­ი­ებს გა­ე­მიჯ­ნენ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ვინც ოდესმე ივანიშვილის გაცურება მოინდომა, ყველას თავისი მიეზღვება"

"ვინც ოდესმე ივანიშვილის გაცურება მოინდომა, ყველას თავისი მიეზღვება"

მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილის დაკავების შემდეგ განაცხადა, ისტორიული ირონიაა, რომ მერაბიშვილს მის მიერვე რეფორმირებული პოლიცია ბორკილებით დაატარებსო. ისტორიულის რა მოგახსენოთ, მაგრამ ბედის ირონიაზე კი შეგვიძლია ვესაუბროთ პრეზიდენტს თუ "ნაცმოძრაობის" გენმდივანს. მერაბიშვილის ის ცნობილი ფოტო, რომელზეც ყოფილი პრემიერი ენაგამოყოფილია (რაც კარგი სიმბოლოა მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულისა), ირაკლი გედენიძის გადაღებულია - ერთ-ერთის იმ ფოტორეპორტიორთაგან, რომლებიც ორი წლის წინ მერაბიშვილმა ჯაშუშებად გამოაცხადა, ციხეში აყურყუტა და შანტაჟით თუ მუქარით ბრალი "აღიარებინა". საზოგადოებამ ფოტორეპორტიორების ჯაშუშობა არ დაიჯერა და "დიდ ვანოს" უკან დახევა მოუხდა. დღეს კი უკვე თავად მერაბიშვილი "ნებივრობს" "მატროსოვის" ციხეში და რჩება შთაბეჭდილება, რომ მისი უდანაშაულობის (ზურაბ ჭიაბერაშვილისგან განსხვავებით), თანაგუნდელებსაც არ სჯერათ. ამ მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი მამუკა არეშიძე, რომელიც ასევე აბსურდულად მიიჩნევს ვერსიას, თითქოს "ნაცმოძრაობის" გენმდივანი 17 მაისის მოვლენების გადასაფარად დააკავეს.

- ვანო მერაბიშვილი საკმაოდ მსხვილი ფიგურაა იმისთვის, რომ მისი დაკავებით 17 მაისის მოვლენები გადაეფარათ. თუმცა მისმა დაკავებამ ნამდვილად გადაფარა სამართლიანობის აღდგენის დამუხრუჭების თემა, რომელზეც ლაპარაკობდნენ 19 მაისს სპორტის სასახლეში შეკრებილი ადამიანები. თუმცა სიმართლე გითხრათ, მერაბიშვილის დაკავებას ამ ეტაპზე არ ველოდი. ის "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანია, რომლის მხარდამჭერებიც კვლავ მრავლად არიან დასავლეთში. ვფიქრობდი, რომ ამას მოერიდებოდა საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალმა ხელისუფლებამ დასავლელებს საკმაოდ სერიოზული არგუმენტები წარუდგინა და მერაბიშვილის დაკავებამ ნაკლებად ხმაურიანად ჩაიარა.

- თუმცა ამ ამბავს გამოეხმაურა ყველა - აშშ-ით დაწყებული და ეუთოთი დამთავრებული. ეს თქვენ ნაკლებ ხმაურად მიგაჩნიათ?

- ახალ ხელისუფლებას დასავლეთისთვის სერიოზული არგუმენტები რომ არ წარედგინა, გამოხმაურება ბევრად მწვავე და ხმაურიანი იქნებოდა. მე სხვა რამ გამიკვირდა - "ნაცმოძრაობის" გენმდივნის დაკავებას ყველაზე აქტიურად სომხეთი და აზერბაიჯანი გამოეხმაურნენ. თუმცა შემდეგ ჩემთვის გასაგები გახდა, თუ რა ღრმა კონტაქტები ჰქონდა მერაბიშვილს ამ ქვეყნებთან. არ გამოვრიცხავ, რომ ბიზნესსქემებიც იყო აწყობილი, რომელშიც მერაბიშვილთან ერთად სომეხი და აზერბაიჯანელი პოლიტელიტა მონაწილეობდა.

- როდესაც მიხეილ სააკაშვილი მერაბიშვილის დაკავებას გამოეხმაურა, მეც და ბევრ ჩემს კოლეგასაც დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი მაინცდამაინც შეწუხებული არ იყო. ისე, ექსპერტებმაც განაცხადეს, რომ მერაბიშვილის ოთხკედელშუა გამწესებით "ნაცმოძრაობის" ელიტის დიდმა ნაწილმა შვებით ამოისუნთქა.

- არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ "ნაცმოძრაობის" ე. წ. თავისუფლების ინსტიტუტის ფრთა უკვე აშკარად ცდილობს, გაემიჯნოს მერაბიშვილს. როგორც ჩანს, მათ ყველაზე კარგად იციან, თუ რა დანაშაულები აქვს ჩადენილი ყოფილ პრემიერს.

რაც შეეხება პრეზიდენტს, სააკაშვილსა და მერაბიშვილს შორის ყველაფერი წესრიგში რომ არ იყო, ამის შესახებ ბოლო პერიოდში ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია. თუმცა 19 აპრილის აქციამ, როდესაც მერაბიშვილმა სააკაშვილის მიტინგზე მისვლისას დატოვა აქცია, დაადასტურა, რომ მათ შორის უთანხმოებაა. მერაბიშვილმა ამით ცხადი გახადა, რომ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, აღარ არსებობს.

- მოსალოდნელია თუ არა, რომ მერაბიშვილმა დაიწყოს ჩვენებების მიცემა? მაგალითად, თუ დარწმუნდა, რომ თანაგუნდელებმა საბოლოოდ გაწირეს?

- უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებისთვის ვანო მერაბიშვილი შემდგარი დამნაშავეა, რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად, დავით ბაქრაძეზე თუ გიგა ბოკერიაზე. გამოძიებას იმდენი მტკიცებულება ექნება, რომ სულაც არ არის აუცილებელი მერაბიშვილის ჩვენებები - კრიმინალური ფაქტების დემონსტრირებაც საკმარისია. თუნდაც გირგვლიანის საქმე რად ღირს.

- შესაძლოა, გამოძიებას მართლაც ჰქონდეს ბევრ საქმეზე მტკიცებულებები, მაგრამ, ალბათ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალი ხელისუფლების წევრებს არაერთხელ განუცხადებიათ, "ნაციონალებმა" სამთავრობო ბერკეტების გადაბარებამდე არაერთი მტკიცებულება გაანადგურესო. თუ ეს მართალია, მაშინ დიდი დატვირთვა გადადის მოწმეებზე. ერთ-ერთი ვერსიით, ასეთი მოწმე (შემდგომში პატიების გარანტიით) შესაძლოა, იყოს კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო თოფურიძე. ამ ვერსიის თანახმად, შესაძლოა, თოფურიძეს პირადი წყენაც ამოძრავებდეს, რადგან მერაბიშვილი და "ნაცმოძრაობის" ელიტა დროს ტარებისას მას ამცირებდნენ და კლოუნად გამოჰყავდათ.

- მართლაც, სოსო თოფურიძე პირადად ჰყვებოდა, "ნაცმოძრაობის" ელიტის წარმომადგენლები როგორ იგდებდნენ აბუჩად და დასცინოდნენ. გამიჭირდება იმაზე საუბარი, მისცემს თუ არა თოფურიძე მერაბიშვილის საწინააღმდეგო ჩვენებას. "ნაციონალებმა" ბევრი ადამიანი, უპირველესად, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები გახვიეს დანაშაულში. შესაბამისად, მეეჭვება, რომ სოსო თოფურიძემ, რომელმაც თურქეთს შეაფარა თავი, საკუთარი თავის წინააღმდეგაც დაიწყოს ჩვენებების მიცემა. თუმცა არაფერს გამოვრიცხავ - თოფურიძე ძველი კადრია და იცის, როგორ გამონახოს საერთო ენა გამოძიებასთან.

- თუ დაიწყო ჩვენების მიცემა, ალბათ, ბრალის შემსუბუქების იმედიც ექნება. ისე, არჩილ კბილაშვილმა თუ ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ მიანიშნეს, რომ თუ ახალაიები ალაპარაკდებიან, მათ შეღავათს გაუწევენ.

- ჩემი აზრით, ამისთვის საზოგადოებრივ აზრს ამზადებენ. სხვათა შორის, ახალი ხელისუფლება ძალიან სწორად მოიქცა, როდესაც მხოლოდ ბაჩო ახალაია დააკავა. ამან "ნაციონალები" ჯერ გააკვირვა, შემდეგ გაახარა, რომ ერთი კაცის დაკავებით გადარჩნენ, მერე კი განხეთქილება დაიწყო, ერთმანეთთან კითხვები გაუჩნდათ: ბაჩო ახალაია რომ ციხეშია, შენ რატომ ხარ გარეთ, თავისუფლება ან იყიდე, ან ჩვენს ზურგს უკან ახალ ხელისუფლებას გაურიგდიო. რაც შეეხება ახალაიებს, არ არის აუცილებელი, პირადად მათ მისცენ ჩვენებები. მათ გარემოცვაში არის ბევრი პირი, რომელთაც შეუძლიათ გამოძიებას კონკრეტული ფაქტები მიაწოდონ. ამას გააკეთებენ თუნდაც იმ "ნაციონალებზე" შურისძიების მიზნით, რომლებიც ახალაიებს გაემიჯნენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა