სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბაჩო ახალაიას მეუღლე სპეცრაზმელთა ახალ სკანდალურ ფოტოებს აქვეყნებს
ბაჩო ახალაიას მეუღლე სპეცრაზმელთა ახალ სკანდალურ ფოტოებს აქვეყნებს

ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე იმ სპეც­რაზ­მელ­თა ახალ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც ბაჩო ახა­ლა­ი­ას წა­მე­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

"ვაგ­რძე­ლებ ფოტო-გა­მო­ფე­ნას მათ­თვის, ვი­საც გა­ინ­ტე­რე­სებთ თუ რო­გორ გა­დი­ოდ­ნენ "რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას" ჩვე­ნი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი თურ­ქეთ­ში, ქა­ლაქ ან­ტა­ლი­ა­ში 5-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო "DAIMA Ritz"-ში (რაც თვი­თონ­ვე და­ა­დას­ტუ­რეს დღეს სა­სა­მარ­თლო­ში) ერთი კვი­რის თავ­ზე რაც ისი­ნი "აწა­მეს", ნეკ­ნე­ბი ჩა­უმტვრი­ეს, ფე­ხე­ბი მო­ტე­ხეს, ტვი­ნის შერ­ყე­ვე­ბი მი­ა­ყე­ნეს და ავ­ტო­მა­ტის კონ­და­ხე­ბი ურტყეს სა­ხე­ში და ტან­ზე და მათ თა­ვი­ან­თი ცო­ლე­ბიც კი წა­იყ­ვა­ნეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სზე, ვი­ნა­ი­დან მათ თურ­მე და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­ეძ­ლოთ და მომ­ვლე­ლი სჭირ­დე­ბო­დათ, ასე­ვე წა­იყ­ვა­ნეს ექი­მი და წა­ი­ღეს წამ­ლე­ბი. თუ რო­მე­ლი­მე თქვენ­თა­გან­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეთ რა­ი­მე სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სხე­ულ­ზე, თა­ბა­ში­რი, და­ლურ­ჯე­ბა, ჭრი­ლო­ბა ან თუნ­დაც მო­წყე­ნი­ლი სახე, თხოვ­ნა მაქვს, არ და­მი­მა­ლოთ, მეც გა­მა­გე­ბი­ნეთ :))))))))", - წერს ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.

გუ­შინ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ბაჩო ახა­ლა­ი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა. ბრალ­დე­ბის მხა­რემ პრო­ცეს­ზე შვი­დი სპეც­რაზ­მე­ლის საქ­მე­ზე მოწ­მე­ე­ბი წა­რად­გი­ნა. სა­უ­ბა­რია შსს სპეც­რაზ­მე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ბაჩო ახა­ლი­ას წა­მე­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. დაც­ვის მხა­რემ სხდო­მა­ზე სკან­და­ლუ­რი ფო­ტო­მა­სა­ლა წა­რად­გი­ნა. ჩვე­ნე­ბებ­ში და­ზა­რა­ლებ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ ბაჩო ახა­ლა­ი­ას მიერ მათი წა­მე­ბის შემ­დეგ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირ­დათ, აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი და ტვი­ნის შერ­ყე­ვა. ფო­ტო­ებ­ზე კი, რო­მე­ლიც დაც­ვის მხა­რემ გა­ავ­რცე­ლა, სპეც­რაზ­მე­ლე­ბი წვრთნე­ბი­დან შვი­დი დღის შემ­დეგ თურ­ქე­თის ხუთ­ვარ­სკლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ებ­ში არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლე­ბი. მათ ძა­ლა­დო­ბის არა­ნა­ი­რი კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ. ბაჩო ახა­ლა­ი­ას ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლის, გოგა ონი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სპეც­რაზ­მე­ლებს ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლემ აი­ძუ­ლა და სა­ნაც­ვლოდ ისი­ნი შალ­ვა ჯა­ნაშ­ვილ­მა თურ­ქეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად გა­უშ­ვა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბაჩო ახალაიას მეუღლე სპეცრაზმელთა ახალ სკანდალურ ფოტოებს აქვეყნებს

ბაჩო ახალაიას მეუღლე სპეცრაზმელთა ახალ სკანდალურ ფოტოებს აქვეყნებს

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე იმ სპეცრაზმელთა ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც ბაჩო ახალაიას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

"ვაგრძელებ ფოტო-გამოფენას მათთვის, ვისაც გაინტერესებთ თუ როგორ გადიოდნენ "რეაბილიტაციას" ჩვენი დაზარალებულები თურქეთში, ქალაქ ანტალიაში 5-ვარსკვლავიან სასტუმრო "DAIMA Ritz"-ში (რაც თვითონვე დაადასტურეს დღეს სასამართლოში) ერთი კვირის თავზე რაც ისინი "აწამეს", ნეკნები ჩაუმტვრიეს, ფეხები მოტეხეს, ტვინის შერყევები მიაყენეს და ავტომატის კონდახები ურტყეს სახეში და ტანზე და მათ თავიანთი ცოლებიც კი წაიყვანეს რეაბილიტაციის კურსზე, ვინაიდან მათ თურმე დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლოთ და მომვლელი სჭირდებოდათ, ასევე წაიყვანეს ექიმი და წაიღეს წამლები. თუ რომელიმე თქვენთაგანმა აღმოაჩინეთ რაიმე სახის დაზიანება ამ ადამიანების სხეულზე, თაბაშირი, დალურჯება, ჭრილობა ან თუნდაც მოწყენილი სახე, თხოვნა მაქვს, არ დამიმალოთ, მეც გამაგებინეთ :))))))))", - წერს ნადარეიშვილი.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარემ პროცესზე შვიდი სპეცრაზმელის საქმეზე მოწმეები წარადგინა. საუბარია შსს სპეცრაზმელებზე, რომლებიც ბაჩო ახალიას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. დაცვის მხარემ სხდომაზე სკანდალური ფოტომასალა წარადგინა. ჩვენებებში დაზარალებლები წერდნენ, რომ ბაჩო ახალაიას მიერ მათი წამების შემდეგ ორი თვის განმავლობაში გადაადგილება უჭირდათ, აღენიშნებოდათ მოტეხილობები და ტვინის შერყევა. ფოტოებზე კი, რომელიც დაცვის მხარემ გაავრცელა, სპეცრაზმელები წვრთნებიდან შვიდი დღის შემდეგ თურქეთის ხუთვარსკლავიან სასტუმროებში არიან გადაღებულები. მათ ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებათ. ბაჩო ახალაიას ინტერესების დამცველის, გოგა ონიანის განცხადებით, სპეცრაზმელებს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ვანო მერაბიშვილის მოადგილემ აიძულა და სანაცვლოდ ისინი შალვა ჯანაშვილმა თურქეთში დასასვენებლად გაუშვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს