თეა თუთბერიძე: ეკლესიის ეშინიათ, ამიტომ საქმის ჩასაფარცხავად მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დაიჭირეს

თეა თუთბერიძე: ეკლესიის ეშინიათ, ამიტომ საქმის ჩასაფარცხავად მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დაიჭირეს

"ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია ციხეში რომ არიან, ხოლო ზურაბ ადეიშვილი და დათა ახალაია კი- ძებნილები, ეს ჩვენი ბრალია",- ამბობს "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე...

- თეა, რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ მერაბიშვილისა და ახალაიას ციხეში მოხვედრა თქვენი ბრალია?

- იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება დღეს იგივეს აკეთებს, რასაც 1 ოქტომბრამდე აკეთებდა... სასამართლოში "ვარდების რევოლუციის" შემდეგაც იყვნენ პროკურატურის დაკვეთის შემსრულებლები და დღესაც არიან. "ნაციონალური" მმართველობაც მშვენივრად ირგებდა არადამოუკიდებელ სასამართლოს და ეს ხელისუფლებაც. ის რეალობა, რაც პოლიციაში, პროკურატურასა და სასამართლოში იყო, ახალმა ხელისუფლებამ სათავისოდ გამოიყენა. აშკარაა, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური დაკვეთის მსხვერპლია.

- ამის თქმის საბაბს რა გაძლევთ?

- ის, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო წვერებიანი და ანაფორიანი მღვდლების ძალადობის აღკვეთა. შეგახსნებთ, რომ 17 მაისს ეკლესიას შეფარებული კრიმინალები დარბოდნენ, იგინებოდნენ და ხალხს ჩაქოლვისკენ მოუწოდებდნენ. ხელისუფლება ამ ადამიანების სათანადოდ დასჯას ვერ ახერხებს, რადგან ეკლესიის ეშინია. ამიტომ ადგა და საქმის ჩასაფარცხავად ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაიჭირა. საუბარი იმაზე, რომ ამ ადამიანებზე აქამდე გამოძიება მიმდინარეობდა არასერიოზულია.

- რატომ, მერაბიშვილი ხომ აქამდეც არაერთხელ დაიბარეს დაკითხვაზე?

- მერაბიშვილისთვის ბრალი 17 მაისამდე ერთი კვირით ადრე, ან ერთი თვის შემდეგ რომ წაეყენებინათ, მაშინ შეიძლებოდა დამაჯერებელი ყოფილიყო "ქართული ოცნების" ნათქვამი იმის შესახებ, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და მართლაც სერიოზული კომპრომატები მოიპოვეს. "ლგბტ" ადამინების დარბევიდან რამდენიმე დღეში, როდესაც საზოგადოება ანაფორაში გადაცმული კრიმინალების დასჯას მოითხოვს და შენ მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს იჭერ, ე.ი. საქმის ჩაფარცხვა გინდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა