სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მამია სანადირაძე - "მოთმინების ფიალა აივსო"
მამია სანადირაძე - "მოთმინების ფიალა აივსო"

მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 19000-მდე სა­ჩი­ვა­რია შე­სუ­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს შე­ლა­ხუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის აღ­დგე­ნას ითხო­ვენ. თით­ქმის ყვე­ლა მათ­გან­მა პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან ერ­თნა­ი­რი ში­ნა­არ­სის პა­სუ­ხი მი­ი­ღო - რომ კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი მათი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პარ­ლა­მენ­ტმა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მოხ­დე­ბა მათი სა­ჩივ­რე­ბის შეს­წავ­ლა. პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მდგე­ნი 15-კა­ცი­ა­ნი კო­მი­სია შე­იქ­მნე­ბა, რო­მელ­საც, მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის 3-წლი­ა­ნი ვადა გა­ნე­სა­ზღვრე­ბა.

ცოტა ხნის წინ ყუ­რადსა­ღე­ბი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლო": რო­გორც გა­ირ­კვა, ჩვენ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად, უამ­რა­ვი მო­ქა­ლა­ქე სა­ხელ­მწი­ფოს რო­გორც მოძ­რავ, ასე­ვე უძ­რავ ქო­ნე­ბა­სა და სა­მე­წარ­მეო წი­ლებს "სჩუქ­ნი­და". 2004-2012 წლებ­ში ფი­ზი­კუ­რი და კერ­ძო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მიერ სა­ხელ­მწი­ფოს­თვის გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 163 მი­ლი­ონ 175.118 ლარი, 11 მი­ლი­ონ 568.836 დო­ლა­რი და 10.100 ევრო შე­ად­გი­ნა.

ქო­ნე­ბა­წარ­თმე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან ღე­ლა­ვენ, რად­გან მათ საქ­მე­ებს ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დე­ბი გას­დის, ამას­თა­ნა­ვე, მათი კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის სხვა პი­რებ­ზე სას­წრა­ფოდ გას­ხვი­სე­ბაც გრძელ­დე­ბა. ისიც კარ­გად ეს­მით, რომ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მყიდ­ვე­ლის­გან ქო­ნე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბა უფრო გა­უ­ჭირ­დე­ბათ. რაც დრო გა­დის, სა­მარ­თლის მომ­ლო­დი­ნე ხალ­ხის მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა ივ­სე­ბა. რეპ­რე­სი­რე­ბულ­მა ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა მოძ­რა­ო­ბა "და­აბ­რუ­ნე" შექ­მნეს, რო­მელ­საც "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" ყო­ფი­ლი მე­პატ­რო­ნე, მა­მია სა­ნა­დი­რა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში 300-მდე უფ­ლე­ბა­შე­ლა­ხუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია გა­წევ­რე­ბუ­ლი. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მათ იმე­დი გა­უც­რუა და ამ 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია მათი პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

მა­მია სა­ნა­დი­რა­ძე:

- წინა რე­ჟი­მის მიერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი წარ­თმე­უ­ლი უფ­ლე­ბის აღ­დგე­ნა­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას უშე­დე­გოდ ვი­თხოვთ. ყვე­ლა ამ საქ­მე­ში ჩი­ნოვ­ნი­კი, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ფი­გუ­რი­რებ­და. სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვი­სი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბით მოქ­მე­დებ­და. ჰყავ­და 2 თა­ნა­შემ­წე - ადე­იშ­ვი­ლი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ხალ­ხს ქო­ნე­ბას არ­თმევ­და. გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­სუ­ლი ათა­სო­ბით საქ­მე. მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ძვრა არ არის, რად­გან დღეს პრაქ­ტი­კუ­ლად, პრო­კუ­რა­ტუ­რას არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ გა­აჩ­ნია, რომ ეს საქ­მე­ე­ბი შე­ის­წავ­ლოს. მათ აქვთ მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ე­ბი და იმას ვერ აუ­დი­ან. ისევ ძველ პრო­კუ­რო­რებს ამუ­შა­ვე­ბენ, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებს სა­ში­ნელ დღე­ში აგ­დებ­დნენ. ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა რომ მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ამ­ბობ­და, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას აღად­გენ­და, მაგ­რამ სად არის სა­მარ­თა­ლი?!

- მი­გაჩ­ნი­ათ, რომ 7 თვე საკ­მა­რი­სი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამის მი­საღ­წე­ვად?

- ძა­ლი­ან ბევ­რი დროა გა­სუ­ლი. რაც მთა­ვა­რია, ამ დრო­ში ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ნად­გურ­დე­ბა. რაც დღეს ხდე­ბა, ეს და­ნა­შა­უ­ლია და ამას, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აკე­თებს. აშ­კა­რა გულ­გრი­ლო­ბაა, რომ ამ­დენ ხანს არ იძი­ებ საქ­მეს. როცა ხე­დავ, რომ ეს სა­და­ვო ქო­ნე­ბა სხვა პი­რებ­ზე ფორმ­დე­ბა და ამის შე­სა­ჩე­რებ­ლად არა­ფერს აკე­თებ, ეს და­ნა­შა­უ­ლია. გარ­კვე­უ­ლი "მო­ფუს­ფუ­სე ელე­მენ­ტე­ბი", რომ­ლე­ბიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გვერ­დით არი­ან, მას აში­ნე­ბენ, რომ ეს თან­ხე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­სახ­დე­ლი იქ­ნე­ბა და ამას ბი­უ­ჯე­ტი ვერ გა­უძ­ლებს.

- რა თან­ხებ­ზეა სა­უ­ბა­რი, და­ახ­ლო­ე­ბით მა­ინც თუ შე­გიძ­ლი­ათ, თქვათ?

- 7 მი­ლი­არდს ასა­ხე­ლე­ბენ, მაგ­რამ ეს მო­გო­ნი­ლი ციფ­რი და ვი­ღა­ცე­ბის მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მის ნა­წი­ლია, რომ არ და­ი­წყოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უკა­ნო­ნოდ არის გამ­დიდ­რე­ბუ­ლი, ნა­ძარ­ცვი­თა და ნა­ყა­ჩა­ღა­რით. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა "და­ა­ლა­გონ". სამ­წუ­ხა­როდ, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა და­ჩაგ­რულ ხალ­ხს არ გვხვდე­ბა. ორ­ჯერ მივ­წე­რეთ წე­რი­ლი, აქ­ცი­აც გავ­მარ­თეთ, მაგ­რამ 6 თვე­ში მან ვერ გა­მო­ნა­ხა დრო, ამ და­ჩაგ­რულ ხალ­ხს შეგ­ვხვედ­რო­და და ჩვე­ნი პო­ზი­ცია მო­ეს­მი­ნა. პა­ტი­ო­სა­ნი კა­ცია ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი, ადრე გვა­ნუ­გე­შებ­და, გვერ­დში გვედ­გა, მაგ­რამ ახლა ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს ისიც აღარ პა­სუ­ხობს. 7 თვე უაზ­როდ და­ი­კარ­გა. საქ­მე­ებს ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დე­ბი გას­დის, მერე რა ქნას ამ ხალ­ხმა?.. ჩემს ბიზ­ნესს ბავ­შვი­ვით ვზრდი­დი 12 წე­ლი­წა­დი. ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის კა­ბე­ლე­ბი მა­შინ ნა­ჯა­ხით იჩე­ხე­ბო­და, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ნად­გურ­დე­ბო­და, იმ აპა­რა­ტუ­რას გვი­ზი­ა­ნებ­დნენ, რო­მე­ლიც მო­ნო­პო­ლის­ტი კომ­პა­ნი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გვქონ­და გან­თავ­სე­ბუ­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შე­მა­ერ­თე­ბე­ლი მავ­თუ­ლე­ბი მხო­ლოდ იმ კომ­პა­ნი­ას ჰქონ­და. და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც არ გვაძ­ლევ­დნენ. ამას და­ე­მა­ტა და­ძა­ბუ­ლო­ბა მთავ­რო­ბას­თან. ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­ი­ნა­ხა ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც ინ­ტერ­ნეტს თვალ­თვა­ლი­სა და მოს­მე­ნის კუ­თხით ჰქონ­და. სურ­და, მთე­ლი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა. მო­ი­თხოვ­დნენ, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უნი­ფორ­მით შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი წა­სუ­ლიყ­ვნენ სახ­ლებ­ში ინ­ტერ­ნე­ტის და­სა­ინ­სტა­ლი­რებ­ლად ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლის შე­სა­კე­თებ­ლად და იქ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი და მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რა და­ე­მონ­ტა­ჟე­ბი­ნათ. ამას შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე და ამი­ტომ გა­მო­მი­ცხა­დეს ომი. და­ჭე­რით და­მე­მუქრნენ.

სა­ბო­ლო­ოდ, იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­დეს, მე­ა­თედ ფას­ში გა­მე­ყი­და ჩემი კომ­პა­ნია და მე­უღ­ლე­სა და 4 შვილ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო და­მე­ტო­ვე­ბი­ნა... მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა ამევ­სო. თუ სა­ხელ­მწი­ფო ვერ აბ­რუ­ნებს, მა­შინ ჩვენ თვი­თონ და­ვიბ­რუ­ნებთ ჩვენს ქო­ნე­ბას. წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბა ისევ აქვთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ბან­დის წევ­რებს, ნა­წი­ლი მათი ახ­ლობ­ლე­ბის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ნა­წი­ლის გას­ხვი­სე­ბა ახ­ლაც ხდე­ბა და ამას შო­რი­დან უყუ­რებს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ჩემი წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის ერთ-ერ­თმა ამ­ჟა­მინ­დელ­მა მე­წი­ლემ, ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ამ უკვე და­იტ­რა­ბა­ხა, რომ ყვე­ლაფ­რის "და­ლა­გე­ბა" მო­ა­ხერ­ხა. ეს გა­მოთ­ქმა იმას ნიშ­ნავს, რომ მან ქო­ნე­ბა გაყო და ეს თან­ხე­ბი მი­ი­ღეს იმ უზ­ნეო ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც ფუ­ლის შოვ­ნის მო­მენტს ყო­ველ­თვის ელო­დე­ბოდ­ნენ და ეს დრო და­უდ­გათ. რო­გორც ყო­ველ­თვის, ახ­ლაც ბევ­რი მედ­რო­ვე და გაღ­ლე­ტი­ლია მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის ახერ­ხე­ბენ, "მი­ე­წე­ბონ" ასეთ მოძ­რა­ო­ბას, რომ შემ­დეგ "დიდი კა­ცე­ბი" გახ­დნენ. ისევ მომ­გე­ბი­ა­ნია ძარ­ცვა-გლე­ჯა და ნა­ძარ­ცვის გა­ყო­ფა, მძარ­ცვე­ლე­ბის­თვის ხე­ლის მო­მარ­თვა და არა - და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა. თუ მთავ­რო­ბა ჩვენ­ზე ფიქ­რობს, - ესე­ნი იყა­ყა­ნე­ბენ და მერე გა­ჩუმ­დე­ბი­ა­ნო, - ძა­ლი­ან ცდე­ბა. მოთ­მი­ნე­ბა­საც აქვს სა­ზღვა­რი, არ გავ­ჩერ­დე­ბით.

