ჰილტონების იმპერიის მემკვიდრე პერის ჰილტონი თხოვდება. გართობის მოყვარული 31 წლის პერისი ცოლად 21 წლის მოდელ რივერ ვიპერს მიჰყვება.
პერისმა და ვიპერმა ურთიერთობა 2012 წლის ოქტომბერში დაიწყეს, ჰილტონს კი უკვე მასთან ოჯახის შექმნა სურს. მას უხერხულობას არც ურთიერთობის მოკლე ვადა და არც ასაკობრივი სხვაობა უქმნის - იგი საქმროზე 10 წლით უფროსია.
"ქორწილი მალე შედგება, მე მას ჩემი ცხოვრება მივანდე და ეს სხვა ყველაფერზე მნიშვნელოვანია", - აღიარა შეყვარებულმა პერის ჰილტონმა.
ჰილტონს ახალგაზრდა შეყვარებულისგან შვილების გაჩენაც სურს. "მოუთმენლად ველი, პატარა პერისები როდის დაიბადებიან",- განუცხადა პერის ჰილტონმა გაზეთ Daily Mirror-ს.
გოგონა ერთხელ უკვე იყო დანიშნული მოდელ ჯაიმს შოუზე, მაგრამ ქორწილი არ შედგა. პერისმა აღიარა, რომ შეიცვალა და ოჯახის შესაქმნელად მზადაა. მან უარი თქვა აღვირახსნილ ცხოვრებაზე და სულიერად გაიზარდა. პერისის თქმით, 21 წლის რივერ ვიპერი ქმრობის იდეალური კანდიდატია.
"შეყვარებული ვარ. ძალიან გამიმართლა, რომ რივერს შევხვდი. ის ყველაზე კეთილი და კარგი კაცია, რომელთანაც კი რომანი მქონია. ისე მექცევა, როგორც პრინცესას. უკვე დროა, ოჯახი შევქმნა და შვილი გავაჩინო. ეს ყველა ქალის ოცნებაა", - აცხადებს ვარსკვლავი.
მომზადებულია Daily Mirror-ის მიხედვით.