- ამ­ბობთ, რომ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი "ალა­გე­ბენ" სი­ტუ­ა­ცი­ას. კონ­კრე­ტუ­ლად თუ შე­გიძ­ლი­ათ თქვათ, ვის­თან ხდე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა?

- ვის­თან ლაგ­დე­ბა, არ ვიცი, მაგ­რამ აშ­კა­რად ვა­ტყობ, რომ ჩემი საქ­მე უკვე გა­ჩერ­და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. ორი თვეა, პა­სუხს აღარ მცე­მენ. ამ ვი­თა­რე­ბა­ში მარ­თა­ლი გა­მო­დის მა­ქა­ცა­რი­ას ნათ­ქვა­მი. არა­და, თუ არ და­ი­სა­ჯნენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, ახალ­მო­სუ­ლი მედ­რო­ვე­ე­ბი ისე­თი­ვე ურჩხუ­ლე­ბად გა­და­იქ­ცე­ვი­ან, რო­გო­რა­დაც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი იქცა... რო­გორ გა­ვი­გო სი­მარ­თლე? შიგ­ნით ვერ შევ­დი­ვარ, გა­მო­ძი­ე­ბა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ასე ვე­ლო­დო და 100-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბა სხვას და­ვუ­ტო­ვო?! ჩვენ ვხვდე­ბით ექ­სპერ­ტებს, ვა­ა­ნა­ლი­ზებთ ყვე­ლა­ფერს და ვხე­დავთ, რომ არ­სე­ბობს ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბი, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ფერს აკე­თებს ამის­თვის.

- ბევ­რი ქო­ნე­ბა გას­ხვი­სე­ბუ­ლია. ამ შემ­თხვე­ვა­ში რა გა­მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძებ­ნოს?

- თუ ნამ­დვი­ლად კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მყიდ­ვე­ლი იყო, არ უნდა და­ზა­რალ­დეს, მაგ­რამ უნდა და­ამ­ტკი­ცოს, რომ ფული რე­ა­ლუ­რად ჰქონ­და და გა­და­ი­ხა­და. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთ წევ­რს გორ­ში ბა­ზა­რი წა­არ­თვეს, თით­ქოს ებ­რა­ულ­მა ფირ­მამ იყი­და, მაგ­რამ თან­ხა - 700 ათა­სი ლარი ბან­კში ბაზ­რის ჩა­დე­ბის შემ­დეგ აღე­ბუ­ლი კრე­დი­ტით გა­და­ი­ხა­და. ეს არის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მყიდ­ვე­ლი: აშ­კა­რაა, ის გა­რი­გე­ბუ­ლი იყო ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­თან, რომ ჯერ აი­ღებ­და გო­რის ბა­ზარს, მერე ბან­კში ჩა­დებ­და ამ ქო­ნე­ბას და კრე­დი­ტით გა­და­იხ­დი­და. ასე მოხ­და "კავ­კა­სუ­სის" შემ­თხვე­ვა­შიც. მომ­ცეს სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის მე­ა­თე­დი, ამის­თვის მთე­ლი ჩემი ქო­ნე­ბა ბან­კში ჩა­დეს, იქი­დან აღე­ბუ­ლი კრე­დი­ტი მომ­ცეს და უზარ­მა­ზა­რი ვალი და­ა­დეს აწყო­ბილ კომ­პა­ნი­ას. ბან­კე­ბის მოქ­მე­დე­ბე­ბიც დიდი კი­თხვის ნიშ­ნებს ბა­დებს: ისი­ნი ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და ამა­საც გა­მო­ძი­ე­ბა სჭირ­დე­ბა. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, ხალ­ხმა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ცი­ხე­ში უნდა იხი­ლოს, რომ სხვებ­მა იგი­ვე არ გა­ბე­დონ. ჩემი შვი­ლე­ბი აქ იმი­ტომ არ ჩა­მომ­ყავს, რომ არ მინ­და, ძა­ლა­დო­ბა და მლიქ­ვნე­ლო­ბა ის­წავ­ლონ. სა­ნამ არ იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ე­რე­ბა აღ­დგე­ნი­ლი, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი და პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი - და­ფა­სე­ბუ­ლი, მათ ინ­გლი­სი­დან არ ჩა­მო­ვიყ­ვან. ვიბ­რძო­ლებ, რომ ჩემ­მა შვი­ლებ­მა აქ შეძ­ლონ ცხოვ­რე­ბა, პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მა და ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა. რო­გორ გა­ჩერ­დეს ჯე­მალ ლე­ო­ნი­ძე, როცა მას 100-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბა წა­არ­თვეს?! მის ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებს ახლა "გალ­ფი" აწე­რია, ცი­ხე­ში გა­მო­კე­ტეს და ახლა შო­რი­დან უყუ­რებს, მის ორ­მი­ლი­ო­ნი­ან სახ­ლში ვი­ღაც ზონ­დე­რი რო­გორ ცხოვ­რობს, თვი­თონ კი ნა­თე­სავ­თან არის შე­კედ­ლე­ბუ­ლი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ამას მშვი­დად უყუ­რო?! თუ არ და­ი­სა­ჯა ეს ხალ­ხი, მერ­წმუ­ნეთ, არა­ვინ არ გა­ჩერ­დე­ბა და სა­მარ­თლის აღ­დგე­ნას თვი­თონ და­ი­წყებს. ჩვენ უფრო მე­ტად ის გვა­წუ­ხებს, რომ პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი დამ­ჩაგ­რა­ვი და­ი­სა­ჯოს, ფული მე­ო­რე ად­გილ­ზეა. მა­გა­ლი­თად, იყოს 30-წლი­ა­ნი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­სა­ჯონ. კაცს სულ­ში რომ ჩა­გა­ფურ­თხე­ბენ, ეს ყვე­ლა­ზე მძი­მეა.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მამია სანადირაძე - "მოთმინების ფიალა აივსო"

მამია სანადირაძე - "მოთმინების ფიალა აივსო"

მთავარ პროკურატურაში 19000-მდე საჩივარია შესული და ადამიანები წინა ხელისუფლების დროს შელახული უფლებების აღდგენას ითხოვენ. თითქმის ყველა მათგანმა პროკურატურიდან ერთნაირი შინაარსის პასუხი მიიღო - რომ კანონიერ ძალაში შესული მათი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვისთვის აუცილებელია, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილება განახორციელოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მათი საჩივრების შესწავლა. პრობლემის მოსაგვარებლად, მართლმსაჯულების ხარვეზების აღმდგენი 15-კაციანი კომისია შეიქმნება, რომელსაც, მომზადებული კანონპროექტის თანახმად, უფლებამოსილების 3-წლიანი ვადა განესაზღვრება.

ცოტა ხნის წინ ყურადსაღები მონაცემები გამოაქვეყნა ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო": როგორც გაირკვა, ჩვენში ყოველწლიურად, უამრავი მოქალაქე სახელმწიფოს როგორც მოძრავ, ასევე უძრავ ქონებასა და სამეწარმეო წილებს "სჩუქნიდა". 2004-2012 წლებში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფოსთვის გადაფორმებული ქონების საერთო ღირებულებამ 163 მილიონ 175.118 ლარი, 11 მილიონ 568.836 დოლარი და 10.100 ევრო შეადგინა.

ქონებაწართმეული ადამიანები ძალიან ღელავენ, რადგან მათ საქმეებს ხანდაზმულობის ვადები გასდის, ამასთანავე, მათი კუთვნილი ქონების სხვა პირებზე სასწრაფოდ გასხვისებაც გრძელდება. ისიც კარგად ესმით, რომ კეთილსინდისიერი მყიდველისგან ქონების უკან დაბრუნება უფრო გაუჭირდებათ. რაც დრო გადის, სამართლის მომლოდინე ხალხის მოთმინების ფიალა ივსება. რეპრესირებულმა ბიზნესმენებმა მოძრაობა "დააბრუნე" შექმნეს, რომელსაც "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მეპატრონე, მამია სანადირაძე ხელმძღვანელობს. ამ ორგანიზაციაში 300-მდე უფლებაშელახული ბიზნესმენია გაწევრებული. ისინი აცხადებენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ მათ იმედი გაუცრუა და ამ 7 თვის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია მათი პრობლემის მოსაგვარებლად.

მამია სანადირაძე:

- წინა რეჟიმის მიერ დაზარალებული უამრავი ადამიანი წართმეული უფლების აღდგენასა და სამართლიანობას უშედეგოდ ვითხოვთ. ყველა ამ საქმეში ჩინოვნიკი, სახელმწიფო ინსტიტუტები ფიგურირებდა. სააკაშვილი თავისი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებით მოქმედებდა. ჰყავდა 2 თანაშემწე - ადეიშვილი და მერაბიშვილი და ხალხს ქონებას ართმევდა. გამოსაძიებელია პროკურატურაში შესული ათასობით საქმე. მაგრამ ჯერჯერობით ძვრა არ არის, რადგან დღეს პრაქტიკულად, პროკურატურას არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ ეს საქმეები შეისწავლოს. მათ აქვთ მიმდინარე საქმეები და იმას ვერ აუდიან. ისევ ძველ პროკურორებს ამუშავებენ, რომლებიც ადამიანებს საშინელ დღეში აგდებდნენ. ბატონი ბიძინა რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ამბობდა, რომ სამართლიანობას აღადგენდა, მაგრამ სად არის სამართალი?!

- მიგაჩნიათ, რომ 7 თვე საკმარისი უნდა ყოფილიყო ამის მისაღწევად?

- ძალიან ბევრი დროა გასული. რაც მთავარია, ამ დროში ბევრი მტკიცებულება ნადგურდება. რაც დღეს ხდება, ეს დანაშაულია და ამას, ნებსით თუ უნებლიეთ, "ქართული ოცნება" აკეთებს. აშკარა გულგრილობაა, რომ ამდენ ხანს არ იძიებ საქმეს. როცა ხედავ, რომ ეს სადავო ქონება სხვა პირებზე ფორმდება და ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებ, ეს დანაშაულია. გარკვეული "მოფუსფუსე ელემენტები", რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გვერდით არიან, მას აშინებენ, რომ ეს თანხები სახელმწიფოს გადასახდელი იქნება და ამას ბიუჯეტი ვერ გაუძლებს.

- რა თანხებზეა საუბარი, დაახლოებით მაინც თუ შეგიძლიათ, თქვათ?

- 7 მილიარდს ასახელებენ, მაგრამ ეს მოგონილი ციფრი და ვიღაცების მზაკვრული გეგმის ნაწილია, რომ არ დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა. ბევრი ადამიანი უკანონოდ არის გამდიდრებული, ნაძარცვითა და ნაყაჩაღარით. ისინი ცდილობენ, ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობა "დაალაგონ". სამწუხაროდ, ბატონი ბიძინა დაჩაგრულ ხალხს არ გვხვდება. ორჯერ მივწერეთ წერილი, აქციაც გავმართეთ, მაგრამ 6 თვეში მან ვერ გამონახა დრო, ამ დაჩაგრულ ხალხს შეგვხვედროდა და ჩვენი პოზიცია მოესმინა. პატიოსანი კაცია ზაქარია ქუცნაშვილი, ადრე გვანუგეშებდა, გვერდში გვედგა, მაგრამ ახლა ჩვენს სატელეფონო ზარებს ისიც აღარ პასუხობს. 7 თვე უაზროდ დაიკარგა. საქმეებს ხანდაზმულობის ვადები გასდის, მერე რა ქნას ამ ხალხმა?.. ჩემს ბიზნესს ბავშვივით ვზრდიდი 12 წელიწადი. ჩვენი კომპანიის კაბელები მაშინ ნაჯახით იჩეხებოდა, ინფრასტრუქტურა ნადგურდებოდა, იმ აპარატურას გვიზიანებდნენ, რომელიც მონოპოლისტი კომპანიის ტერიტორიაზე გვქონდა განთავსებული. მოსახლეობასთან შემაერთებელი მავთულები მხოლოდ იმ კომპანიას ჰქონდა. დაზიანებების შეკეთების საშუალებასაც არ გვაძლევდნენ. ამას დაემატა დაძაბულობა მთავრობასთან. ვანო მერაბიშვილმა დაინახა ის შესაძლებლობები, რაც ინტერნეტს თვალთვალისა და მოსმენის კუთხით ჰქონდა. სურდა, მთელი ინტერნეტსივრცე გაეკონტროლებინა. მოითხოვდნენ, ჩვენი თანამშრომლების უნიფორმით შს სამინისტროს თანამშრომლები წასულიყვნენ სახლებში ინტერნეტის დასაინსტალირებლად ან დაზიანებულის შესაკეთებლად და იქ სათვალთვალო კამერები და მოსასმენი აპარატურა დაემონტაჟებინათ. ამას შევეწინააღმდეგე და ამიტომ გამომიცხადეს ომი. დაჭერით დამემუქრნენ.

საბოლოოდ, იძულებული გამხადეს, მეათედ ფასში გამეყიდა ჩემი კომპანია და მეუღლესა და 4 შვილთან ერთად, საქართველო დამეტოვებინა... მოთმინების ფიალა ამევსო. თუ სახელმწიფო ვერ აბრუნებს, მაშინ ჩვენ თვითონ დავიბრუნებთ ჩვენს ქონებას. წართმეული ქონება ისევ აქვთ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებული ბანდის წევრებს, ნაწილი მათი ახლობლების, ოჯახის წევრების სახელზეა გაფორმებული, ნაწილის გასხვისება ახლაც ხდება და ამას შორიდან უყურებს ახალი ხელისუფლება. ჩემი წართმეული ქონების ერთ-ერთმა ამჟამინდელმა მეწილემ, ხვიჩა მაქაცარიამ უკვე დაიტრაბახა, რომ ყველაფრის "დალაგება" მოახერხა. ეს გამოთქმა იმას ნიშნავს, რომ მან ქონება გაყო და ეს თანხები მიიღეს იმ უზნეო ადამიანებმა, რომლებიც ფულის შოვნის მომენტს ყოველთვის ელოდებოდნენ და ეს დრო დაუდგათ. როგორც ყოველთვის, ახლაც ბევრი მედროვე და გაღლეტილია მოსული ხელისუფლებაში. ასეთი ადამიანები ყოველთვის ახერხებენ, "მიეწებონ" ასეთ მოძრაობას, რომ შემდეგ "დიდი კაცები" გახდნენ. ისევ მომგებიანია ძარცვა-გლეჯა და ნაძარცვის გაყოფა, მძარცველებისთვის ხელის მომართვა და არა - დანაშაულის გამოძიება. თუ მთავრობა ჩვენზე ფიქრობს, - ესენი იყაყანებენ და მერე გაჩუმდებიანო, - ძალიან ცდება. მოთმინებასაც აქვს საზღვარი, არ გავჩერდებით.

- ამბობთ, რომ ბიზნესმენები "ალაგებენ" სიტუაციას. კონკრეტულად თუ შეგიძლიათ თქვათ, ვისთან ხდება მოლაპარაკება?

- ვისთან ლაგდება, არ ვიცი, მაგრამ აშკარად ვატყობ, რომ ჩემი საქმე უკვე გაჩერდა პროკურატურაში. ორი თვეა, პასუხს აღარ მცემენ. ამ ვითარებაში მართალი გამოდის მაქაცარიას ნათქვამი. არადა, თუ არ დაისაჯნენ დამნაშავეები, ახალმოსული მედროვეები ისეთივე ურჩხულებად გადაიქცევიან, როგორადაც ვანო მერაბიშვილი იქცა... როგორ გავიგო სიმართლე? შიგნით ვერ შევდივარ, გამოძიება არ მიმდინარეობს, ასე ველოდო და 100-მილიონიანი ქონება სხვას დავუტოვო?! ჩვენ ვხვდებით ექსპერტებს, ვაანალიზებთ ყველაფერს და ვხედავთ, რომ არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის გზები, მაგრამ ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამისთვის.

- ბევრი ქონება გასხვისებულია. ამ შემთხვევაში რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს?

- თუ ნამდვილად კეთილსინდისიერი მყიდველი იყო, არ უნდა დაზარალდეს, მაგრამ უნდა დაამტკიცოს, რომ ფული რეალურად ჰქონდა და გადაიხადა. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს გორში ბაზარი წაართვეს, თითქოს ებრაულმა ფირმამ იყიდა, მაგრამ თანხა - 700 ათასი ლარი ბანკში ბაზრის ჩადების შემდეგ აღებული კრედიტით გადაიხადა. ეს არის არაკეთილსინდისიერი მყიდველი: აშკარაა, ის გარიგებული იყო ეკონომიკის სამინისტროსთან, რომ ჯერ აიღებდა გორის ბაზარს, მერე ბანკში ჩადებდა ამ ქონებას და კრედიტით გადაიხდიდა. ასე მოხდა "კავკასუსის" შემთხვევაშიც. მომცეს საბაზრო ღირებულების მეათედი, ამისთვის მთელი ჩემი ქონება ბანკში ჩადეს, იქიდან აღებული კრედიტი მომცეს და უზარმაზარი ვალი დაადეს აწყობილ კომპანიას. ბანკების მოქმედებებიც დიდი კითხვის ნიშნებს ბადებს: ისინი ორგანიზებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ და ამასაც გამოძიება სჭირდება. ერთხელ და სამუდამოდ, ხალხმა დამნაშავეები ციხეში უნდა იხილოს, რომ სხვებმა იგივე არ გაბედონ. ჩემი შვილები აქ იმიტომ არ ჩამომყავს, რომ არ მინდა, ძალადობა და მლიქვნელობა ისწავლონ. სანამ არ იქნება საქართველოში კანონიერება აღდგენილი, კეთილსინდისიერი და პატიოსანი ადამიანი - დაფასებული, მათ ინგლისიდან არ ჩამოვიყვან. ვიბრძოლებ, რომ ჩემმა შვილებმა აქ შეძლონ ცხოვრება, პატიოსანი შრომა და ბიზნესის წარმოება. როგორ გაჩერდეს ჯემალ ლეონიძე, როცა მას 100-მილიონიანი ქონება წაართვეს?! მის ავტოგასამართ სადგურებს ახლა "გალფი" აწერია, ციხეში გამოკეტეს და ახლა შორიდან უყურებს, მის ორმილიონიან სახლში ვიღაც ზონდერი როგორ ცხოვრობს, თვითონ კი ნათესავთან არის შეკედლებული. როგორ შეიძლება, ამას მშვიდად უყურო?! თუ არ დაისაჯა ეს ხალხი, მერწმუნეთ, არავინ არ გაჩერდება და სამართლის აღდგენას თვითონ დაიწყებს. ჩვენ უფრო მეტად ის გვაწუხებს, რომ პირველ რიგში, ჩვენი დამჩაგრავი დაისაჯოს, ფული მეორე ადგილზეა. მაგალითად, იყოს 30-წლიანი ობლიგაციები, მაგრამ ყველაზე მთავარია, დამნაშავეები დასაჯონ. კაცს სულში რომ ჩაგაფურთხებენ, ეს ყველაზე მძიმეა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